ჭრელი ქამა

(გადამისამართდა გვერდიდან Agaricus placomyces)

ჭრელი ქამა (ქართ. Agaricus placomyces) — ქამასოკოს გვარის[1] შხამიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა.

ჭრელი ქამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  ქამასოკო
სახეობა:  ჭრელი ქამასოკო
ლათინური სახელი
Agaricus placomyces Peck, 1878

პირველად აღწერა ამერიკელმა მიკოლოგმა ჩარლზ ჰორტონ პეკმა 1878 წელს როგორც Agaricus placomyces.[2]

ქამასოკოს გვარის ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი წარმომადგენელია, რომელიც ჰაერზე ინტენსიურად ყვითლდება და ამასთანავე ახასიათებს მძაფრი მელნის სუნი.

სამეცნიერო სინონიმები;

  • Fungus placomyces (Peck) O.Kuntze (1898)
  • Psalliota placomyces (Peck) Lloyd (1899)
  • Agaricus placomyces var.
  • Agaricus placomyces var. flavescens Thiers (1960)

ქუდის დიამეტრი — 2,5-7,5 სმ-მდე აღწევს, ახალგაზრდა სოკოებს კონუსური ფორმა აქვთ, შემდგომში — ამოზნექილი, ბრტყელი შუაგულით. ზედაპირი — თეთრი, დაფარულია მონაცრისფრო ან ნაცრისფერ-ყავისფერი ქერცლებით, ცენტრში ნაცრისფერ-ყავისფერია.

ფირფიტები — თავისუფალი, ახალგაზრდობაში თეთრია, შემდგომში — ვარდისფერი და შოკოლადისფერ-ყავისფერი.

რბილობი თეთრია, ჰაერზე ყვითლდება, მძაფრი სუნი აქვს, შედარებულია მელნის, კრეოზოტისა და ფენოლის სუნთან.[3]

ფეხის სიგრძე — 3,5-10, სიგანე — 0,6-1,3, ცილინდრული, ძირში ბოლქვისებრია, ხშირად მოღუნული, განიერი საყელოთი, ხშირად ყავისფერი ლაქებით.

სპორების ფხვნილი მუქი ყავისფერია, სპორის ზომა 5-7x3-4 მკმ,[4] გლუვი და ელიფსური.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

გავრცელება

რედაქტირება

საპროტროფია. იზრდება ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად როგორც ფოთლოვან, ასევე წიწვოვან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში.

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ცენტრალურ ამერიკას, ევროპას, აზიასა და ავსტრალიას. სოკოს შესულია პოლონეთის,[5] გერმანიის, დანიისა და ფინეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[6]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

შხამიანობა

რედაქტირება

შხამიანი სოკოა. ფენოლის მქონე ქამასოკოს გვარის სხვა სახეობების მსგავსად იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, მძიმე შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მოწამვლის სიმპტომები არ ვლინდება.[7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bessette, A. R., Bessette. A. E., Common Edible and Poisonous Mushrooms of New York, Syracuse, 2006. — P. 67, 107 p, ISBN 0-8156-0848-9.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Index Fungorum, წაკითხვის თარიღი 17 დეკემბერი, 2020
  2. Charles Horton Peck: „Agaricus placomyces”, în: „Annual Report on the New York State Museum of Natural History”, vol. 29, 1878, p. 40
  3. Kerrigan, Richard W. (1986). The Agaricales (Gilled Fungi) of California. 6. Agaricaceae. Mad River Press: Eureka, CA. 62 p.
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 162, ISBN 99940-856-1-1.
  5. Zbigniew Mirek, Kazimierz Zarzycki. Red list of plants and fungi in Poland. Czerwona lista roślin i grzybów Polski. ISBN 8389648358 Invalid ISBN. 
  6. Władysław Wojewoda, Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, ISBN 83-89648-09-1
  7. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books. ISBN 978-1-55407-651-2.