მიკოლოგია (ბერძნ. mykes — სოკო, და ...ლოგია) — მეცნიერება სოკოების შესახებ. ბოტანიკის ერთ-ერთი დარგი. მიკოლოგიის მთავარი მიზანია სოკოების მორფოლოგია, ფლორისა და სისტემატიკის, ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, რკოლოგიია, გეოგრაფიის და ფილოგენიის შესწავლა, აგრეთვე მათი როლის დადგენა ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. მრავალი პათოგენური სოკო იწვევს მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანის დაავადებებს. ამდენად მიკოლოგია დაკავშირებულია ფიტოპათოლოგიასთან, ვეტერინარიასთან, მედიცინასთან. სოკოებისაგან მიიღება მრავალი ანტიბიოტიკი, ვიტამინები, ფერმენტები და სხვა ნივთიერებები.

სოკოები

კვების მრეწველობაში დიდი მნიშვნელობა აქვს საფუარ სოკოებს, აგრეთვე ველურად მოზარდ საჭმელ სოკოებს. მისდევენ ზოგიერთი საჭმელი სოკოს (ქამა, ხეთახალი და სხვა) მოშენებასაც. მიკოლოგიური კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს მრავალ ქვეყანაში. შედგენილია ზოგიერთი რეგიონის სოკოთა სარკვევები. საქართველოში მიკოლოგიური და ფიტოპათოლოგიური გამოკვლევები XIX საუკუნის II ნახევრიდან დაიწყო. სტატიები მიკოლოგიის საკითხებზე ქვეყნდება მრავალ პერიოდულ ჟურნალებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Комарицкий Н. А., Очерк истории изучения низших растений в России и СССР, «Ученые записки МГУ», 1948, в. 129;
  • Курсанов Л. И. Микология, 2 изд., М., 1940;
  • Ячевский А. А., Основы микологии, М.-Л., 1933;