ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანტე რებიჩი (ǎːnte rěːbitɕ; დ. 21 სექტემბერი, 1993, სპლიტი, ხორვატია) — ხორვატი ფეხბურთელი. იტალიური „მილანისა“ და ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გარემარბი, რომელსაც შეუძლია თამაში როგორც ორივე ფლანგზე, ასევე მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე.

ანტე რებიჩი
ანტე რებიჩი ხორვატიის ნაკრების რიგებში, 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანტე რებიჩი [1]
დაბადების
თარიღი
21 სექტემბერი, 1993 (1993-09-21) (31 წლის)[1]
დაბადების
ადგილი
სპლიტი, ხორვატია
სიმაღლე 185 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი, მეორე თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მილანი
ნომერი 12
ახალგაზრდული კარიერა
2002–2008 ვინიანი
2008–2010 იმოცკი
2010–2011 სპლიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011–2013 სპლიტი 59 (18)
2013–2018 ფიორენტინა 5 (2)
  2014–2015 ლაიფციგი 11 (0)
  2015–2016 ჰელას ვერონა 10 (0)
  2016–2018 აინტრახტი ფრანკფურტი 49 (8)
2018–2020 აინტრახტი ფრანკფურტი 29 (9)
2019–2020   მილანი 26 (11)
2020– მილანი 51 (13)
ეროვნული ნაკრები
2011 ხორვატია 18-წლ. 3 (0)
2011–2012 ხორვატია 19-წლ. 5 (3)
2012–2013 ხორვატია 20-წლ. 6 (3)
2012–2013 ხორვატია 21-წლ. 8 (4)
2013–2021 ხორვატია 42 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მისი პროფესიონალური კარიერა „სპლიტში“ დაიწყო სადაც 2013 წელს სერიე A-ს კლუბ „ფიორენტინას“ შეუერთდა. გუნდში ყოფნის დიდი ნაწილი მან იჯარით გაატარა „ლაიფციგში“, „ვერონასა“ და ფრანკფურტის „აინტრახტში“. 2019 წლის სექტემბერში რებიჩი „მილანმა“ ორწლიანი იჯარით აიყვანა, თუმცა ერთ სეზონში ის გუნდს ოფიციალურად შეუერთდა.

რებიჩის დებიუტი ნაკრებში 2013 წელს შედგა. ამავე წელს ის დასახელდა „ხორვატიული ფეხბურთის წლის იმედად“, რაც მიუთითებდა რომ იგი ახალგაზრდა ხორვატ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რებიჩი იყო გუნდის წევრი ორ მსოფლიო ჩემპიონატსა (2014 და 2018) და ერთ ევროპის ჩემპიონატზე (2020). 2018 წელს ითამაშა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში.

„სპლიტში“ 10 და 11, „ფიორენტინაში“ 9 და 93, „ჰელას ვერონაში“ 27, „აინტრახტში“ 4 და 17, ხოლო „მილანში“ 12 და 18 ნომრიანი მაისურებით გამოდიოდა. [2]

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ახალგაზრდული კარიერა

რედაქტირება

რებიჩმა თამაში ახალგაზრდულ დონეზე „ვინიანში“ დაიწყო, საიდანაც 2008 წელს „იმოცკის“ შეუერთდა, სადაც 2 სეზონი გაატარა. მას შემდეგ რაც მან თავი გამოიჩინა იტალიაში გამართულ ტურნირზე, სადაც „ჰაიდუკ სპლიტთან ერთად“ იყო, რებიჩი „სპლიტმა“ შეიძინა.[3]

რებიჩის დებიუტი ძირითად გუნდში 2011 წლის 21 მაისს, ხორვატიის საფეხბურთო ლიგის შეხვედრაში, ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ შედგა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა, შეხვედრის მიწურულს ანგარიშის გათანაბრება რებიჩმა მოახერხა.[4][5] 2011 წლის აგვისტოს, რებიჩმა „სპლიტთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[6] 2011–12 წლების სეზონში რებიჩმა ლიგის 20 შეხვედრაში 5 ბურთის გატანა მოახერხა, აქედან 4 მოედანზე გამოსვლის შემდეგ. 2012–13 წლების სეზონში კი 29 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.

ფიორენტინა

რედაქტირება
 
რებიჩი „ფიორენტინას“ რიგებში 2015 წელს

2013 წლის 28 აგვისტოს რებიჩმა ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს იტალიურ „ფიორენტინასთან“ (გაურკვეველი სატრანსფერო ღირებულება).[7] სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ რებიჩმა 9-ნომრიანი მაისური მიიღო.[8] მისი დებიუტი გუნდში 30 სექტემბერს შედგა, როდესაც „პარმასთან“ ფრედ, 2–2 დასრულებულ შეხვედრაში მატჩის 36-ე წუთზე მოედანზე ჯუზეპე როსი შეცვალა.[9] სადებიუტო შეხვედრაში რებიჩმა ტრავმა მიიღო, რის გამოც 3 კვირა გაუცდა. გუნდში ჩატარებული კიდევ 3 შეხვედრის შემდეგ, 2014 წლის 8 იანვარს იტალიის საფეხბურთო თასი 1/16 ფინალურ მატჩში ვერონულ „კიევოს“ გაუტანა, მატჩი კი 2–0 დასრულდა.[10] 18 მაისს „არტემიო ფრანჩიზე“ „ტორინოსთან“ გამართულ შეხვედრაში, სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა, რაც ცვლილებაზე შემოსვლიდან 2 წუთში მოახერხა.[11]

2014 წლის 3 აგვისტოს ბუნდესლიგა 2-ის კლუბ „ლაიფციგს“ ერთსეზონიანი იჯარით შეუერთდა. მეორე ბუნდესლიგაში რებიჩმა 10 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.[12] „ლაიფციგში“ ადგილის დამკვიდრება მან ერთის მხრივ, მწვრთნელთან, ახიმ ბაიერლოცერთან კონფლიქტის, მეორეს მხრივ კი, ტრავმიანობის გამო ვერ მოახერხა. იჯარის დასრულების შემდეგ, რებიჩი „ფიორენტინას“ დაუბრუნდა 11-ნომრიანი მაისური მიიღო, რომელსაც მანამდე მარცხენა გარემარბი ხუან კუადრადო ირგებდა. მისი ევროპული დებიუტი გუნდის რიგებში „ბელენენსეშის“ წინააღმდეგ, უეფა-ს ევროპა ლიგაზე შედგა, და „ფიორენტინას“ გამარჯვებით, 4–0 დასრულდა. ტურნირზე გამართულ შემდეგ შეხვედრაში რებიჩი მოედნიდან გააძევეს, გუნდი კი პოლონურ პოზნანის „ლეხთან“ 2–1 დამარცხდა. 1 ნოემბერს „ფროზინონესთან“ 4–1 მოგებულ შეხვედრაში სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა.[13]

