ქამასოკო
ქამასოკო, შამპინიონი (ლათ. Agaricus) — ქუდიანი სოკოების გვარი. გვარის ყველა სახეობა ქამასოკოს სახელწოდებით არის ცნობილი. 300-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში ქამასოკოს 12 სახეობა გვხვდება, რომელთაგან აღსანიშნავია ჩვეულებრივი ქამასოკო, ორსპორიანი ქამასოკო, ტყის ქამასოკო, მინდვრის ქამა, ქალაქის ანუ ტროტუარის ქამასოკო, მეჭეჭებიანი ქამასოკო და სხვა.
ქამასოკო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Agaricus | ||||||||||
|
ქამასოკოს სახეობები ერთმანეთისაგან ხშირად ძნელად გასარჩევია. ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ქამასოკო (ლათ. Agaricus campestris), რომლის ქუდის დიამეტრია 3—10 სმ. ნაცრისფერია, ხორცოვანი; ქუდის რბილობი გადატეხისას ჰაერზე ვარდისფერდება. იზრდება ადრე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე, ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში ბაღებში, ბოსტნებში, ეზოებში, მინდვრებზე და ა. შ.
საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან ერთი ლათ. Agaricus xanthoderma — შხამიანია, სხვები იჭმება. ზოგჯერ ქამასოკოს (უფრო ზუსტად ორსპორიან ქამასოკოს) საგანგებოდაც აშენებენ სათბურებში, გაუქმებულ შახტებში ან სარდაფებში.
ლიტერატურარედაქტირება
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 451.