კრისტიან ჰენდრიკ პერსონი

(გადამისამართდა გვერდიდან Pers.)

კრისტიან ჰენდრიკ პერსონი (ნიდერლ. Christiaan Hendrik Persoon; დ. 1 თებერვალი, 1761, კეთილი იმედის კონცხი, სამხრეთი აფრიკა — გ. 16 ნოემბერი, 1836, პარიზი, საფრანგეთი) — გერმანელი მიკოლოგი და ბოტანიკოსი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ „სისტემატიკური მიკოლოგიის მამად“.[4]

კრისტიან ჰენდრიკ პერსონი
დაბ. თარიღი 1 თებერვალი, 1761(1761-02-01)[1] [2]
დაბ. ადგილი კაპის კოლონია[3]
გარდ. თარიღი 16 ნოემბერი, 1836(1836-11-16)[1] [2] (75 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[3]
დასაფლავებულია Grave of Persoon
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ბოტანიკოსი, მიკოლოგი და ბიოლოგი
ალმა-მატერი ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[1]

პერსონმა შეადგინა სოკოების პირველი სამეცნიერო სისტემა და დააწესა უამრავი გვარი და სახეობა, აგრეთვე საკუთარი ნაშრომებით მნიშვნელოვნად შეავსო კარლ ლინეს სოკოების ტაქსონომია.

შვედეთის, ბავარიის, ტურინის, გეტინგენის მეცნიერებათა აკადემიებისა და ლინეს საზოგადოების წევრი. მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Pers.[5]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სამხრეთ აფრიკაში, კეთილი იმედის კონცხზე. მამა პომერანელი ემიგრანტი იყო, დედა — ჰოლანდიელი,[6] რომელიც გარდაიცვალა 1763 წელს.[7] 13 წლის იყო პერსონი, როდესაც მამამ სასწავლებლად ევროპაში გაგზავნა. წასვლიდან ერთი წლის შემდეგ გარდაეცვალა მამა.

თავდაპირველად თეოლოგიას ეუფლებოდა ჰალეს უნივერსიტეტში, თუმცა 1784 წლიდან შეუდგა მედიცინისა და ბოტანიკის შესწავლას ლეიდენის უნივერსიტეტში.[4] 1799 წელს დაიცვა დოქტორის ხარისხი ლეოპოლდინას მეცნიერებათა აკადემიაში (გერმ. Kaiserlich-Leopoldinisch-Carolinische Deutsche Akademie der Naturforscher).[8]

1802 წელს გეტინგენიდან პარიზში გადავიდა, სადაც ცხოვრობდა ერთ-ერთ ღარიბ რაიონში. 1825 წელს სიღარიბის ზღვარზე მყოფი პერსონი იძულებული შეიქმნა საკუთარი ჰერბარიუმი (გამშრალ მცენარეთა კოლექცია), მოკრძალებული პენსიის სანაცვლოდ გადაეცა ნიდერლანდების მთავრობისთვის.[9] 1834 წელს, პერსონმა, ნიდერლანდების მეფეს, 800 ფლორინის სანაცვლოდ მიჰყიდა საკუთარი ბიბლიოთეკა, არქივი და მცენარეთა ახალი კოლექცია. პერსონის გარდაცვალების შემდეგ, 1836 წელს მისი ბიბლიოთეკა, ხელნაწერები და მცენარეები შევიდა ნიდერლანდების ეროვნული ჰერბარიუმის კოლექციაში.[4]

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

პერსონის ყველაზე ადრეული ბოტანიკური ნაშრომია Abbildungen der Schwämme, რომელიც სამ ნაწილად გამოიცა 1790, 1791 და 1793 წლებში. 1805-1807 წლებში გამოსცა ნაშრომი Synopsis plantarum (ორ ტომად), სადაც აღწერილია 20,000-მდე სახეობის მცენარე.

საყოველთაო აღიარება მოიპოვა სოკოების ნოვატორული კვლევებით. გამოსცა რიგი ნაშრომები მიკოლოგიაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის მიკოლოგიის განვითარებაში.

1815 წელს პერსონი აირჩიეს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. იგი აგრეთვე იყო გეტინგენის სამეფო საზოგადოების, ტურინის მეცნიერებათა აკადემიისა და ლინეს საზოგადოების წევრი.

მიკოლოგიურ ჟურნალ „Persoonia“-ს, რომელიც გამოიცემა 1959 წლიდან, სახელი დაერქვა პერსონის მიკოლოგიაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად.[4]

ნაშრომები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ramsbottom, J. 1933—1934. C. H. Persoon and James E. Smith. Proc. Linn. Soc. London 146: 10-21.
  • Hugo, C. E. 1965. The restoration of the grave of Christiaan Hendrick Persoon — «Prince of Mycologists.» J. Bot. Soc. South Africa 51: 37-40.
  • Hugo, C. E. 1966. Christiaan Hendrik Persoon: His grave now restored. J. Bot. Soc. South Africa 52: 12-16.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #116091509 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 www.accademiadellescienze.it
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Краткая ბიოგრაფია ჟურნალში „Persoonia“ დაარქივებული 2009-12-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2009
  5. International Plant Names Index, Pers., ციტირების თარიღი 22 დეკემბერი, 2020
  6. Chater A.O., Brummitt, R.K. (1966). Subspecies in the works of Christiaan Hendrik Persoon. Taxon 15 (4):143-8.
  7. Stafleu, F.A., Cowan, R.S. (1983). Taxonomic Literature. Utrecht, გვ. 181. 
  8. de Zeeuw, R. (1939). Notes on the life of Persoon. Mycologia 31 (3): 369-70.
  9. Petersen R.H. (1977). Some brief reflections on C.H. Persoon. Kew Bulletin 31 (3):695-98.
  10. И сейчас для многих видов грибов, известных с более давних времён, но впервые подробно описанных в этих книгах, — сохраняются данные Персоном … названия. — Чикин Ю. (2001). Общая фитопатология (часть первая): учебное пособие. Томский госуниверситет, გვ. 170.