ბურსა (მდინარე)
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
ბურსა — მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში (ყვარლის მუნიციპალიტეტში), ალაზნის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 27 კმ. სათავე აქვს დიდგორის მთის კალთაზე. ვაკეზე გამოდის ქალაქ ყვარელთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. საშუალო წლის ხარჯი 1,4 მ³/წმ.
ბურსა | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ყვარლის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
დიდგორა 42°01′58″ ჩ. გ. 45°56′18″ ა. გ. / 42.032917° ჩ. გ. 45.938333° ა. გ. |
შესართავი |
ალაზანი 41°51′45″ ჩ. გ. 45°48′28″ ა. გ. / 41.862583° ჩ. გ. 45.808028° ა. გ. |
სიგრძე | 27 კმ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,4 მ³/წმ |
![]() ![]() |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 507.