ვლადიმერ გეგეჭკორი
ქართველი საბავშვო მწერალი
ვლადიმერ (ლადო) გეგეჭკორი (დ. 14 მაისი, 1888, მარტვილი — გ. 27 ივნისი, 1980, თბილისი) — ქართველი საბავშვო მწერალი და მუსიკალური მოღვაწე. ავტორია ლექსთა კრებულებისა, აგრეთვე წიგნისა „ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები“ (I—IV წიგნი, 1954—1969), რომელშიც გამოვლენილი და აღნუსხულია 80-მდე ქართველი სიმღერის ოსტატი.
ლადო გეგეჭკორის ვაჟი ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი გეგეჭკორი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 30.
- ჩხიკვაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 573.