ცადამაყვანა
ცადამაყვანა, აგრეთვე ცნობილია როგორც წითელი შხამასოკო, (ლათ. Amanita muscaria) — ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრია 8-20 სმ; კაშკაშა წითელი ან ნარინჯისფერია, ზედაპირზე თეთრი ფიფქები აყრია, ზოგჯერ მის გარეშეა. ფირფიტები და რბილობი თეთრია. ფეხიც თეთრია და თეთრი ან მოყვითალო საყელო აქვს, ძირში ბოლქვისებურია და ზედ თეთრი ზოლებია შემორტყმული. შხამიანია, იზრდება ნაძვნარ-ფიჭვნარსა და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომაზე. შეიცავს მუსკარინს და მუსკიმოლს.
ცადამაყვანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Amanita muscaria | |||||||||||||||
|
ლიტერატურარედაქტირება
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 319.