მასობრივი კულტურა
მასობრივი, პოპულარული კულტურა, ანუ პოპ კულტურა წარმოადგენს იდეების, პერსპექტივების, დამოკიდებულებებისა და სხვა ფენომენების ერთობლიობას, რომლებიც ბატონობენ მეოცე საუკუნის შუიდან დასავლურ კულტურაში, იმავე საუკუნის ბოლოდან კი გლობალურ მეინსტრიმ კულტურაში. მასმედიის გავლენის დამსახურებით პოპ კულტურა აღწევს ინდივიდების ყოველდღიურ ცხოვრებაში. პოპ კულტურის ყველაზე გავრცელებული კატეგორიებია გართობა (ფილმები, მუსიკა, ტელევიზია, თამაშები), სპორტი, სიახლეები, პოლიტიკა, მოდა და ტექნოლოგია.
განმარტებები
რედაქტირება"მაღალი" და "ოფიციალური" კულტურისგან განსხვავებით, პოპ კულტურა ტრადიციულად ასოცირებული იყო დაბალ სოციალურ კლასებთან და გაუნათლებლობასთან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მასმედიის განვითარებას მოჰყვა დიდი საზოგადოებრივი ცვლილებები, რამაც პოპულარული კულტურა დაბალ სოციალურ სტატუსსა და გაუნათლებლობას ჩამოაშორა.
დღესდღეობით არსებობს პოპულარული კულტურის 6 განმარტება:
- რაოდენობრივი განმარტება - ყველაფერი რაც საზოგადოების უმრავლესობის დაინტერესებას იწვევს.
- კლასიკური განმარტება - კულტურის ის ელემენტები, რომლებიც "მაღალ კულტურას" არ ეკუთვნის. ეს განმარტება პრობლემატურია რადგან ზოგ შემთხვევაში რთულია გაავლო ზღვარი "მაღალ კულტურასა" და "პოპ კულტურას შორის" (მაგალითად უილიამ შექსპირის პიესები უდავოდ უმაღლესი კულტურის ნაწილა, მაგრამ ამავდროულად პოპულარულ კულტურასაც ეკუთვნის).
- დასავლურ ევროპული განმარტება - კომერციული კულტურა, რომელიც დასავლურ ევროპული გადმოსახედიდან ასოცირებულია მასიურ მოხმარებასთან, ამერიკულ კონსუმერიზმთან და მასიურად წარმოებულ პროდუქტებთან. (მაგალითად პოპ მუსიკა, ჰოლივუდის ფილმები, მაკდონალდსი...)
- "ჭეშმარიტი" კულტურა. ის რაც ხალხს აწუხებს, და რასაც ხალხი აქტუალურად თვლის. (ეს დეფინიციაც პრობლემატურია, რადგან რთულია განმარტო "ხალხი")
- კრიტიკულ თეორისტთა პერსპექტივა- საზოგადოებაში შევიწროვებული ჯგუფებისა და გაბატონებული ჯგუფების ჭიდილის არეალი. შევიწროვებული ჯგუფები პოპ კულტურით წინააღმდეგობას უწევენ გაბატონებულ ჯგუფებს. გაბატონებული ჯგუფები კი, თავის მხრივ, ცდილობენ შევიწროვებული ჯგუპების შერევას, შეერთებას.
- პოსტმოდერნისტული პერსპექტივა - "უბრალოდ კულტურა". ეს პერსპექტივა აღარ ახდენს დიფერენციაციას "მაღალ" და "პოპულარულ" კულტურებს შორის.
ფოლკლორი და ინტერნეტ კულტურა
რედაქტირებასოციოლოგთა აზრით ფოლკლორი პოპულარული კულტურის წინაპარს წარმოადგენს. კულტურული მეინსტრიმის ეს ადრეული ფორმა დღესაც არსებობს - ანეგდოტების, ჭორების, სლენგისა და სხვა ფორმებით. ინტერნეტის დამსახურებით დღესდღეობით რთულია ზღვარი გაავლო ფოლკლორსა და პოპ კულტურას შორის.