საქართველოს სოკოები (წიგნი)
საქართველოს სოკოები — საქართველოში გავრცელებული სოკოების სარკვევი, რომლის ავტორია ქართველი მიკოლოგი ივანე ნახუცრიშვილი. გამოიცა 2007 წელს არჩილ ღიბრაძის რედაქტორობითა და თანაავტორობით.[1]
„საქართველოს სოკოები“ | |
---|---|
გარეკანის ფოტო | |
ავტორი | ივანე ნახუცრიშვილი |
რედაქტორი | არჩილ ღიბრაძე |
ილუსტრატორი | უშანგი მირიანაშვილი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
თემა | სოკოები |
გამომცემელი | ბუნება პრინტი |
გამოცემის თარიღი | 2007 |
გვერდი | 256 |
ISBN | 9994085611 |
სარკვევი მოიცავს სოკოების ზოგად დახასიათებას — სოკოთა აგებულება, გამრავლება, გავრცელება, კვებითი ღირებულება, საჭმელი და შხამიანი სოკოების ერთმანეთისაგან გარჩევის წესი, ცნობები სოკოთი მოწამვლის ხასიათისა და პირველადი დახმარებისა შესახებ. აგრეთვე განხილულია სოკოს ხელოვნურად მოშენებისა და გადამუშავების საკითხები და მისგან კერძების მომზადების წესი.
სახელმძღვანელოში აღწერილია საქართველოში გავრცელებულ სოკოთა 201-მდე სახეობა, რომელთაგან 122 საჭმელია, 22 პირობითად საჭმელი, 24 შხამიანი და 33 საჭმელად უვარგისი. თითოეულ სოკოს თან ახლავს ქართული, ლათინური და რუსული დასახელებები და ფერადი ილუსტრაციები. იმ სოკოთა სახელები, რომლებიც არ იყო ცნობილი, თარგმნილია ლათინურიდან და რუსულიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006, ISBN 99940-856-1-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს სოკოები — ბიბლიოვიკი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სოკოები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022.