გუნდში ექვსი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, სადაც თავის გამოჩენა ერთხელ მოახერხა, რებიჩი 2016 წლის 14 იანვარს იჯარით „ჰელას ვერონაში“ გადავიდა.[14] ხორვატმა გუნდის რიგებში 9 შეხვედრის ჩატარების მიუხედავად ვერ მოახერხა გოლის გატანა, „ვერონა“ კი ,სერიე B-ში გავარდა. 20 მარტს, „კარპისთან“ წაგებულ შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა ჯამპაოლო პაცინი, მაგრამ ორი ყვითელი ბარათის მიღბის შემდეგ მოედნიდან გააძევეს.[15]

ფრანკფურტის „აინტრახტი“

რედაქტირება
 
რებიჩი 2017 წელს, ფრანკფურტის „აინტრახტის“ რიგებში

რებიჩი შეუერთდა ფრანკფურტის აინტრახტს იჯარით 2016 წლის 11 ივლისს, სადაც მან მუშაობა ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელ, ნიკო კოვაჩთან გააგრძელა.[16] ინფექციური მონუკლეოზის დამარცხების შემდეგ, რებიჩის დებიუტი გუნდში 17 სექტემბერს, „ბაიერ ლევერკუზენის“ წინააღმდეგ შედგა, სადაც მოედანზე მარკო ფაბიანი შეცვალა და გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა (2–1).[17] 2017 წლის 5 თებერვალს გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა, კომერცბანკ არენაზე, „დარმშტადტ 98“-ის წინააღმდეგ.[18] 27 მაისს გაიტანა გერმანიის საფეხბურთო თასის ფინალში, აღადგინა რა წონასწორობა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შეხვედრაში. მიუხედავად ამისა გუნდი ფინალში 2–1 დამარცხდა.[19]

2017 წლის 31 აგვისტოს რებიჩი გუნდს იჯარით ხელმეორედ, ამჯერად გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.[20] ამ სეზონში რებიჩმა ყველა ტურნირზე 9 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.[21] მათ შორის ორი გოლი 19 მაისს გამართულ 2018 წლის გერმანიის საფეხბურთო თასის ფინალში, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ. „აინტრახტმა“ 3–1 გაიმარჯვა და 1988 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა გერმანიის თასს. „ბაიერნმა“ კი ამ მარცხის გამო ვერ მოახერხა სატიტულო დუბლის გაფორმება (მეორე ტიტულის მოგება სეზონში).[22] სეზონის მიწურულს „აინტრახტმა“ გამოიყენა შესაძლებლობა და რებიჩი 2 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

2018 წლის 10 აგვისტოს რებიჩმა გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.[23] მას აკვირდებოდნენ ისეთი კლუბები როგორიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემ ჰოტსპური“, „ბაიერნი“ და „სევილია“.[24] ორი დღის შემდეგ, ფრანკფურტის „აინტრახტი“ 2018 წლის გერმანიის საფეხბურთო სუპერთასის ფინალში, მიუნხენის „ბაიერნთან“ 0–5 დამარცხდა. რებიჩი მოედანზე 64-ე წუთზე გამოვიდა.[25]

2019 წლის 11 აგვისტოს, გერმანიის საფეხბურთო თასის შეხვედრაში „ვალდჰოფ მანჰეიმთან“ რებიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩი ფრანკფურტის „აინტრახტის“ გამარჯვებით, 5–3 დასრულდა.[26]

2019 წლის 2 სექტემბერს რებიჩი იტალიაში დაბრუნდა, და „მილანთან“ ორწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ფრანკფურტის „აინტრახტმა“ ბარტერის შედეგად ანდრე სილვა მიიღო.

2019-20 წლების სეზონის პირველი ნახევარი რებიჩმა „მილანის“ სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ამ დროის მანძილზე მან ბევრად მეტი წუთი ითამაშა ნაკრებში, ვიდრე საკლუბო დონეზე,[27] რებიჩმა პირველი ორი გოლი ლიგაზე „უდინეზეს“ წინააღმდეგ (3–2), 2020 წლის 19 იანვარს გაიტანა, როდესაც მეორე ტაიმში შეცვლაზე ჯაკომო ბონავენტურა შეცვალა.[28] ერთი კვირის შემდეგ, მან გააგრძელა თავისი გოლების სერია, „ბრეშასთან“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც 1–0 დასრულდა.[29] 9 თებერვალს მან გახსნა ანგარიში, „დერბი დელა მადონინაში“, მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც „მილანის“ გამარჯვებით 4–2 დასრულდა.[30] ოთხი დღის შემდეგ მან გაიტანა იტალიის საფეხბურთო თასის შეხვედრაში, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, ფრედ 1–1 დასრულებულ შეხვედრაში.[31][32][33] 17 თებერვალს მან გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი „ტორინოსთან“ გამართულ დაპირსპირებაში, რომელიც 1–0 დასრულდა.[34][35] 12 ივნისს, პირველ შეხვედრაში რომელიც რებიჩმა გუნდის რიგებში კორონავირუსის პანდემიის დროს ჩაატარა, იგი მოედნიდან გააძევეს „იუვენტუსის“ მცველ დანილოსთან უხეშობის გამო, იტალიის საფეხბურთო თასის შეხვედრაში.[36] 4 ივლისს მან გაიტანა გუნდის მესამე გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა „ლაციოსთან“ გამართულ შეხვედრაში. ამ სეზონში ეს „ლაციოს“ პირველი საშინაო მარცხი იყო.[37] 7 ივლისს მან გააკეთა საგოლე გადაცემა და მოიპოვა თერთმეტმეტრიანი „იუვენტუსთან“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც „მილანელთა“ სასარგებლოდ 4–2 დასრულდა.[38] ამ სეზონში რებიჩმა ჯამში 12 გოლის შეგდება და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.[39]

