Viva la Vida or Death and All His Friends

Coldplay-ს ალბომი
(გადამისამართდა გვერდიდან Death and All His Friends)

Viva la Vida or Death and All His Friends — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2008 წლის 12 ივნისს, ლეიბლზე Parlophone. სახელწოდება მომდინარეობს ესპანური ფრაზიდან, რომელიც ითარგმნება, როგორც „იცხოვრე სიცოცხლე“, თუმცა აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „გაუმარჯოს სიცოცხლეს“. ტექსტების მხრივ, ალბომი ეხება სიყვარულს, სიცოცხლეს, სიკვდილს და ომს.

Viva la Vida or Death and All His Friends

ეჟენ დელაკრუას ნახატი „თავისუფლება ბარიკადებზე“ გამოყენებულია ალბომის გაფორმებაში.
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 11 ივნისი, 2008
ჩაიწერა ივნისი 2007 — აპრილი 2008
სტუდია The Bakery, ლონდონი;
The Magic Shop, ნიუ-იორკი;
The Nunnery, ბარსელონა;
A Church, ბარსელონა
ჟანრი
ხანგრძლივობა 45:49
ლეიბლი
პროდიუსერი
Coldplay — ქრონოლოგია
The Singles 1999–2006
(2007)
Viva la Vida or Death and All His Friends
(2008)
Prospekt's March
(2008)
ალტერნატიული გარეკანი

ალბომის სპეციალური გამოცემა, გაერთიანებული დისკთან Prospekt's March
სინგლები ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends
  1. „Violet Hill“
    გამოცემის თარიღი: 9 მაისი 2008
  2. „Viva la Vida“
    გამოცემის თარიღი: 25 მაისი 2008
  3. „Lovers in Japan“
    გამოცემის თარიღი: 3 ნოემბერი 2008
  4. „Lost!“
    გამოცემის თარიღი: 10 ნოემბერი 2008
  5. „Strawberry Swing“
    გამოცემის თარიღი: 13 სექტემბერი 2009
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[1]
Entertainment Weekly(A-)[2]
The Guardian3/5 stars[3]
Los Angeles Times3/4 stars[4]
NME(8/10)[5]
Pitchfork Media(6.9/10)[6]
PopMatters(7/10)[7]
Rolling Stone3.5/5 stars[8]
Spin4.5/5 stars[9]
Village Voice(სხვადასხვა)[10]

ალბომის ჩაწერა მიმდინარეობდა 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის აპრილამდე, პროდიუსერების, ჯონ ჰოპკინზის, რიკ სიმფსონის, მარკუს დრევსის და ბრაიან ინოს თანაშემწეობით და იყო ჯგუფის პირველი დისკი ამ უკანასკნელის პროდიუსერობით. ჯგუფმა თავად სცადა სხვადასხვა სტილში ექსპერიმენტების ჩატარება, ვინაიდან, ინოს მითითებით, ყოველი სიმღერა განსხვავებული უნდა ყოფილიყო. კოლექტივის მუსიკალური ინტერესებიც უფრო ფართო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სურდათ, ალბომი 42 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ყოფილიყო, იგი ოდნავ ხანგრძლივი გამოვიდა. მასალაზე მუშაობის დაწყება რამდენიმეჯერ გადაიდო. დისკის გარეკანზე გამოყენებულია ეჟენ დელაკრუას „თავისუფლება ბარიკადებზე“.

Viva la Vida როგორც კრიტიკოსების მიერ აღიარებული, ასევე კომერციულად წარმატებული იყო. ალბომიდან გამოიცა ხუთი სინგლი - „Violet Hill“ და „Viva la Vida“ (მაისი, 2008), „Lovers in Japan“ და „Lost!“ (ნოემბერი, 2008), „Strawberry Swing“ (სექტემბერი, 2009). „Viva la Vida“ იქცა ჯგუფის პირველ სიმღერად, რომელმაც ბრიტანეთშიც და აშშ-შიც ჩარტში #1 ადგილი დაიკავა. ალბომმა მიიღო გრემის ჯილდო წლის საუკეთესო როკ-ალბომისთვის და ნომინირებული იყო წლის ალბომის კატეგორიაშიც. იგი იყო 2008 წლის ყველაზე გაყიდული ალბომი[11]. 2011 წლისთვის საერთო ჯამში, მისი 11 მილიონი ასლი გაიყიდა[12]. 2008 წლის 25 ნოემბერს იგი ხელახლა გამოიცა, ორიგინალური ალბომის და EP-ის Prospekt's March ერთობლივი სახით.

