მურა ჯამა სოკო (ლათ. Peziza badia) — პეზიზასებრთა ოჯახის ჩანთიანი სოკო.

მურა ჯამასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  პეზიზომიცეტები
რიგი:  პეზიზასნაირნი
ოჯახი:  პეზიზასებრნი
გვარი:  პეზიზა
სახეობა:  მურა ჯამა სოკო
ლათინური სახელი
Peziza badia (Pers., 1800)

სამეცნიერო სინონიმები:

  • Galactinia badia (Pers.) Arnold, 1893
  • Plicaria badia (Pers.) Fuckel, 1870
  • Scodellina badia (Pers.) Gray, 1821

აღწერა რედაქტირება

სოკოს ნაყოფსხეულის დიამეტრი 1-6 სმ-მდე აღწევს, თავდაპირველად ბურთისებრია, გახსნის შემდეგ ღრმა ჯამის ფორმას იღებს, შიგნითა ზედაპირი წაბლისფერ-მურაა, გარედან შედარებით ღია ფერის. ზედაპირი მარცვლოვანი.

სპორები — ელიფსისებრი 15–18×7–10 მკმ, მარცვლოვან-ხორკლიანი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია და მოთავსებულია 8 სპორა.

ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ.

გავრცელება რედაქტირება

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. იზრდება ჯგუფებად (10-20 და მეტ ეგზემპლარამდე), ნიადაგზე, ტყეებში, ძირითადად წიწვოვანი ხეების ქვეშ, ასევე პარკებში, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები რედაქტირება

  • Peziza phyllogena Cooke, 1877 — მეტად წააგავს მურა ჯამა სოკოს, თუმცა გამოირჩევა არა ბადისებრი, არამედ წვრილმეჭეჭებიანი სპორებით.
  • Peziza alaskana E.K.Cash, 1954 — ჩრდილოური სახეობა შავი-იისფერი ზედაპირით და ორნამენტირებული სპორებით. იზრდება მდინარისა და ტბის პირებზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 35, ISBN 99940-856-1-1.