2020–21: „მილანის“ მეორე ადგილი

რედაქტირება

2020 წლის 12 სექტემბერს „მილანმა“ გამოიყენა რებიჩის სამუდამოდ შეძენის შესაძლებლობა და მოთამაშესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[40] 27 სექტემბერს მან მოიპოვა თერთმეტრიანი „კროტონესთან“ შეხვედრაში, რომელიც გოლად ფრანკ კესიმ აქცია, და „მილანის“ 2–0 გამარჯვება უზრუნველყო. მატჩის 58-ე წუთზე კონტრშეტევის დროს დაცემის შედეგად რებიჩმა იდაყვის ტრავმა მიიღო.[41] ის გუნდს პირველ ნოემბერს დაუბრუნდა. მატჩის 71-ე წუთზე „უდინეზესთან“ 2–1 მოგებულ შეხვედრაში რაფაელ ლეანი შეცვალა.[42] 23 დეკემბერს მან გაიტანა „მილანელთა“ პირველი გოლი „ლაციოსთან“ 3–2 მოგებულ შეხვედრაში.[43] 6 იანვარს რებიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც „იუვენტუსთან“ გამართული შეხვედრა გამოტოვა, რომელშიც „მილანმა“ სეზონში პირველი მარცხი იწვნია, ანგარიშით 3–1.[44][45] 28 თებერვალს „რომასთან“ 2–1 მოგებულ შეხვედრაში რებიჩმა გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.[46] 9 მაისს რებიჩმა „იუვენტუსთან“ 3–0 მოგებულ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა, „მილანმა“ კი ამ მოგების შედეგად მოპოვებული სამი ქულით გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესასვლელად.[47] სამი დღის შემდეგ, „მილანმა“ „ტორინო“ 7–0 გაანადგურა. რებიჩმა გაუკეთა საგოლე გადაცემა ტეო ერნანდესს, რის შემდეგაც თავად მოახერხა ჰეთ-თრიკის შესრულება.[48] ჯანმში ამ სეზონში რებიჩმა 11 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.[49]

2021–22: ტრავმები

რედაქტირება

2021 წლის 12 სექტემბერს „ლაციოსთან“ 2–0 მოგებულ შეხვედრაში რებიჩმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. [50] სამი დღის შემდეგ, რებიჩმა პირველად ითამაშა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე. „ლივერპულთან“ 3–2 მოგებულ შეხვედრაში რებიჩმა „მილანელთა“ პირველი გოლი გაიტანა.[51] 19 სექტემბერს გაიტანა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რითაც შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა (1-1). ჯამში ლიგაში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ეს მისი მესამე გოლი იყო.[52] 24 ნოემბერს ცნობილი გახდა რომ რებიჩი ვარჯიშზე დაშავდა და 1 თვე გაუცდებოდა.[53] მან 2022 წლის 9 იანვრამდე, „ვენეციასთან“ გამართულ შეხვედრამდე იუქმა.[54] 19 თებერვალს მან გაათანაბრა ანგარიში „სალერნიტანასთან“ გამართულ შეხვედრაში. რებიჩმა ძლიერი დარტყმით მეტოქის კარის აღება 25 იარდის (დაახლოებით 23 მეტრი) მანძილიდან მოახერხა, შეხვედრა კი საბოლოოდ ანგარიშით 2-2 დასრულდა. ეს იყო მისი პირველი გოლი ბოლო 5 თვის მანძილზე.[55][56][57]

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება
 
რებიჩი ხორვატიის ნაკრების რიგებში, 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი

2013 წლის 31 ივლისს რებიჩი პირველად გამოიძახეს ეროვნული ნაკრების რიგებში. 14 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. მატჩის 63-ე წუთზე რებიჩმა მოედანზე ივიკა ოლიჩი შეცვალა და შემოსვლიდან ოთხ წუთში გოლის გატანაც მოახერხა, რითაც შეიტანა წვლილი გუნდის მძიმედ, ანგარიშით 3–2 მოპოვებულ გამარჯვებაში. შეხვედრის შემდეგ ის ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა, იგორ შტიმაცმა შეაქო.[58] ნაკრებში მისი დებიუტი 19 წლისა და 10 თვის ასაკში შედგა.

ხორვატიის ნაკრებში ნიკო კოვაჩის მოსვლის შემდეგ, რომელთანაც რებიჩს 21 წლამდელთა ნაკრებში უკვე ჰქონდა მუშაობის გამოცდილება, ის 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრებისთვის ნაკრების რიგებში გამოიძახეს. ორი მატჩის ჯამში ხორვატებმა ისლანდია 2–0 (0–0, 2–0) დაამარცხეს და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლა მოახერხეს.[59][60]

კოვაჩმა რებიჩი ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის, ნაკრების 23-კაციან სიაში შეიყვანა.[61] მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, რომელიც სან-პაულუში გაიმართა. ხორვატები მასპინძელ ბრაზილიასთან 3–1 დამარცხდნენ. რებიჩი შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო.[62] კამერუნთნ 4–0 მოგებულ შეხვედრაში რებიჩი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მექსიკასთან, ცვლილებაზე 69-ე წუთზე შემოვიდა, მაგრამ 89-ე წუთზე წითელი ბარათით გააძევეს კარლოს პენიასთან უხეშობის გამო. ხორვატია 1–3 დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რითაც მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.[63]

2015 წლის ივნისიდან 2017 წლის ნოემბრამდე რებიჩს ნაკრების რიგებში არ უთამაშია.[21] ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის რებიჩი გუნდის შემადგენლობაში დაასახელა.[64] ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, რომელშიც ხორვატები ნიჟნი-ნოვგოროდს არგენტინაში დაუპირსპირდნენ, რებიჩმა არგენტინელთა მეკარის, ვილი კაბალიეროს შეცდომით ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 3–0 დააფიქსირა.[65] დანიასთან გამართულ შეხვედრაში, 1/8 ფინალურ ეტაპზე, რებიჩს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ მასზე დანიელთა მცველმა, მატიას იორგენსენმა იუხეშა. დანიელთა კარში დანიშნული თერთმეტრიანი კი ლუკა მოდრიჩმა ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა ხორვატებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვეს.[66] ნახევარფინალურ შეხვედრაში ინგლისთან, რებიჩმა მატჩის 96-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 5 წუთში კი მის ნაცვლად მოედანზე ანდრეი კრამარიჩი შემოვიდა.

რებიჩმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში, რომელშიც ხორვატია საფრანგეთს ლუჟიინკრების სტადიონზე დაუპირსპირდა. რებიჩი მატჩის 71-ე წუთზე მოედანზე კრამარიჩმა შეცვალა. შეხვედრაში ხორვატია ანგარიშით 4–2 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.[67] მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რებიჩის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონიდან 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა. [68]

რებიჩმა ნაკრების რიგებში მესამე გოლი 2019 წლის 24 მარტს, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ბუდაპეშტში, უნგრეთთან გამართულ, 2–1 წაგებულ შეხვედრაში გაიტანა.[69] მას შემდეგ რაც კლუბში სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა, და მისი ფორმის ვარდნა შეინიშნებოდა შესარჩევი ეტაპის თამაშებში, გაჩნდა მოსაზრება და საშიშროება იმის არომ ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შემადგენლობის მიღმა მოხვედრილიყო.[70][71][72][73]

After missing the majority of Croatia's 2020–21 Nations League campaign due to injuries,[74] Rebić was included in Dalić's final squad for the UEFA Euro 2020. In Croatia's first two group stage games against England and the Czech Republic, Rebić was deployed by Dalić as a striker rather than a winger with poor results, as Croatia lost 1–0 and drew 1–1 respectively.[75] In the Round of 16 match against Spain, Rebić came off the field in the 38th minute to change his boots. At that moment, Croatia were 1–0 up and Spain were in the attack, resulting in Pablo Sarabia's equalizing goal. Croatia would go on to lose the match 5–3 after extra time.[76][77][78][79] Following the intense criticism he received in his homeland for that gesture,[80] part of which came from Dalić himself,[81][82] Rebić criticized Dalić and the Croatian Football Federation on his Instagram account saying that "it is a fact that [the national team] have been [shit] for the past two, three years" and that he is "personally sorry that they had nobody to make use of this talented generation". He also went on to ironically criticize Croatian pundits (more precisely Robert Prosinečki, Goran Vlaović and Antun Samovojska), telling them to "let go of spritzer before broadcasts" (alluding to Prosinečki's drinking issues)[83] and to "cheer for Croatia instead". Shortly after, he deleted the posts and deactivated his account.[84][85] Ahead of the September World Cup qualifiers against Russia, Slovakia and Slovenia, Rebić was omitted from the national team.[86]

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება წყარო
1 14.08.2013 ლიხტენშტაინი   2–3   ხორვატია ანგარიში
2 15.11.2013 ისლანდია   0–0   ხორვატია
2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფი
ანგარიში
3 19.11.2013 ხორვატია   2–0   ისლანდია
2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფი
ანგარიში
4 31.05.2013 ხორვატია   2–1   მალი ანგარიში
5 06.06.2014 ხორვატია   1–0   ავსტრალია ანგარიში
6 14.06.2014 ბრაზილია   3–1   ხორვატია ანგარიში
7 19.06.2014 კამერუნი   0–4   ხორვატია ანგარიში
8 23.06.2014 ხორვატია   1–3   მექსიკა ანგარიში
9 07.06.2015 ხორვატია   4–0   გიბრალტარი ანგარიში
10 12.06.2015 ხორვატია   1–1   იტალია
ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
ანგარიში
11 09.11.2017 ხორვატია   4–1   საბერძნეთი
2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
12 12.11.2017 საბერძნეთი   0–0   ხორვატია
2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
13 24.03.2018
მაიამი-გარდენსი
პერუ   2–0   ხორვატია ანგარიში
14 28.03.2018 მექსიკა   0–1   ხორვატია ანგარიში
15 03.06.2018 ბრაზილია   2–0   ხორვატია ანგარიში
16 08.06.2018 ხორვატია   2–1   სენეგალი ანგარიში
17 16.06.2018 ხორვატია   2–0   ნიგერია ანგარიში
18 21.06.2018 არგენტინა   0–3   ხორვატია ანგარიში
19 01.07.2018 ხორვატია   1–1 (3–2)   დანია ანგარიში
20 07.07.2018 რუსეთი   2–2 (3–4)   ხორვატია ანგარიში
21 07.07.2018 ხორვატია   2–1 (დ.დ.)   ინგლისი ანგარიში
22 15.07.2018 საფრანგეთი   4–2   ხორვატია ანგარიში
23 12.10.2018 ხორვატია   0–0   ინგლისი ანგარიში
24 15.10.2018 ხორვატია   2–1   იორდანია ანგარიში
25 15.11.2018 ხორვატია   3–2   ესპანეთი ანგარიში
26 18.11.2018 ინგლისი   2–1   ხორვატია ანგარიში
27 21.03.2019 ხორვატია   2–1   აზერბაიჯანი
ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
28 24.03.2019 უნგრეთი   2–1   ხორვატია
ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
29 06.09.2019 სლოვაკეთი   0–4   ხორვატია
ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
30 09.09.2019 აზერბაიჯანი   1–1   ხორვატია
ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
31 10.10.2019 ხორვატია   3–0   უნგრეთი
ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
32 13.10.2019 უელსი   1–1   ხორვატია
ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
33 16.11.2019 ხორვატია   3–1   სლოვაკეთი
ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი
ანგარიში
34 19.11.2019 ხორვატია   2–1   საქართველო ანგარიში
35 05.09.2020 პორტუგალია   4–1   ხორვატია ანგარიში
36 08.09.2020
სენ-დენი
საფრანგეთი   4–2   ხორვატია [ანგარიში]
37 01.06.2021
ველიკა-გორიცა
ხორვატია   1–1   სომხეთი ანგარიში
38 06.06.2021 ბელგია   1–0   ხორვატია ანგარიში
39 13.06.2021 ინგლისი   1–0   ხორვატია ანგარიში
40 18.06.2021 ხორვატია   1–1   ჩეხეთი ანგარიში
41 22.06.2021 ხორვატია   3–1   შოტლანდია ანგარიში
42 28.06.2021 ხორვატია   3–5   ესპანეთი ანგარიში

მატჩები 21-წლამდელთა ნაკრებში

რედაქტირება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება წყარო
1 10.09.2012 ესპანეთი   6–0   ხორვატია
2013 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
ანგარიში
2 24.03.2013 ხორვატია   3–0   შვედეთი
3 10.09.2012 უკრაინა   0–2   ხორვატია
2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
4 14.10.2013 შვეიცარია   0–2   ხორვატია
2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
5 28.05.2014 ხორვატია   1–1   უკრაინა
2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
6 03.09.2014 ლატვია   1–3   ხორვატია
2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
7 10.10.2014 ინგლისი   2–1   ხორვატია
2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
8 14.10.2014
ვინკოვცი
ხორვატია   1–2   ინგლისი
2015 წლის 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი

თამაშის სტილი

რედაქტირება

რებიჩი ცნობილია მისი ფიზიკური შესაძლებლობისა და სიჩქარის გამო, მას შეუძლია სწრაფად მოძრაობა, როგორც ბურთით, ისე მის გარეშე. 2019 წელს, „აინტრახტში“ თამაშის პერიოდში, აშრაფ ჰაკიმის შემდეგ იყო მეორე ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში.[87] 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად იყო ტურნირის ყველაზე ჩქარი ფეხბურთელი.[88] რებიჩს შესანიშნავად გამოსდის დრიბლინგი, განსაკუთრებით მეტოქესთან ერთი ერთზე ყოფნის მომენტებში, მას კარგად შეუძლია ბურთის დაცვა ფიზიკურ ორთაბრძოლებში.[89] მისი პირველი შეხება ბურთთან ის უნარია, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს. ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია პასის სიზუსტე, ჩაწოდება, შორი მანძილიდან დარტყმა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღბის უნარი მაღალი წნეხის შემთხვევაში.[90] ტაქტიკურად, რებიჩი არის მრავალმხრივი ფორვარდი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ტაქტიკურ ფორმაციაზე მოგება, და რამდენიმე პოზიციაზე თამაში. 4–3–3 ან 4–2–3–1 ტაქტიკური სქემის დროს, იგი მარცხენა გარემარბად თამაშობს. ასევე შეუძლია ითამაშოს როგორც ძირითად, ისე მეორე თავდამსხმელად 4–4–2 ტაქტიკურ სქემაში. „აინტრახტში“ ყოფნის პერიოდში 2018–19 წლების სეზონში მას უწევდა შემტევი ნახევარმცველის პოზიციის დაკავება 3–4–1–2 ტაქტიკაში, სადაც ქმნიდა გოლების გამტან ტრიოს, ლუკა იოვიჩთან და სებასტიან ჰალერთან ერთად.[91][92] გარდა შემტევი პოზიციებისა, იგი აქტიურად ერთვება დაცვით თამაშში, თუკი გუნდი დაცვით ტაქტიკაზეა ორიენტირებული.[90]

ყველაზე მეტი გოლი რებიჩს „ტორინოს“ კარში აქვს გატანილი. ამ გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ 6 შეხვედრაში რებიჩმა 5 გოლის გატანა მოახერხა. ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა კი „ლაციოს“ წინააღმდეგ აქვს გაკეთებული (3 საგოლე გადაცემა 8 შეხვედრაში). [93] მიუხედავად იმისა რომ რებიჩი მარცხენა გარემარბად თამაშობს, ის მარჯვენა ფეხს ბევრად უფრო უკეთესად იყენებს. გარდა მარცხენა გარემარბის პოზიციისა, შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრფორვარდად, ისე მეორე შემტევად.

ტრავმიანობა

რედაქტირება

ანტე რებიჩის კარიერაში ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ტრავმიანობა. რებიჩმა კარიერის მანძილზე გადაიტანა ჯვარედინი იოგების, ბარძაყის, მუხლის, ზურგის, ფეხის, წვივის, კუნთის და კოჭის ტრავმა. [94]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2018 წლის ივნისში ცნობილი გახდა რომ რებიჩმა მისი ბავშვობის სოფლის, ვინიანი დონის მოსახლეობის ყველა სესხი გადაიხადა.[95] 2021 წლის თებერვალში რებიჩმა 10 000 ევრო გაიღო რათა დახმარებოდა სლავონსკი ბროდში ბავშთა საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო დაწესებულების აშენებას.[96][97][98]

 
„მინდა ანტე რებიჩს დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობას ვუხდი მის მეგობრებს, რომლებმაც მირჩიეს, რომ ამ რთულ პერიოდში, ფინანსური დახმარებისთვის სწორედ მისთვის მიმემართა. რებიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი თამაშები რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად მახსენდება. თუმცა ამასთან ერთად, იგი ბრწყინვალე პიროვნებაცაა“

– ილია ჯერკოვიჩი, ფონდის ხელმძღვანელი [99]

2021 წლის იანვარში რებიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. მან დაავადება მარტივად დაამარცხა და გამოჯანმრთელდა. [100]

კარიერული სტატისტიკა

რედაქტირება
განახლდა: 15 მაისი 2022[101]
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონის და ტურნირის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი[] ევროპა სხვა ჯამი
დივიზონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
სპლიტი 2010–11 Prva HNL 1 1 0 0 1 1
2011–12 Prva HNL 20 5 1 0 3[] 0 24 5
2012–13 Prva HNL 29 10 2 2 31 12
2013–14 Prva HNL 4 0 0 0 4 0
ჯამი 54 16 3 2 3 0 0 0 60 18
ფიორენტინა 2013–14 სერია A 4 1 1 1 5 2
2015–16 სერია A 4 1 1 0 2[] 0 7 1
ჯამი 8 2 2 1 2 0 0 0 12 3
ლაიფციგი (იჯარა) 2014–15 2. ბუნდესლიგა 10 0 1 0 11 0
ჰელას ვერონა (იჯარა) 2015–16 სერია A 10 0 0 0 10 0
აინტრახტი ფრანკფურტი (იჯარა) 2016–17 ბუნდესლიგა 24 2 4 1 28 3
2017–18 ბუნდესლიგა 25 6 3 3 28 9
აინტახტი ფრანკფურტი 2018–19 ბუნდესლიგა 28 9 0 0 9[] 1 1[] 0 38 10
2019–20 ბუნდესლიგა 1 0 1 3 4[] 0 6 3
ჯამი 78 17 8 7 13 1 1 0 100 25
მილანი (იჯარით) 2019–20 სერია A 26 11 4 1 30 12
მილანი 2020–21 სერია A 27 11 1 0 5[] 0 33 11
2021–22 სერია A 24 2 3 0 2[] 1 29 3
ჯამი 77 24 8 1 7 1 0 0 92 26
კარიერა 238 60 22 11 25 2 1 0 286 73

რებიჩმა სერია A-ში ჩატარებულ 96 შეხვედრაში 28 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 78 შეხვედრაში 17 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ხორვატიის საფეხბურთო ლიგაში 54 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთა მოახერხა. მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში კი მან ვერც გოლის გატანა და ვერც საგოლე გადაცემის გაკეთება ვერ მოახერხა.


საერთაშორისო

რედაქტირება
განახლდა: 28 ივნისი 2021[102]
მატჩები და გოლები ეროვნული ნაკრებისა და წლის მიხედვით
ეროვნული ნაკრები წელი თამაში გოლი
ხორვატია 2013 3 1
2014 5 0
2015 2 0
2016 0 0
2017 2 0
2018 14 1
2019 8 1
2020 2 0
2021 6 0
ჯამი 42 3
განახლდა: 28 ივნისი 2021
თავდაპირველად ჩანს ანგარიში რებიჩის გოლის გატანის შემდეგ, ხოლო შემდგომ, საბოლოო ანგარიში[102]
ანტე რებიჩის მიერ გატანილი გოლები საერთაშორისო დონეზე
No. თარიღი ადგილი მატჩი მეტოქე ანგარიში საბოლოო ანგარიში ტურნირი
1 14 აგვისტო 2013 რეინპარკის სატდიონი, ვადუცი, ლიხტენშტაინი 1   ლიხტენშტაინი 2–1 3–2 მატჩი
2 21 ივნისი 2018 ნიჟნი-ნოვგოროდის სტადიონი, ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი 18   არგენტინა 1–0 3–0 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018
3 24 მარტი 2019 გრუპამა არენა, ბუდაპეშტი, უნგრეთი 28   უნგრეთი 1–0 1–2 ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი

სატრანსფერო ღირებულება

რედაქტირება

რებიჩს აგენტობას უწევს LIAN Sports Group. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულებაა 2022 წლის 7 ივნისის მონაცემებით არის 17, 000, 000 ევრო.

