მთავარი მენიუს გახსნა

მტკვრის წვერა (ლათ. Barbus lacerta cyri) — მდინარე მტკვრის ენდემური სახეობა, რომელიც წვერას გვარის სხვა სახეობების კვალობაზე თითქმის ბრტყელი ზურგით გამოირჩევა. სხეული დაწინწკლული აქვს. ფარფლის შეფერილობა განსხვავებულია — ზურგის და უკანა ფარფლი რუხია, ქვედებს კი წითელი ფერი დაკრავთ. სხეულის მაქსიმალური ზომა 38 სანტიმეტრია, წონა — 300 გრამი. მტკვრის წვერა ძირითადად საქართველოში, აზერაბაიჯანში, სომხეთსა და ირანში გვეხდება. გავრცელების ძირითადი კერები კასპიის ზღვის აუზის დასავლეთის მდინარეები და მათი შენაკადებია — მტკვარი, არაქსი და ლენკორანკა. სახეობის გარკვეული ნაწილი ტბებში ბინადრობს.

მტკვრის წვერა
Mtkvristswera.jpg
მტკვრის წვერა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Barbus lacerta cyri
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19021152

საქართველოში მტკვრის წვერა ძირითადად მდინარე მტკვარსა და მისი მარჯვენა შენაკადების ქვედა წელში არის გავრცელებული.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება