ქალაქის ქამა
ქალაქის ქამა, ან ორსაყელოიანი ქამა (ლათ. Agaricus bitorquis) — სოკოს სახეობა ქამასოკოს გვარისა, რომელიც გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში.
ქალაქის ქამა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Agaricus bitorquis (Quél.) Sacc., 1887 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090210 | |||||||||||||||
|
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. იზრდება ტყეებში, პარკებში, ბაღებში, ხშირად ქალაქის ქუჩებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, გაზაფხულის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე. ზოგიერთ ქვეყანაში მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას.
სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა ლუსიენ კელემ 1884 წელს როგორც Psalliota bitorquis. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა იატალიელმა მიკოლოგმა პიერ ანდრეა საკარდომ 1887 წელს.[1]
სამეცნიერო სინონიმები:
- Psalliota bitorquis Quél., 1884 basionym
- Pratella bitorquis (Quél.) Quél., 1888
- Fungus bitorquis (Quél.) Kuntze, 1898
- Agaricus campestris subsp. bitorquis (Quél.) Konrad & Maubl., 1926
და სხვ.
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი 3-15 სმ-მდე აღწევს, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრია, შემდეგ მრგვლად ამობურცული, შეკეცილი კიდეებით, სადა, სქელხორციანი, თეთრი ან მოჭუჭყისფრო-თეთრი, ზოგჯერ ზედაპირზე ახასიათებს ოდნავ შესამჩნევი ჟანგმიწისფერი ლაქები.
ჰიმენოფორი — ფირფიტოვანი, ფირფიტები ხშირი, ვარდისფერი, შემდეგ — მოყავისფრო-შოკოლადისფერი.
ფეხის სიგრძე 3—10 სმ-მდე აღწევს, სისქე — 2-4 სმ, ცილინდრული, ზედაპირი გლუვი, ზოგჯერ ძირში გასქელებული, თეთრი, ახასიათებს ორშრიანი საყელო. ზედა საყელო ყალიბდება კერძო საბურველის ნარჩენებით, ხოლო ქვედა საყელო — საერთო საბურველის ნარჩენებით.
რბილობი — თეთრი, გადატეხვისას ჯერ ვარდისფერდება, შემდეგ მუქდება, ნუშის სასიამოვნო სუნითა და თხილის გემოთი.[2]
სპორები — მურა, ელიფსისებური, გლუვი, 5-7X3,5-5 მკმ. ბაზიდიუმი — 20–25 x 6,5–8,5 მკმ, როგორც წესი ოთხსპორიანი, ან — ორსპორიანი.
გავრცელება
რედაქტირებაფართოდაა გავრცელებული სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და ევროპაში.
საპროტროფია.[3] იზრდება ორგანულად მდიდარ ნიადაგზე ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, ტყეებში, პარკებში, ბაღებში, ხშირად ქალაქის ქუჩებში, შეუძლია ასფალტის ზედაპირის ამოტეხვაც კი.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაკვებითი ღირებულება
რედაქტირებაკარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, მოხარშული, შემწვარი, გაყინული. განასკუთრებით გემრიელია გამხმარი. ხმარობენ ხორციან სოუზებშიც.[6]
ველურ ბუნებაში მოკრეფილი ქალაქის ქამა, ხშირ შემთხვევაში, ქვიშითაა დაფარული. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იგი ადვილად შეიწოვს მძიმე ტოქსიკურ მეტალებს, განსაკუთრებით ტყვიას, ამიტომაც დაბინძურებულ გარემოში მისი მოკრეფვა არაა რეკომენდირებული.[7] შეიცავს 18-მდე ამინომჟავებს.[8]
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ქალაქის ქამა“ ვიკისაწყობში.
- ქალაქის ქამა — Mycobank
- ქალაქის ქამა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Index Fungorum en. ციტირების თარიღი: 2013-03-05.
- ↑ Marek Snowarski: Grzyby. Warszawa: Multico Oficyna Wydawnicza, 2010. ISBN 978-83-7073-776-4.
- ↑ Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1.
- ↑ Giacomo Bresadola: „Iconographia Mycologica, vol. XVII, Editura Società Botanica Italiana, Milano 1931, p. + tab. 825
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 180-181, ISBN 3-405-12116-7
- ↑ Luce Höllthaler: „Pilzdelikatessen”, Editura Wilhelm Heyne Verlag, München 1982, p. 112-113, ISBN 3-453-40334-7
- ↑ Cocchia, L., Vescovia, L., Petrinid, L.E, Petrini, O. (2006). Heavy metals in edible mushrooms in Italy. Food Chem. 98(2):277-84.
- ↑ Zakhary, J.W., Abo-Bakr, T., El-Mahdy, A.R., El-Tabey, S.A.M. (1983). Chemical composition of wild mushrooms collected from Alexandria Egypt. Food Chem. 11(1):31-42.