დავით ანდღულაძე (რეჟისორი)

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 27 დეკემბერი 2020. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

დავით ანდღულაძე (დ. 11 იანვარი, 1956, თბილისი — გ. 19 დეკემბერი, 2020[1]) — ქართველი რეჟისორი.

1982 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.

1982-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად. 1985 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ მიხედვით დადგა „თათვალი“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“, გრიგოლ რობაქიძის „გრაალის მცველნი“. მისი სპექტაკლი „ოცდამეთვრამეტე“ წარდგენილი იყო სახელმწიფო პრემიაზე.

წლების განმავლობაში იყო ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. „რკინის თეატრის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, „ხელოვნების ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება