მარლენ ეგუტია
მარლენ ეგუტია (დ. 29 ოქტომბერი, 1937, თბილისი, — გ. 18 სექტემბერი, 2019) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1979).[1]
მარლენ ეგუტია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 ოქტომბერი, 1937 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 18 სექტემბერი, 2019 (81 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს დამსახურებული არტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1968 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1967-1970 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში. 1970 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშები როლებიდან აღსანიშნავია: ოიდიპოს მეფე; ყორღანაშვილი, რუსი მღვდელი („საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“); კალე („ქაქუცა ჩოლოყაშვილი“); მთხრობელი („შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“); დარიალოვი („შთამომავლობა“); მელენტი კანკია, მილიციის უფროსი („ჰაკი აძბა“).[2] გადაღებულია ფილმებში: „უძინართა მზე“, „დათა თუთაშხია“, „სიყვარულის ბალადა“, „მალე გაზაფხული მოვა“, „იავნანა“ და „ომი და ქორწილი“.[1]
ნათამაშები როლები
რედაქტირებამარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- კარლ გუცკოვი „ურიელ აკოსტა“ (მანასე) დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა.
- გურამ ქართველიშვილი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ (კალე) რეჟ. ლევან წულაძე
- სამუელ ბეკეტის „კრეპის უკანასკნელი ფირი“ (კრეპი ) რეჟ. ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი
- ისააკ ბაშევის-ზინგერი / ივ ფრიდმანი „ტოიბელე და მისი დემონი“ (რებე) რეჟ. გოგა თავაძე
- ვაჟა-ფშაველა „მოკვეთილი“ (ბახა) რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი
- ჟან ანუი „ანტიგონე“ (ჰემონი) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ფრიდრიხ შილერი „დონ კარლოსი“ ( დონ კარლოსი) რეჟ. დოდო ალექსიძე
- კარლ გუცკოვი „ურიელ აკოსტა“ (ბენ იოხაი) რეჟ. კოტე მარჯანიშვილი, აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ
- ლეო ქიაჩელი „ჰაკი აძბა“ (მელენტი კანკია) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ტიკამაცუ მონძაემონი „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (მთხრობელი ) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- უილიამ შექსპირი „ოტელო“ (მონტანო) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ვალენტინ რასპუტინი „იცოცხლე და გახსოვდეს“ (პოლკოვნიკი) რეჟ. ნუგზარ გაჩავა
- გიორგი ნახუცრიშვილი „ნაცარქექია“ (თომა) რეჟ. გოგი თოდაძე
- კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატი“ (ფარსმან სპარსი) რეჟ. დავით ანდღულაძე
- ართურ მილერი „სეილემის პროცესი“ (სამუილ პერისი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- ჟან მარსანი „მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“ (კრისტიანი) რეჟ. დავით დოიაშვილი
- მიხეილ ბულგაკოვი „მორფი“ (პროფესორი, პილატე) რეჟ. ზაზა სიხარულიძე
- შიო არაგვისპირელი „გიულიჰ...“ (ალი) რეჟ. გიორგი თავაძე
- ჰანს კრისტიან ანდერსენი „თოვლის დედოფალი“ (ტროლი) რეჟ. ციცინო კობიაშვილი
- ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“ ( ნიკოსტრატო) რეჟ. ლევან წულაძე
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1967: „მალე გაზაფხული მოვა“ რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1978: „დათა თუთაშხია“ (კვიმსაძე) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1980: „გამარჯობა ყველას (ფიროსმანი)“ რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1987: „ბიძინა“ რეჟ. თეიმურაზ კვანტალიანი
- 1989: „ეტლი შარაგზაზე“ რეჟ. დავით ქვარცხავა
- 1990: „თამაში“ (მარლენი) რეჟ. თეიმურაზ კვანტალიანი
- 1992:„უძინართა მზე“ რეჟ. თემურ ბაბლუანი
- 1994: „იავნანა“ რეჟ. ნანა ჯანელიძე
- 1998: „აქ თენდება“ რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 2006: „დოგა-დოგა“ რეჟ. დავით ქვარცხავა
- 2010: „ომი და ქორწილი“ რეჟ. ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი
- 2011: „სიყვარულის ბალადა“ რეჟ. ირაკლი კაკაბაძე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი. „რეზონანსი“. 18 სექტემბერი 2019.
- ↑ მარჯანიშვილის თეატრის წინ მსახიობ მარლენ ეგუტიას ვარსკვლავი გაიხსნება. ghn. 25 ივნისი 2012.