რბილობწითელა წეროსწვივა

რბილობწითელა წეროსწვივა (ლათ. Chlorophyllum rhacodes, ადრე — Macrolepiota rhacodes) — ქლოროფილუმის გვარის სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთის ზომიერ სარტყლებში.

რბილობწითელა წეროსწვივა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  ქლოროფილუმი
სახეობა:  რბილობწითელა წეროსწვივა
ლათინური სახელი
Chlorophyllum rhacodes (Vittad.) Vellinga, 2002

საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი, გამშრალი და დაკონსერვებული. მოხმარებამდე საჭიროა ქერცლების მოცილება. იზრდება ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად ნათელ ტყეებში, ველობებზე და ტყის პირებში, ნაკაფიან ადგილებში, ბაღებში, პარკებში, მდელოებზე და ა.შ.

სოკო პირველად აღწერა იტალიელმა მიკოლოგმა კარლო ვიტადინიმ 1835 წელს როგორც Agaricus rachodes.[1] 2002 წლამდე სოკო ერთიანდებოდა წეროსწვივას გვარში. ქლოროფილუმის გვარში გადაიტანა ამერიკელმა მიკოლოგმა ელზა ველინგამ.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus rhacodes Vittad., 1835 basionym
  • Lepiota rhacodes (Vittad.) Quél., 1872
  • Leucocoprinus rhacodes (Vittad.) Pat., 1900
  • Macrolepiota rhacodes (Vittad.) Singer, 1951
  • Lepiota procera var. rhacodes (Vittad.) Quél., 1886

ქუდის დიამეტრი — 10-20 სმ, თავიდან სფეროსებრი, შემდგომში ზარისებრი, ბრტყელი, ქოლგისებრამდე. განიერი, გლუვი ბორცვაკით ცენტრში, ბოჭკოვან-დახეთქილი ზედაპირით. კიდეები შეკეცილი, მოგვიანებით გაშლილი. ზედაპირი ბეჟი, ნაცრისფერ-კრემისფერამდე, ცენტრში უფრო მუქია, დაფარულია მსხვილი ბოჭკოვანი ქერცლებით.

ქუდის რბილობი ფაფუკია, ფეხის — უხეში, თეთრი, გაჭრისას იღებს წითელ-ყავისფერ შეფერილობას (განსაკუთრებით ფეხზე). სუნი მძაფრი და სასიამოვნო, მცირედ გამოხატული სასიამოვნო გემოთი.

ფეხის სიგრძე — 10-15 (25) სმ-მდე, სისქე — 1-2 სმ, ცილინდრული ან ზევით შევიწროებული, გლუვი, ძირში გამსხვილებული, ადვილად ძვრება ქუდს. ფეხის ზედაპირი გლუვი, იშვიათად — წვრილი ბოჭკოებით, თეთრიდან ყავისფერამდე, ასაკთან ერთად მუქდება. საყელო თეთრი ან მურა, ვოლვის გარეშე.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავისუფალი, 1,5-სმ-მდე სისქის, თეთრი ან კრემისფერი, ხშირი, ფეხთან მიმაგრების ადგილას შეერთებულია რგოლით (კოლარიუმით).[2] ადვილად სცილდება ფეხს, დაჭერისას იღებს ნარინჯისფერ-წითელ ფერს.

სპორების მტვერი — თეთრი ან კრემისფერი. სპორები — 9-12×6-7 მკმ, ელიფსისებრი, გლუვი, უფერული, მეტაქრომატული, ფსევდოამილოიდური. ფირფიტების ტრამა სწორი. ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, გურზისებრი, 32-40×12-14 მკმ. ჰეილოცისტიდები სხვადასხვა ფორმის, თხელკედლიანი, უფერული, 30-36×12-15 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

საპტროტროფია.[3] იზრდება ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად ნაყოფიერ ნეშომპალიან ნიადაგზე, ნათელ ტყეებში, ველობებზე და ტყის პიირებში, ნაკაფიან ადგილებში, ბაღებში, პარკებში, მდელოებზე და ა.შ. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ზომიერ სარტყლებშიევროპა, აზია (თურქეთი, სამხრეთი კავკასია, ციმბირი (ალთაის მხარე, კრასნოიარსკის მხარე) ჩინეთი, იაპონია), ჩრდილოეთი ამერიკა (კანადა, აშშ), სამხრეთი ამერიკა (ჩილე), ავსტრალია, ახალი ზელანდია,[4] ჩრდილოეთი აფრიკა (ალჟირი, მაროკო).

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

საჭმელი სოკოა,[5] საჭმელად გამოიყენება ახალი, მხოლოდ ქუდი, ფეხი უხეშია. მომზადებამდე აუცილებელია ქერცლების მოცილება. შესაძლებელია გახმობა და დასკონსერვება. ასევე იყენებენ სუნელად.

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მომნელებელი სისტემის უმნიშვნელოდ მოშლა[6][7] და ალერგიული რეაქცია კანზე გამონაყარის სახით.

ზოგიერთი სახელმძღვანელო გამოუცდელ მესოკოვეებს ურჩევს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც მეტად წააგავს რამდენიმე შხამიან სახეობას[8], განსაკუთრებით მისივე გვარის წარმომადგენელ Chlorophyllum molybdites-ს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вассер C. П. (1980). Флора грибов Украины. Агариковые грибы. К.: „Наукова думка“, გვ. 296—298. 
  • (2001) Грибы: Справочник. М.: „Астрель“, „АСТ“, გვ. 68. ISBN 5-17-009961-4. 
  • Хардинг П. (2002). Грибы. М.: „Астрель“, „АСТ“, გვ. 24. ISBN 5-17-011765-5. 
  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 262. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.
  • Хардинг П. Грибы / Перевод с англ. Д. С. Щигеля. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2002. — С. 24. — ISBN 5-17-011765-5.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Carlo Vittadini: Agaricus rachodes Vittad. 1835. Descr. fung. mang. Italia 158.
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 151, ISBN 99940-856-1-1.
  3. Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1. 
  4. Discover Life en. ციტირების თარიღი: 2015-12-05.
  5. Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006) North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuide, გვ. 54. ISBN 978-0-7627-3109-1. 
  6. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 35. ISBN 978-1-55407-651-2. 
  7. Marek Snowarski (2010). Grzyby. Warszawa: Multico Oficyna Wydawnicza. ISBN 978-83-7073-776-4. 
  8. Ladislav Hagara. Ottova Encyklopedia Hub. ISBN 978-80-7451-408-1.