ანტე რებიჩის ღირებულება
(Transfermarkt-ის მონაცემები[103])
კლუბი პერიოდი ღირებულება
  ხორვატია სპლიტი აგვისტო, 2011 300,000 ევრო
  ხორვატია სპლიტი თებერვალი, 2012 650,000 ევრო
  ხორვატია სპლიტი მარტი, 2013 1 000 000 ევრო
  იტალია ფიორენტინა სექტემბერი, 2013 4 500 000 ევრო
  იტალია ფიორენტინა ივლისი, 2014 4 000 000 ევრო
  გერმანია ლაიფციგი ოქტომბერი, 2014 3 500 000 ევრო
  გერმანია ლაიფციგი იანვარი, 2015 2 500 000 ევრო
  იტალია ფიორენტინა ივლისი, 2015 1 500 000 ევრო
  იტალია ფიორენტინა იანვარი, 2016 1 000 000 ევრო
  გერმანია აინტრახტი ივლისი, 2016 900 000 ევრო
  გერმანია აინტრახტი მარტი, 2017 1 500 000 ევრო
  გერმანია აინტრახტი ივნისი, 2017 2 500 000 ევრო
  გერმანია აინტრახტი დეკემბერი, 2017 4 500 000 ევრო
  გერმანია აინტრახტი აპრილი, 2018 8 500 000 ევრო
  გერმანია აინტრახტი ივნისი, 2018 10 000 000 ევრო
  გერმანია აინტრახტი ივლისი, 2018 40 000 000 ევრო
  გერმანია აინტრახტი დეკემბერი, 2018 35 000 000 ევრო
  გერმანია აინტრახტი ივნისი, 2019 40 000 000 ევრო
  იტალია მილანი დეკემბერი, 2019 30 000 000 ევრო
  იტალია მილანი აპრილი, 2020 24 000 000 ევრო
  იტალია მილანი აგვისტო, 2020 32 000 000 ევრო
  იტალია მილანი დეკემბერი, 2021 27 000 000 ევრო
  იტალია მილანი მარტი, 2022 22 000 000 ევრო
  იტალია მილანი ივნისი, 2022 17 000 000 ევრო

