მურწა
მურწა (ლათ. Luciobarbus mursa)[1] — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 40 სმ, წონა 0,5 კგ. აქვს წაგრძელებული, თითისტარისებრი სხეული. დაფარულია წვრილი ქერცლით. შუბლი ამოზნექილია, გააჩნია ორი წყვილი ულვაში, ტუჩები ძლიერაა განვითარებული.[2] სქესობრივად მწიფდება 2–3 წლისა. ტოფობს მაის-ივნისში, მდინარის ქვაქვიშიან ფსკერზე. ნაყოფიერება 3000–23000 ქვირითი. მტკნარი წყლის ბინადარია.[3]
მურწა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მურწა | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Luciobarbus mursa | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19383456 | |||||||||||
|
გავრცელებულია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ირანში. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის აუზის ყველა მდინარეში: ხრამში, არაგვში, ქსანში, ლიახვში, ფოცხოვისწყალში, იორში, ალაზანსა და მის შენაკადებში (ილტო, ხევისჭალა, სტორი, ლოპოტა, ჩელთი, დურუჯი, ბურსა, კაბალი), აგრეთვე ჯანდარის ტბაში, შედარებით ნაკლებადაა სიონის, თბილისისა და პალდოს წყალსაცავებში.[3]
იკვებება ძირითადად წყლის მწერებითა და მათი მატლებით, აგრეთვე კიბოსნაირებით, დეტრიტითა და სხვა. გემრიელი და ძვირფასი თევზია, მაგრამ რაოდენობრივი სიმცირის გამო ნაკლები სარეწაო მნიშვნელობა აქვს. სპორტული თევზჭერის საკმაოდ კარგი და საინტერესო ობიექტია. მურწა სამხრეთ კავკასიის ენდემია. შიდა ქართლსა და კახეთში ციმორს უწოდებენ.[3]
აღმოსავლეთ საქართველოში „მურწა“ ეწოდება მტკვრის წვერას, ხოლო თავად მურწას — „ციმორი“ (შდრ. ციმორი).[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Barbus mursa (Güldenstädt, 1773)
- ↑ Luciobarbus mursa (Güldenstädt, 1773)
- ↑ 3.0 3.1 3.2 საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება
- ↑ ეპიტაშვილი, გ.; ჯაფოშვილი, ბ.; მუმლაძე, ლ.; ყულჯანიშვილი, თ.; კალოუსი, ლ. (2020). „საქართველოში გავრცელებული მტკნარი წყლის თევზების ახალი სახეობები და მათი ქართული სამეცნიერო სახელები“. ველური ბუნება. 36 (11): 63. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)