მინდვრის ქამა
(გადამისამართდა გვერდიდან Agaricus arvensis)
მინდვრის ქამა (ლათ. Agaricus arvensis) — ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ჯერ ამობურცულია, შემდეგ კი თითქმის ბრტყელი, სადა, შიშველი ზედაპირი აქვს, თეთრია, ზოგჯერ კი მოყვითალო ლაქები ემჩნევა. შეხებისას ყვითლდება. ფეხზე ორშრიანი საყელო აქვს. ფირფიტები თავდაპირველად თეთრია, შემდეგ — ვარდისფერი და ბოლოს — თითქმის შავი. იზრდება ტყისპირებზე, მინდვრებზე ივნისიდან ოქტომბრამდე, საჭმელად იხმარება ახალი. გემოთი ქამას წააგავს.
მინდვრის ქამა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Agaricus arvensis | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090207 | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 708.