სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დეტრიტი (მრავალმნიშვნელოვანი).

დეტრიტი (ლათ. detritus — „გასრესილი“, „დაფხვნილი“) — მკვდარი ორგანული და ნაწილობრივ მინერალიზებული ნივთიერება, რომლის ნაწილაკები წყლის სიზრქეშია შეტივტივებული[1] ან ზოგჯერ ფსკერზეა დამჯდარი.[2] დეტრიტი წარმოიქმნება მკვდარი ცხოველებისა და მცენარეებისაგან, ან მათი გამონაყოფისგან, ამასთან, ხშირად ორგანული ნივთიერება მინერალური ტივტივარების ზედაპირზე ადსორბდება. ზომაში რამდენიმე მიკრონიდან რამდენიმე სანტიმეტრამდეა. მასში ყოველთვის ცხოვრობენ მიკროორგანიზმები.[3] წარმოადგენს მრავალი ცხოველის საკვების წყაროს (იხ. დეტრიტოფაგია).[1] მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანული ნივთიერებების წრებრუნვაში და წარმოადგენს პირველ რგოლს დეტრიტულ კვების ჯაჭვებში. დეტრიტის ნაწილს — წყლის სიზრქეში შეტივტივებულ ორგანულ და არაორგანულ ნაწილაკებს — ეწოდება ტრიპტონი. ამის გარდა, დეტრიტს ზოგჯერ აგრეთვე უწოდებენ ნიადაგში ორგანიზმთა ძლიერად ჰუმიფიცირებულ ნარჩენებს.[2]

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 484.
  2. 2.0 2.1 Детрит // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 595.
  3. Детрит // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 8 — М., 1972.