ტიტულები

რედაქტირება

ფრანკფურტის „აინტრახტი“

მილანი

ხორვატია

ინდივიდუალური

  • ხორვატიული ფეხბურთის წლის იმედი: 2013

ორდენები

  • თავადი ბრანიმირის ორდენი: 2018[106]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 FIFA World Cup Russia 2018: List of Players: Croatia. FIFA (15 ივლისი 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2022.
  2. Transfermarkt
  3. Kuzmanić, Dražen (28 სექტემბერი 2011). „Ante Rebić, imotski nogometaš u prvoligašu RNK Split“. Imotske novine (ხორვატული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2011.
  4. Rupnik, Borna (21 მაისი 2011). „Naslov i Europa proslavljeni bodom“. Sportnet.hr (ხორვატული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2011.
  5. Rupnik, Borna (23 მაისი 2011). „Rebić: Hvala Obilinoviću na lopti“. Sportnet.hr (ხორვატული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2011.
  6. Pavković, Božo (31 აგვისტო 2011). „Ante Rebić sa Splitom potpisao ugovor do 2014. godine!“. dalmacijanews.com (ხორვატული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2011.
  7. „Transfer news: Fiorentina complete signing of Croatian forward Ante Rebic“. SkySports. 28 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2013.
  8. ANTE REBIĆ NA PREDSTAVLJANJU 'Nastojat ću biti dostojan Batistutinog dresa'. JutarnjiList. ციტირების თარიღი: 8 იანვარი 2014
  9. Ante Rebić debitirao za Fiorentinu u remiju s Parmom. Večernji list. ციტირების თარიღი: 8 იანვარი 2014
  10. Farinola, Antonio (8 იანვარი 2014). „Coppa Italia, Fiorentina-Chievo 2–0: I viola volano ai quarti“. La Repubblica (იტალიური). ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2018.
  11. „Fiorentina-Torino 2–2, Cerci sbaglia al 94' il rigore dell'Europa“. La Repubblica (იტალიური). 18 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2018.
  12. Ante Rebić na posudbi u Leipzigu hr. Večernji list. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2014
  13. ESPN
  14. Chloe_Beresford. (14 იანვარი 2016) Ante Rebic Joins Struggling Hellas Verona On Loan. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2016
  15. Barzizza, Marco (20 მარტი 2016). „Lasagna condanna il Verona e rilancia il Carpi verso la salvezza“ (იტალიური). Eurosport. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2018.
  16. Ante Rebic Joined Eintracht (11 ივლისი 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2016
  17. „Neue Unberechenbarkeit mit Fabian, Rebic und Co“. kicker Online (გერმანული). 18 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  18. „Die Wuchtbrumme“. Frankfurter Runschau (გერმანული). 6 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2018.
  19. „Borussia Dortmund's Aubameyang sinks Eintracht Frankfurt to land cup“. The Guardian. Press Association. 27 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2018.
  20. „Rebic Back in Frankfurt“. Eintracht Frankfurt. 31 აგვისტო 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2018.
  21. 21.0 21.1 Reeves, Bernie (21 ივნისი 2018). „Ante Rebic: who is Eintracht Frankfurt and Croatia's man for the big occasion?“. Bundesliga. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2022. ციტირების თარიღი: 21 June 2018.
  22. 22.0 22.1 „Eintracht Frankfurt stun Bayern Munich to win DFB Cup final for fifth time“. Bundesliga. 19 მაისი 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2022. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2018.
  23. „Croatian top player extended until 2022“. Eintracht Frankfurt. 24 აგვისტო 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო 2018.
  24. Van Opdorp, Davis (11 აგვისტო 2018). „Why Ante Rebic is the man Eintracht Frankfurt needed to keep“. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო 2018.
  25. „Bayern Munich thrash Eintracht Frankfurt to win DFL-Supercup“. Eurosport. 12 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო 2018.
  26. „Sport Rebic hat-trick sends Frankfurt into German Cup second round“. Eurosport. 11 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი 2019.
  27. Kižlin, Slaven (6 იანვარი 2020). 'NE RADIMO NA NJEGOVOM POVRATKU, NE TREBA NAM NITKO!' Iz kluba koji je mogao biti jedini Rebićev spas stigla najgora moguća poruka za našeg napadača“ (ხორვატული). Sportske novosti. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2020.
  28. „VIDEO: LUDNICA NA SAN SIRU, ANTE REBIĆ JUNAK VELIKOG PREKRETA! Ušao u igru, odmah zabio za izjednačenje, a onda u zadnjim sekundama i za pobjedu“ (ხორვატული). Sportske novosti. 19 იანვარი 2020.
  29. Match Report | 2019-20 | 21ª Match Day | Lega Serie A. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-26. ციტირების თარიღი: 2022-07-29.
  30. Hafez, Shamoon (9 თებერვალი 2020). „Inter Milan 4–2 AC Milan“. BBC Sport.
  31. „REBIĆ DOVEO ROSSONERE U VODSTVO, RONALDO IZJEDNAČIO U POSLJEDNJIM TRENUCIMA Nova briljantna utakmica Vatrenog u dresu Milana u derbiju na San Siru“ (ხორვატული). Sportske novosti. 13 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი 2020.
  32. „ANTE REBIĆ NOVIM GOLOM POTVRDIO SJAJNU FORMU, TRENER MILANA NAKON UTAKMICE PORUČIO 'Dečki nemaju za čime žaliti, ali zbog jedne sam stvari jako ljut' (ხორვატული). Sportske novosti. 14 თებერვალი 2020.
  33. „ANTE REBIĆ SVOJIM PREDSTAVAMA ZALUDIO NOGOMETNU ITALIJU! SA SVIH STRANA STIŽU POHVALE NA RAČUN VATRENOG 'On je postao zlatni čovjek u napadu Milana' (ხორვატული). Sportske novosti. 14 თებერვალი 2020.
  34. „VIDEO: ANTE REBIĆ STRIJELAC ZA POBJEDU MILANA Pogledajte kako je zabio svoj peti gol u isto toliko utakmica!“ (ხორვატული). Sportske novosti. 17 თებერვალი 2020.
  35. „USPON SE NASTAVLJA: IBRAHIMOVIĆEV EFEKT PRIJE, REBIĆEV UČINAK SADA Hrvat je taj koji gura velikana prema naprijed!“ (ხორვატული). Sportske novosti. 18 თებერვალი 2020.
  36. Rebić ekspresno dobio crveni zbog kung-fu udarca, Ronaldo promašio penal! hr (12 ივნისი 2020).
  37. Fisher, Oliver. (4 ივლისი 2020) Lazio 0-3 AC Milan: Ruthless Rossoneri hand Lazio their first home defeat of the season en.
  38. AC Milan vs. Juventus - Football Match Summary - July 7, 2020 - ESPN en. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2020
  39. ANTE REBIC (2 აგვისტო 2020). ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2022
  40. COMUNICATO UFFICIALE: ANTE REBIĆ it (12 სექტემბერი 2020).
  41. Hina. (27 სექტემბერი 2020) VIDEO: Grozan pad Ante Rebića, poznata težine ozljede, Milan već traži novog napadača!? hr-hr.
  42. Hina. (1 ნოემბერი 2020) Video: Pogledajte veliki Ibra show! Maestralna asistencija pa škarice za pobjedu na dodavanje Rebića! hr-hr.
  43. VIDEO: Rebić zabio ovosezonski prvijenac u derbiju kola i izborio jedanaesterac, Milan dramatično slavio hr-hr (23 დეკემბერი 2020). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი 2020
  44. Ante Rebić pozitivan na koronavirus, Milanov dvojac propušta veliki derbi protiv Juventusa hr-hr (6 იანვარი 2021). ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2021
  45. VIDEO: Juve potopio Milan! Pogledajte poteze večeri - peta, gol u rašlje, pa eksplozija 'novog Zlatana' hr-hr (6 იანვარი 2021). ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2021
  46. Video: Fantastičan gol Ante Rebića za pobjedu Milana, ali potom i ozljeda! Ozlijedio se i Ibrahimović... hr-hr (28 თებერვალი 2021). ციტირების თარიღი: 1 მარტი 2021
  47. Pogledajte spektakularan pogodak Rebića! Milan razbio Juve, Ante ušao umjesto Zlatana i zabio golčinu hr-hr (9 მაისი 2021). ციტირების თარიღი: 10 მაისი 2021
  48. Znaor, Mislav. (12 მაისი 2021) Rebić rastavio Torino na proste faktore: Hat-trick u 12 minuta! hr. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2021
  49. ANTE REBIC (24 მაისი 2021). ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2022
  50. Rebić s dvije asistencije srušio Lazio. Evo kako je namjestio gol Ibrahimoviću hr (2021-09-12). ციტირების თარიღი: 2021-09-13
