ჩარლზ ჰორტონ პეკი
ჩარლზ ჰორტონ პეკი (ინგლ. Charles Horton Peck; დ. 30 მარტი, 1833, სენ-ლეიკი — გ. 11 ივლისი, 1917, მენანდსი) — ამერიკელი მიკოლოგი, ბოტანიკოსი და ბიოლოგი. მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Peck.
ჩარლზ ჰორტონ პეკი | |
---|---|
ინგლ. Charles Horton Peck | |
დაბ. თარიღი | 30 მარტი, 1833 |
დაბ. ადგილი | სენდ-ლეიკი |
გარდ. თარიღი | 11 ივლისი, 1917 (84 წლის) |
გარდ. ადგილი | მენანდსი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ბოტანიკოსი და მიკოლოგი |
მუშაობის ადგილი | New York State Museum |
ალმა-მატერი | იუნიონის კოლეჯი |
განთქმული მოსწავლეები | მერი ელისაბედ ბენინგი[1] |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1833 წლის 30 მარტს ქალაქ სენდ-ლეიკში, ნიუ-იორკის შტატში. სწავლობდა ნიუ-იორკის პედაგოგიურ სასწავლებელში (დღეს ალბანის ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტი), შემდეგ — იუნიონის კოლეჯში ქალაქ სკენეკდატში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 1859 წელს პეკი ასწავლიდა მათემატიკას, ბოტანიკას, ლათინურ და ძველბერძნულ ენებს სენდ-ლეიკის ინსტიტუტში. 1861 წელს იგი დაქორწინდა მერი კატრინ სლაიტერზე. იმავე წელს მიიღო ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, 1912 და 1913 წელს ორჯერ გადაიტანა ინსულტი.
პეკი იყო ამერიკის ბოტანიკური საზოგადოების, ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების, ტორის ბოტანიკური კლუბისა და სხვა სამეცნიერო საზოგადოებების წევრი. აღწერილი აქვს 2700-ზე მეტი ჩრდილოეთ ამერიკული სახეობის სოკო.[2][3]
პეკის პატივსაცემად სახელდარქმეული სოკოები
რედაქტირება- Chapeckia M.E.Barr, 1978
- Neopeckia — Sacc., 1883
- Peckia Clinton 1878 (Drudeola)
- Peckiella — (Sacc.) Sacc. 1891
- Peckifungus Kuntze 1891 (Appendiculina)
- Peckiomyces Sacc. & Trotter 1913, nom. inval.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ May T. W., Maroske S. Naming names: the first women taxonomists in mycology // Studies in Mycology — Elsevier BV, 2017. — Vol. 89. — P. 63–84. — ISSN 0166-0616; 1872-9797 — doi:10.1016/J.SIMYCO.2017.12.001
- ↑ Gilbertson, RL. (1962). Index to species and varieties of fungi described by C.H. Peck from 1909 to 1915. Mycologia 54(5):460-5.
- ↑ Obituary in Botanical Gazette 65(1):103-8