ტყის ქამასოკო
ტყის ქამასოკო (ლათ. Agaricus silvaticus) — სოკო ქამასოკოს გვარისა. კვერცხისებრი ქუდი აქვს, რომლის დიამეტრია 7-10 სმ. რბილობი თეთრია, წამტრევისას წითლდება. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ მოწითალო, საბოლოოდ კი ყავისფერია, შუაში გამობერილი. აქვს 4-6 სმ სიმაღლისა და 1-1,5 სმ სიგანის, ცილინდრული, ხშირად საფუძველთან გამობერილი ფეხი. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეში ივლისიდან ოქტომბრამდე. საჭმელად ვარგისია.
ტყის ქამასოკო | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Agaricus silvaticus | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090218 | |||||||||||
|