გოგი გეგეჭკორი

(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი გეგეჭკორი (მსახიობი))

გიორგი (გოგი) გეგეჭკორი (დ. 21 თებერვალი, 1923, თბილისი — გ. 11 მარტი, 2003, თბილისი, საქართველო) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1966).

გოგი გეგეჭკორი
დაბადების სახელი გიორგი გეგეჭკორი
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1923
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 11 მარტი, 2003 (80 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1954-2003
რელიგია მართლმადიდებელი
მეუღლე(ები) ნათელა ურუშაძე
შვილ(ებ)ი მანანა,
გიორგი
მშობლები მამა: ლადო გეგეჭკორი
დედა: თამარ გელოვანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი გეგეჭკორი დაიბადა 1923 წლის 23 თებერვალს, პედაგოგ თამარ გელოვანისა და პოეტ ვლადიმერ გეგეჭკორის ოჯახში.[1] მათ ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის მოღვაწეები. მათი საუბრები უმეტესად ხელოვნების სფეროს შეეხებოდა. გიორგი ყოველთვის გატაცებით უსმენდა მათ, ფიქრობდა, კითხულობდა თეატრის შესახებ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გეგეჭკორი შევიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამსახიობო ფაკულტეტზე. 1944 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მოღვაწეობდა კინოსა და ტელევიზიაში. ეკრანზე ორმოცამდე დიდი თუ მცირე როლი განასახიერა. რადიოში, სტუდენტობიდან მოყოლებული, კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ქმნიდა საინტერესო სახეებს რადიოდადგმებში. უფრო გვიან, როდესაც გეგეჭკორი უკვე აღიარებული, პოპულარული მსახიობი გახდა, მის ცხოვრებაში ხელოვნების კიდევ ერთი დარგი – ტელევიზია შემოვიდა. არც არაფერი იყო გასაკვირი იმაში, რომ თავისი საქმის ოსტატი, პირველი ნაბიჯებიდანვე ქართული ტელევიზიის მუდმივი თანამგზავრი გახდა.

გოგი გეგეჭკორი დაქორწინებული იყო ნათელა ურუშაძეზე. მათ ორი შვილი შეეძინათ: მანანა და გიორგი. ქალიშვილი — ფსიქოლოგი, ვაჟი — ფერმწერი.[2]

1944 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიხეილ მრევლიშვილის პიესაში „ბედი მგოსნისა“ განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. ამ სპექტაკლმა დიდი პოპულარობა მოუტანა გიორგი გეგეჭკორს. შემდეგ შეასრულა სხვადასხვა როლები: მგელი („ჭინჭრაქა“), ჰამლეტი („ჰამლეტი“) და სხვ. ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“ ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალში“ , სადაც გიორგი გეგეჭკორი პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისთვის.

1954 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კინოში, ის სიკო დოლიძემ მიიწვია ფილმში ჭრიჭინა, ლევანის როლზე. კინოში შეასრულებული აქვს 33 როლი. იწვევდნენ საბჭოთა კავშირის კინოსტუდიებშიც. გიორგი გეგეჭკორი გამოირჩეოდა ქართულ და რუსულ ენაზე დახვეწილი მეტყველებით, უნარით ზუსტად, ზოგჯერ ფარული ირონიით, გროტესკით, ტრაგიზმითა თუ სევდით, გადმოეცა სათქმელი. მიიჩნეოდა მხატვრული თუ საავტორო ტექსტის საუკეთესო მკითხველად. მის მიერ სანდრო კარიძის როლი ფილმ დათა თუთაშხიაში საოცარი სამსახიობო ნიჭითაა შესრულებული. მისი დახვეწილი მანერა, სამხსახიობო ოსტატობა, მისი გენია გულგრილს ვერავის ტოვებს. მისი უკანასკნელი როლი ფილმი 6 და 7 აღმოჩნდა 2003 წელს.

მოგონებები გიორგი გეგეჭკორზე

რედაქტირება

მიხეილ თუმანიშვილი: „თუ გიყვართ თქვენ სიცილი. გინდათ, გულიანად იცინოთ. თუ გსურთ, დატკბეთ კომედიის მსახიობის ბრწყინვალე ოსტატობით, მაშინ დაუყოვნებლივ შეეცადეთ, იშოვოთ ბილეთი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე „ამბავი სიყვარულისა“ და ნახეთ გიორგი გეგეჭკორი, რომელიც ამ სპექტაკლში ასრულებს ექვთიმე ქათამაძის როლს“.

ნათელა ურუშაძე : „გიორგი რბილი ხასიათის, ბუზღუნა, მაგრამ უხმაურო ადამიანი იყო. ჰქონდა კარგი იუმორი, რომელსაც უფრო ხშირად თავდაცვისთვის იშველიებდა. გიორგი საოცრად ყურადღებიანი მეუღლე და მამა იყო. არ მახსოვს, უცხოეთში წასულს, ჩვენთვის არ ჩამოეტანოს უამრავი საჩუქარი“.

გიორგი გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გურაბანიძე, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 30.
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება