ავგუსტ ბაჩი
ავგუსტ იოჰან გეორგ კარლ ბაჩი (გერმ. August Johann Georg Karl Batsch; დ. 28 ოქტომბერი, 1761, იენა — გ. 29 სექტემბერი, 1802, იქვე) — გერმანელი მიკოლოგი, ბოტანიკოსი და ბიოლოგი, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მიკილოგიური ნაშრომის Elenchus fungorum-ის ავტორი, სადაც აღწერილია იმ დროისთვის 200-მდე ახალი სახეობის სოკო.
ავგუსტ ბაჩი | |
---|---|
გერმ. August Johann Georg Karl Batsch | |
დაბ. თარიღი | 28 ოქტომბერი, 1761[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | იენა[1] |
გარდ. თარიღი | 29 სექტემბერი, 1802[1] [2] [3] [4] (40 წლის) |
გარდ. ადგილი | იენა[1] |
მოქალაქეობა | საღვთო რომის იმპერია |
საქმიანობა | ბიოლოგი, ქიმიკოსი, ბოტანიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, მიკოლოგი, ენტომოლოგი, ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი |
მუშაობის ადგილი | იენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | იენის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი. მისი საავტორო ბოტანიკურ-მიკოლოგიური შემოკლებაა Batsch.[5]
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიაბადა 1761 წლის 28 აგვისტოს ქალაქ იენაში, ლორენც და ერმესტინ ბაჩების ოჯახში. თავდაპირველად იგი ადგილობრივ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ განათლებას სახლში ეუფლებოდა. 1772 წელს იენის უნივერსიტეტში მოეწყო. 1781 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.[6] 1786 წელს იმავე უნივერსიტეტში მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1792 წლიდან იყო ბუნების ისტორიის პროფესორი იენის უნივერსიტეტში.
ავგუსტ ბაჩი იოჰან ვოლფგანგ გოეთესთან დაახლოებული ერთ-ერთი მეცნიერთაგანი იყო. 1794 წელს გოეთეს ინიციატივით, სამეცნიერო კვლევების მიზნით, იენის უნივერსიტეტში შეიქმნა საუნივერსიტეტო ბოტანიკური ბაღი, რომლის ხელმძღვანელად ავგუსტ ბაჩი დაინიშნა.[7]
მან აღმოაჩინა 200-მდე სოკოს ახალი სახეობა, მათ შორის Clitocybe nebularis, Calocera cornea, Paxillus involutus და Tapinella atrotomentosa. 1783-1789 წლებში დაწერა უმნიშვნელოვანესი მიკოლოგიური ნაშრომი Elenchus Fungorum.
გარდაიცვალა 1802 წლის 29 სექტემბერს იენაში, მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ.
1787 წლიდან დაქორწინებული იყო ამალია პფაუნდელზე. მათ ეყოლათ სამი შვილი — ფრიდრიხი, გეორგ ფრიდრიხ კარლი და კაროლინა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Elenchus fungorum (1783—1789)
- Versuch einer Anleitung zur Kenntniss und Geschichte der Pflanzen (1787—1788)
- Kryptogamische Charakterbilder. viii + 251 გვ. 220 табл. Ed. Carl Rümpler, Hannover (1878)
- Praktisches Pilzbuch für jedermann (1880)
- Die Moosflora der Umgebung von Hann.-Münden. Bot. Centralblatt 40: 65-72, 101—106; Kassel (1889)
-
Elenchus fungorum, 1783
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- August Johann Georg Karl Batsch. mushroomthejournal.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-13. ციტირების თარიღი: 2011-4-10.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #115682171 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Sächsische Biografie — 1999.
- ↑ batch. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 5 იანვარი, 2021.
- ↑ Verein der Familie Batsch e.V. (German)
- ↑ Канаев И. И. (1970). Гёте как естествоиспытатель, Научно-биографическая серия. Л.: Наука, Ленингр. отд., გვ. 73—74.