Chlorophyllum molybdites — სოკოს სახეობა ქლოროფილუმის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ამერიკას, ევროპას, აზიას, აფრიკასა და ავსტრალიას.

Chlorophyllum molybdites

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Chlorophyllum molybdites G. Mey.) Massee 1898

შხამიანი სოკოა. სიმპტომები მიმდინარეობს მძიმედ. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, ღებინებასა და დიარეას. იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ტყის პირებში, ველობებზე, ბაღებში, პარკებში, მინდვრებზე და საძოვრებზე. ვიზუალურად ჰგავს წეროსწვივას გვარის რამდენიმე წარმომადგენელს.

სოკო პირველად აღწერა ამერიკელმა ბოტანიკოსმა გეორგ მეიმ 1818 წელს როგორც Agaricus molybdites. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ინგლისელმა მიკოლოგმა ჯორჯ მესიმ 1898 წელს.

ქუდის დიამეტრი — 7-30 სმ, ნორჩობაში სფეროსებრია, შემდგომში ზარისებრი ან თითქმის ბრტყელი, ხშირად ფართო ბორცვაკით ცენტრში. მშრალია, თეთრი ფერის, დაფარულია ვარდისფერ-ყავისფერი ან ყავისფერი, თავიდან მსხვილი, შემდგომში ქერცლისებრი საბურველის ნარჩენებით. ცენტრში ხშირად ყავისფერია.[1]

რბილობი — ფაფუკი, თეთრი ფერის, ჰაერზე ფერს არ იცვლის, იშვიათად იღებს მოწითალო ელფერს, განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავისუფალი, თეთრადაა შეფერილი, ასაკთან ერთად იღებს ზეთისხილისფერ-მწვანე ან ნაცრისფერ-მწვანე ფერს, დაზიანებისას ყვითლდება ან ყავისფერდება.

ფეხის სიგრძე — 5-30 სმ,[2] სისქე — 1-3 სმ, თითქმის ერთიანი ან ზევითკენ შევიწროებული, გლუვი, თეთრი ფერის, დაზიანებისას ყავისფერდება. საყელო განთავსებულია ფეხის ზედა მხარეს, რომელიც ხშირად მოძრავია ფეხის მიმართ, თეთრია, ასაკთან ერთად ყავისფერდება.

სპორების ფხვნილი — მწვანე ან ნაცრისფერ-მწვანე. სპორები — 9-13×6-9 მკმ, კვერცხისებრი ან ელიფსისებური.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

საპროტროფია. იზრდება ერთეულებად, ან მცირე ჯგუფებად ტყის პირებში, ველობებზე, ბაღებში, პარკებში, მინდვრებზე და საძოვრებზე. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.

გავრცელების არეალი მოიცავს ამერიკას, ევროპას, აზიას, აფრიკასა და ავსტრალიას.[3]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

შხამიანობა

რედაქტირება

ჩრდილოეთ ამერიკაში, Chlorophyllum molybdites ყველაზე ხშირად მოხმარებადი შხამიანი სოკოა,[4] რაც გამოწვეულია წეროსწვივას გვარის სოკოებთან მსგავსებით.

მისი სიმპტომები ძირითადად მოიცავს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, ღებინებასა და დიარეას.[5] სიმპტომები იწყება სოკოს მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ.[6] სიმპტომები მიმდინარეობს მძიმედ,[7] განსაკუთრებით ბავშვებში, მიუხედავად ამისა, მისგან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არაა დაფიქსირებული.[8]

ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, მოწამვლის სიმპტომები არ ვლინდება.[9][10]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება
საკვები
შხამიანი

სამეცნიერო სინონიმები

რედაქტირება
  • Agaricus congolensis Beeli 1928
  • Agaricus guadelupensis Pat. 1899
  • Agaricus molybdites G. Mey. 1818
  • Annularia camporum Speg. 1898
  • Chlorophyllum esculentum Massee 1898
  • Chlorophyllum molybdites var. congolense (Beeli) Heinem. 1967
  • Chlorophyllum molybdites var. luteolosperma Singer 1946
  • Chlorophyllum molybdites var. marginatus (A.H. Sm.) D.A. Reid & Eicker 1991
  • Chlorophyllum morganii (Peck) Massee 1898
  • Lepiota camporum (Speg.) Speg. 1926
  • Lepiota molybdites (G. Mey.) Sacc. 1887
  • Lepiota molybdites var. marginata A.H. Sm. 1949
  • Lepiota morganii Peck 1887
  • Lepiota ochrospora Cooke & Massee 1893
  • Leucocoprinus molybdites (G. Mey.) Pat. 1899
  • Macrolepiota molybdites (G. Mey.) G. Moreno, Bañares & Heykoop 1995
  • Mastocephalus molybdites (G. Mey.) Kuntze 1891
  • Mastocephalus morganii (Peck) Kuntze 1891

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Musroom Expert. Chlorophyllum molybdites. ციტირების თარიღი: 2017-10-19.
  2. Davis, R. Michael; Sommer, Robert; Menge, John A. (2012). Field Guide to Mushrooms of Western North America. Berkeley: University of California Press. p. 85. ISBN 978-0-520-95360-4. OCLC 797915861.
  3. Else C. Vellinga: Chlorophyllum and Macrolepiota (Agaricaceae) in Australia. In: Australian Systematic Botany. Band 16, 2003, S. 361–370 (nature.berkeley.edu [PDF; 299 kB]).
  4. Beug, Michael W. An Overview of Mushroom Poisonings in North America. დაარქივებული 2010-05-20 საიტზე Wayback Machine. The Mycophile, vol. 45(2):4-5, March/April 2004
  5. Levitan, D., J. I. Macy and J. Weissman (1981), Mechanism of gastrointestinal hemorrhage in a case of mushroom poisoning by Chlorophyllum molybdites. Toxicon 19, 179-180.
  6. Benjamin, Denis R. (1995). "Gastrointestinal syndrome". Mushrooms: poisons and panaceas — a handbook for naturalists, mycologists and physicians. New York: WH Freeman and Company.s. 351–377. ​ISBN 0-7167-2600-9
  7. André August Remi de Meijer, Maria Angela Lopes de Almeida Amazonas, Giselia Burigo Guimarães Rubio et Rafael Martinez Curial, « Incidences of poisonings due to Chlorophyllum molybdites in the state of Paraná, Brazil », Brazilian Archives of Biology and Technology, vol. 50, no 3,‎ mai 2007, p. 479–488 (ISSN 1516-8913, DOI 10.1590/S1516-89132007000300014, lire en ligne [archive], consulté le 30 janvier 2020)
  8. Chlorophyllum molybdites. Urban Mushrooms.
  9. (2003) [nature.berkeley.edu Chlorophyllum and Macrolepiota (Agaricaceae) in Australia], გვ. 361–370. ციტირების თარიღი: 2021-10-26.  დაარქივებული 2014-08-19 საიტზე Wayback Machine.
  10. Alan Muskat. How to not pass up a parasol – and how not to. Part II: Precious Parasols. AlanMuskat.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2012-08-23.