სოკოს ნაყოფსხეულიჩანთიანი და ბაზიდიუმიანი სოკოების უმეტესობის სპორების მატარებელი ორგანოების სათავსი; წარმოქმნილია მიცელიუმის ჰიფებისაგან, რომლებიც ერთმანეთში მჭიდროდაა გადახლართული. სოკოს ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია. ჩანთიანი სოკოები ნაყოფსხეული ძირითადად 3 ტიპისაა:

  • კლეისტოკარპიუმი — სფეროსებრი და მთლიანად დახშული, ჩანთები მოთავსებულია ნაყოფსხეულში, ხშირად ყოველგვარი კანონზომიერების გარეშეა განლაგებული;
  • პერითეციუმი — გარეგნულად ბოთლს ან ყელიან გოგრას წააგავს, ნახევრად დახურულია და ყელზე პატარა ნახვრეტი აქვს;
  • აპოთეციუმი — ჯამისებრი ან ლამბაქისებრი, ცილინდრული ფორმის ჩანთები განლაგებულია ე. წ. ჰიმენიალურ შრეზე.
დათვისსოკოს ნაყოფსხეული

უმაღლესი ბაზიდიუმიანი სოკოების ნაყოფსხეული ნაირგვარია: ენისებრი, ბუჩქისებრი, ჩლიქისებრი, ფირფიტისებრი, ქოლგისებრი, ბურთისებრი და სხვა. სპორები მოთავსებულია მილებში, ხორკლებზე, ფირფიტებზე ან ნაყოფსხეულში. თავისი კონსისტენციით ნაყოფსხეული არის მაგარი, კორპისებრი, რქოვანი ან ხორცოვანი. ნაყოფსხეული არ აქვს უმდაბლეს სოკოებს (ქიტრიდიომოცეტები, ზიგომიცეტები, ოომიცეტები), ზიგიერთ ჩანთიან (მაგ., საფუარა სოკოები) და ბაზიდიუმიან სოკოს (გუდაფშუტა და ჟანგა სოკოები), აგრეთვე ყველა უსრულ სოკოს.

ლიტერატურა

რედაქტირება