  51. LIVERPOOL - MILAN 3:2 Rebić zabio prvijenac u LP-u, Milan pao nakon preokreta hr (2021-09-15). ციტირების თარიღი: 2021-09-15
  52. JUVENTUS V AC MILAN: ALL THE NUMBERS. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2022
  53. Fisher, Oliver. Giornale: Milan juggling multiple injuries again - latest on Rebic, Calabria, Maignan and Tomori (24 ნოემბერი 2021). ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2022
  54. AC MILAN SINK VENEZIA AT THE PENZO. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2022
  55. SALERNITANA V AC MILAN: THE STATS FROM THE GAME. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2022
  56. Salernitana 2-2 AC Milan (19 თებერვალი 2022). ციტირების თარიღი: 19 Febrთებერვალი 2022
  57. A DRAW IN SALERNO. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2022
  58. Štimcu je Ante Rebić novi adut za Marakanu. Večernji list. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2013
  59. „Iceland 0–0 Croatia“. BBC Sport. 15 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2018.
  60. „Croatia 2–0 Iceland“. BBC Sport. 19 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2018.
  61. „Croatia squad for 2014 World Cup: the 23 chosen by Niko Kovac“. The Guardian. 5 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 22 June 2018.
  62. Smith, Ben (12 June 2014). „Brazil 3–1 Croatia“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 22 June 2018.
  63. Sanghera, Mandeep (23 ივნისი 2014). „Croatia 1–3 Mexico“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2018.
  64. „World Cup 2018: Dejan Lovren named in strong Croatia squad“. BBC Sport. 4 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2018.
  65. James, Stuart (21 ივნისი 2018). „Argentina on brink as Ante Rebic sparks rout to put Croatia through“. The Guardian. ციტირების თარიღი: 22 June 2018.
  66. Hytner, David (1 ივლისი 2018). „Croatia send Denmark out of World Cup after Subasic heroics in shootout“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2 ივლისი 2018.
  67. McNulty, Phil (15 ივლისი 2018). „France 4–2 Croatia“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 18 ივლისი 2018.
  68. ლელო
  69. Olivari, Davorin (24 მარტი 2019). „FOTO: HRVATSKA PALA U BUDIMPEŠTI! MAĐARI VELIKIM PREOKRETOM STIGLI DO POVIJESNE POBJEDE Rebić načeo domćine, a onda je sve krenulo u krivom smjeru!“ (ხორვატული). Sportske novosti. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2020.
  70. Germanijak/I.A.S. (9 სექტემბერი 2019). „(KRAJ) Azerbajdžan - Hrvatska 1:1“ (ხორვატული). Germanijak. ციტირების თარიღი: 19 Januaიანვარიry 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  71. Antolić, Dražen (7 ოქტომბერი 2020). „OTKRIVAMO DVIJE NEMOGUĆE DILEME ZLATKA DALIĆA Malo tko bi Vlašiću dao prednost pred 'institucijom HR nogometa', a dvojba u napadu još je teža...“ (ხორვატული). Sportske novosti. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2020.
  72. Olivari, Davorin (16 ნოემბერი 2019). „NAPOKON JE GOTOVO, HRVATSKA RIJETKO VIĐENIM PREOKRETOM IZBORILA EURO! Slovaci su zabili, a onda je Zlatko Dalić povukao potez kvalifikacija“ (ხორვატული). Sportske novosti. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2020.
  73. Matteoni, Robert (4 იანვარი 2020). „NAJTEŽI DANI U KARIJERI DALIĆEVOG STARTERA Anti Rebiću visi nastup na Euru!“ (ხორვატული). Sportske novosti. ციტირების თარიღი: 19 იანვარი 2020.
  74. Dobrinić, Damir. (2 ივლისი 2021) Priča s Antom Rebićem počela je puno ranije? Jedna rečenica Zlatka Dalića je svima promaknula hr-hr. ციტირების თარიღი: 3 ივლისი 2021
  75. Topić, Mihovil. (19 ივნისი 2021) Dalić je potrošio sve alibije hr. ციტირების თარიღი: 19 ივნისი 2021
  76. VIDEO: Pojavila se nova snimka Rebićevog poteza, prikazuje reakciju njega i Dalića kad je pao gol hr (29 ივნისი 2021). ციტირების თარიღი: 29 ივნისი 2021
  77. Rebićev potez hit na internetu: Ove su šale sinoć kružile po cijeloj Hrvatskoj hr (29 ივნისი 2021). ციტირების თარიღი: 29 ივნისი 2021
  78. VIDEO: Pogledajte što se točno dogodilo! Rebić mijenja kopačke pa uz Dalića gleda kako primamo gol hr-hr (29 ივნისი 2021). ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2021
  79. Marca otkriva što se događalo na poluvremenu oko Rebića: Slomio se hr (29 ივნისი 2021). ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2021
  80. Jurišić, Bernard. (3 ივლისი 2021) Neka gori Rebić hr. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2021
  81. Lugonjić, Saša. (29 June 2021) Dalić ekskluzivno: "Neki su igrači potrošili kredite. Moram shvatiti da sam pogriješio" hr. ციტირების თარიღი: 30 June 2021
  82. HINA. (28 June 2021) Dalić: Dok mi mijenjamo kopačke i pijemo vodu, protivnik nam zabija hr. ციტირების თარიღი: 30 June 2021
  83. Karin, Vice. (30 June 2021) Frajeri iz reprezentacije, odrastite hr. ციტირების თარიღი: 1 ივლისი 2021
  84. Rebić: Mi smo govno zadnje 2-3 godine. Nismo imali nikoga da iskoristi ovu generaciju hr (30 June 2021). ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2021
  85. Rebić prozvao Prosinečkog, Vlaovića i "TV stručLjake" hr (30 ივნისი 2021). ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2021
  86. Zlatko Dalić objavio prvi popis igrača nakon Eura! Na njemu nema Rebića, ali tu su Sosa, Livaja... hr-hr (16 აგვისტო 2021). ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2021
  87. Who are the ten fastest players in the Bundesliga?.
  88. The 20 fastest players at the World Cup - featuring 4 England stars (6 July 2018).
  89. Ante Rebic 2019/20 - scout report (16 August 2019).
  90. 90.0 90.1 Ante Rebic insight: Scouting report, statistical comparison, rating and more… (3 September 2019).
  91. Site is undergoing maintenance (31 July 2020).
  92. Ferrazzi, Enrico. Rebic, che duttilità: può fare la prima punta, la seconda e anche il trequartista it. Milan News (11 August 2019). ციტირების თარიღი: 18 February 2020
  93. Transfermarkt
  94. Flashscore
  95. Ante Rebić platio kredite svim mještanima svog rodnog sela hr (14 ივლისი 2018). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი 2021
  96. Lawless, Josh. (18 თებერვალი 2021) AC Milan's Ante Rebic Is One Of The Most Generous Footballers In The World en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2021
  97. Fisher, Oliver. (18 თებერვალი 2021) Ante Rebic shows incredibly generosity to help residents of his home village in Croatia en. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2021
  98. Rebić je svima u selu otplatio kredite, a sada je ponovno učinio divno djelo hr (17 თებერვალი 2021). ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2021
  99. ანტე რებიჩი: ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ფეხბურთელი მსოფლიოში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-13. ციტირების თარიღი: 2022-08-13.
  100. live.ge[მკვდარი ბმული]
  101. Ante Rebić. Perform Group. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო 2019
  102. 102.0 102.1 Ante Rebić. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2019
  103. Ante Rebic - Market Value Development. www.transfermarkt.co.uk. ციტირების თარიღი: 2019-04-22.
  104. Milan Secure 1st Serie A Title in 11 Years (23 მაისი 2022). ციტირების თარიღი: 23 მაისი 2022
  105. McNulty, Phil. (15 ივლისი 2018) France 4–2 Croatia. BBC. ციტირების თარიღი: 15 ივლისი 2018
  106. News: President Decorates Croatian National Football Team Players and Coaching Staff. Office of the President of the Republic of Croatia (13 ნეომბერი 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2019. ციტატა: „the Order of Prince Branimir with Ribbon was awarded to Mr. Ante Rebić...“ ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2019
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანტე_რებიჩი“-დან