ჰიმენოფორი
ჰიმენოფორი — სოკოს ნაყოფსხეულის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედაპირზე აქვს თხელი სპორათწარმომქმნელი შრე — ჰიმენიუმი. ხშირად, ჰიმენოფორის ზედაპირი ძლიერგანვითარებულია და სოკოს დიდი რაოდენობით სპორების წარმოქნაში ეხმარება.
ქუდის ქვედა ზედაპირზე არსებული წარმონაქმნების კედელზე ვითარდება ბაზიდიუმები და მათზე მჯდომი სპორები. გამონაკლისია ჩანთიანი სოკოები, რომლებსაც სპორები უვითარდებათ ჩანთებში და გვხვდება როგორც ქუდის ქვედა, ისე ზედა ზედაპირზე.
ჰიმენოფორის ნიშნები მნიშვნელოვანია როგორც სოკოების დიდი ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის, ასევე ახლო მონათესავე სახეობების გამოსარჩევად.
ჰიმენოფორი ფეხის მიმართ შეიძლება იყოს დაღმავალი, როდესაც ზედაპირი მთლიანად შეზრდილია და ასევე ფეხსაც დაუყვება ძირისკენ; ფეხზე შეზრდილი, როდესაც მთელი ზედაპირით არის შეზრდილი ფეხთან; ფეხისგან თავისუფალი, როდესაც ფეხს არ ეხება; ამოკვეთილი, როდესაც ფეხთან არის შეზრდილი კბილისებურად.
ჰიმენოფორი შეიძლება იყოს გლუვი (ჩანთიანი სოკოები), ნაოჭიანი (მაგ., მიქლიო), ხორკლებიანი (მაგ., ირმისტუჩა), ფორებიანი (მაგ. დათვისსოკო) და ფირფიტებიანი (მაგ. ცადამაყვანა).
გალერეა
რედაქტირება-
მურა ჯამა სოკო, გლუვი ჰიმენოფორით
-
მიქლიო, დაძარღვული ჰიმენოფორით
-
ირმისტუჩა, ეკლებიანი ჰიმენოფორით
-
მუხისძირა, ფორებიანი ჰიმენოფორით
-
ცადამაყვანა, ფირფიტებიანი ჰიმენოფორით
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. ნახუცრიშვილი, ISBN 99940-856-1-1.
- Вавриш П.О., Горовой Л.Ф. Грибы в лесу и на столе. — К.: „Урожай“, 1993. — С. 41—44. — 208 с. — ISBN 5-337-00728-9.
- Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — 304 с. — ISBN 5-17-020333-0