თეთრი წეროსწვივა (ლათ. Macrolepiota excoriata) — სოკოს სახეობა წეროსწვივას გვარისა. გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.

თეთრი წეროსწვივა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  წეროსწვივა
სახეობა:  თეთრი წეროსწვივა
ლათინური სახელი
Macrolepiota excoriata (Schaeff.) Wasser, 1978

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, გამშრალი და დაკონსერვებული. იზრდება შერეულ და წიწვოვან ტყისპირებში, ნაკაფიან ადგილებში, ნარგავებში, მდელოებზე, საძოვრებზე და ა.შ., ზაფხულიდან შემოდგომამდე. იგი მეტად წააგავს საჭმელ სახეობებს — წეროსწვივას (ლათ. Macrolepiota procera) რბილობწითელა წეროსწვივასა (ლათ. Chlorophyllum rhacodes) და Macrolepiota mastoidea-ს.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus excoriatus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა უკრაინელმა ბოტანიკოსმა და მიკოლოგმა სოლომონ ვასერმა 1978 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus excoriatus Schaeff., 1774 basionym
  • Agaricus vulneratus Batsch, 1783
  • Agaricus procerus var. excoriatus (Schaeff.) Pers., 1801
  • Lepiota excoriata (Schaeff.) P. Kumm., 1871
  • Leucocoprinus excoriatus (Schaeff.) Pat., 1900
  • Leucoagaricus excoriatus (Schaeff.) Singer, 1948

ქუდის დიამეტრი — 6-12 სმ, სქელხორციანი, თავდაპირველად კვერცხისებრი, შემდეგ გაშლილი, ქოლგის ფორმის, დიდი ზომის ყავისფერი ბორცვაკით ცენტრში. ზედაპირი მოთეთრო ან კრემისფერი, მქრქალი, ცენტრში მურა და გლუვი, დანარჩენი ზედაპირი დაფარულია წვრილი ქერცლებით, დახეთქილია. კიდეებთან ახასიათებს ფიფქისებრი ბოჭკოები.

ქუდის რბილობი — თეთრი, სასიამოვნო სუნითა და თხილის მსგავსი გემოთი. გაჭრისას ფერს არ იცვლის.[3]

ფეხის სიგრძე — 6-12 სმ, სისქე — 0,6-1,2 სმ, ცილინდრული, თანაბარი, ძირში გასქელებული, ზოგჯერ მოხრილი. ფეხის ზედაპირი გლუვი,[4] თეთრი, საყელოს ქვემოთ მოყვითალო ან მომურო, შეხებისას ოდნავ ყავისფერდება.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, თავისუფალი, თანაბარი კიდეებით, თეთრი, სიბერეში კრემისფერიდან მომურომდე. ფირფიტები ძირში შეერთებულია რგოლით (ქმნიან კოლარიუმს).[5]

სოკოს საბურველი: საყელო თეთრი,[6] ფართე, გლუვი, მოძრავი ფეხის მიმართ, ვოლვის გარეშე.

სპორების მტვერი — თეთრი. სპორები — 12-15×8-9 მკმ, კვერცხისებრი. ფირფიტების ტრამა სწორი. ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი, გურზისებრი, 35-40×12-15 მკმ. ჰეილოცისტიდები — თითისტარისებრი, უფერული, თხელკედლიანი, 50×10 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

საპროტროფია.[7] იზრდება შერეულ და წიწვოვან ტყისპირებში, ნაკაფიან ადგილებში, ნარგავებში, მდელოებზე , საძოვრებზე, ველებზე, გზის პირებზე,[8] ერთეულებად ან ჯგუფებად.

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის თითქმის მთლიან ტერიტორიას, აზიასთურქეთი, ირანი, სამხრეთი კავკასია, მცირე აზია (ყირგიზეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი), ციმბირი (ალთაის მხარე, ბურიატეთი, კრასნოიარსკის მხარე), ჩინეთი, შორეული აღმოსავლეთი (ხაბაროვსკის მხარე, პრიმორიეს მხარე), იაპონია, ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკას (ჩილე), ავსტრალიას, აფრიკასა (ალჟირი, მაროკო, ტუნისი, კენია, კონგო, ნიგერია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) და კუნძულებს — შრი-ლანკა, ფილიპინები და კუბა.

სეზონი — ზაფხულის შუა პერიოდიდან გვიან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა, ფასობს ისევე როგორც წეროსწვივა (ლათ. Macrolepiota procera). ახასიათებს თხილის მსგავსი გემო.[9][10] იხმარება ახალი, გამშრალი და დაკონსერვებული. აგრეთვე გამოიყენებენ ხორციან კერძებში.

გამოუცდელ მესოკოვეს შეიძლება აერიოს მომაკვდინებლად შხამიან სოკოში Amanita virosa, რომელიც მხოლოდ ტყეებში გვხვდება და გააჩნია ვოლვა.

ადგილობრივი სახელწოდებები

რედაქტირება

ამ სოკოს საქართველოს ყველა რეგიონში აგროვებენ და Macrolepiota-ს ყველა სახეობას ერთი სახელით მოიხსენიებენ და ყველას საკვებად იყენებენ.[11] საქართველოში თეთრ წეროსწვივას სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ:[11]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вассер С. П. (1980). Флора грибов Украины. Агариковые грибы. К.: „Наукова думка“, გვ. 301—303, 53. 
  • Вавриш П.О., Горовой Л.Ф. (1993). Грибы в лесу и на столе. К.: „Урожай“, გვ. 113—114. ISBN 5-337-00728-9. 
  • (2000) Всё о грибах. Донецк: ПФК „БАО“, გვ. 138. ISBN 966-548-124-X. 
  • (2001) Грибы: Справочник. М.: «Астрель», „АСТ“, გვ. 64. ISBN 5-17-009961-4. 
  • Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 113. — ISBN 5-271-05827-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jacob Christian Schäffer: „Fungorum qui in Bavaria et Palatinatu circa Ratisbonam nascuntur icones, nativis coloribus expressae”, Editura J.J. Palmium, Erlangen 1774 vol. 4, p. 10, tab 9-10 vol. 3-4
  2. Solomon P. Wasser: „Macrolepiota excoriata”, în: „Ukrain'sky botanichnyi zhurnal”, vol. 35, nr. 5, Kiev 1978, p. 516
  3. Parasol mushroom excoriated or small parasol. Tachenon. ციტირების თარიღი: 2010-06-05.
  4. Frayed parasol mushroom (Macrolepiota excoriata). SortenBank. ციტირების თარიღი: 2010-06-05.
  5. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 149, ISBN 99940-856-1-1.
  6. Common Name: Parasol mushroom excoriated. Memento des champignons. ციტირების თარიღი: 2010-06-05.
  7. Mushroom EXCOR (Schaeff.: Fr.) Was. Atlante dei funghi - Funghi commestibili e velenosi Atlas of fungi - edible and poisonous mushrooms. Agriculture Education Online. ციტირების თარიღი: 2010-06-05.
  8. Macrolepiota excoriata. Roger's Mushrooms. ციტირების თარიღი: 2010-06-05.
  9. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 136-137, ISBN 3-405-11774-7
  10. Marcel Bon: “Pareys Buch der Pilze”, Editura Kosmos, Halberstadt 2012, p. 290-291 ISBN 978-3-440-13447-4
  11. 11.0 11.1 Macrolepiota excoriata (Schaeff.) Wasser. Fungi.Biodiversity-Georgia.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-27. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2021.