წარმოშობა

რედაქტირება

2006 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ბას-გიტარისტ გაი ბერიმენს ეყოლა პირველი ქალიშვილი, გავრცელდა ხმები, თითქოს ჯგუფი ხუთი წლით შესვენებას აპირებდა. მსმენელები ეჭვობდნენ, რომ Coldplay 2010 წლამდე არ დაბრუნდებოდა. თუმცა, ამბროზია ჰილის, Capitol Records-ის წარმომადგენლის MTV-სადმი წერილიდან ნათელი იყო, რომ შესვენება დაგეგმილი არ იყო. მან აგრეთვე განმატა, რომ Coldplay „დამსახურებული პაუზისას კარგ დროს ატარებდა“ და ალბომ X&Y-ის გაგრძელების ზუსტი გეგმა ჯერ არ ყოფილა.[13]

ალბომზე მუშაობა 2006 წლის ნოემბერში დაიწყო. სტუდიაში მუდმივი მუშაობა დროებით შეწყდა მხოლოდ 2007 წლის მარტში, როდესაც დაიწყო ტურნე ლათინურ ამერიკაში Twisted Logic Tour.[14]

 
ჯგუფი ფრანგული რევოლუციური ჩაცმულობის სტილის კოსტიუმებს იყენებდა Viva La Vida Tour-ის დროს, როგორც მინიშნებას ალბომში არსებულ რევოლუციის თემებზე.

ბრაიან ინო ალბომზე პროდიუსერის სახით მუშაობდა.[15] ჯგუფი ლათინურ ამერიკაში ტურნეს დასრულების შემდეგ გადავიდა The Bakery-ში, სადაც სტუდია ააწყო. იქ მუშაობის პერიოდში დაწერილი ტექსტები არის „უფრო მეტად აბსტრაქტული, უფრო მეტად ვიზუალური, ვიდრე უწინ“, ხოლო მუსიკა – „ნაკლებად პირდაპირი და უფრო რთული“.[16] კრის მარტინს სურდა, ვოკალურად ფალცეტიდან გადასულიყო უფრო დაბალ რეგისტრში.[17] ეს აისახა სიმღერაში „Yes“, რომელიც, The Velvet Underground-ით შთაგონებული, გამოირჩევა მარტინის მიერ ჩაწერილი ყველაზე ბოხი ვოკალით – რაც ბრაიან ინოს გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ყოველ სიმღერას განსაკუთრებული ჟღერადობა უნდა ჰქონოდა. ჯგუფის დრამერი უილ ჩემპიონი: „ალბომზე მუშაობისას ერთ-ერთი, რაზეც ვცადეთ ყურადღების გამახვილება, იყო ვოკალური თავისებურებების შეცვლა, ვინაიდან კრისს ძალიან ცნობადი ხმა აქვს.“[18] Coldplay-მ ესპანურენოვანი ადგილებიდან შთაგონებაც მიიღო, როდესაც სიმღერებს იწერდა ეკლესიებში და მექსიკაში და ესპანეთში[19] – მაგალითად, ბარსელონაში.[20] თუმცა, განმარტეს, რომ შთაგონება აიღეს არა რამე სპეციფიკური ჟღერადობიდან, არამედ სიმღერების ძირითადი განწყობის სახით. ჯგუფის ოფიციალურ საიტზე ნახსენები იყო აკუსტიკური გიტარების და ძირითადი ხმისჩამწერი ტექნიკის ეკლესიებში შეტანა და სხვადასხვა ჟღერადობასთან ექსპერიმენტი.

ჩაწერის პერიოდში Coldplay მსმენელებთან კავშირს საიტის მეშვეობით ამყარებდა. 2007 წლის ბოლოს დაიწერა სიმღერები „Famous Old Painters“ და „Glass of Water“. ორივე ალბომში უნდა შეეტანათ, მაგრამ პროდიუსერებმა იგი მხოლოდ Prospekt's March-ში შეტანის დროისთვის დაასრულეს.[21] ალბომის გამოცემა კვლავ გადაიდო, მაგრამ 2007 წლის დეკემბერში გაჩნდა მინიშნებები, რომ კოლექტივმა დაასრულა მუშაობა კიდევ ორ სიმღერაზე, „Lovers in Japan“ და „Strawberry Swing“ და ალბომის სახელწოდება Prospekt არ იქნებოდა[21]. მარტინმა განაცხადა, რომ ჩარლზ დიკენსის შემოქმედებას კითხულობდა, რაც აისახა „Violet Hill“-ის და „Cemeteries of London“-ის თემებში. ლათინურ ამერიკულ არხ Boomerang-თან 2010 წელს საუბრისას კრისმა განაცხადა, რომ ალბომზე აგრეთვე გავლენა იქონია რომანმა „საბრალონი“. ფრანგული თემები აგრეთვე ასახულია სიმღერაში „Viva La Vida“.[22]

როდესაც ჰკითხეს, რატომ მოჰყვებოდა „Lovers in Japan“-ს დამატებითი სიმღერა, ბასისტმა გაი ბერიმენმა განმარტა, რომ ჯგუფმა უბრალოდ ვერაფეირ მოიფიქრა, ვინაიდან განიხილებოდა, რომ ალბომზე დამატებითი სიმღერები არ მოხვდებოდა. სანაცვლოდ ამისა, გადაწყდა, რომ ალბომში სულ ათი სიმღერა იქნებოდა, ხოლო საერთო ხანგრძლივობა 42 წუთს შეადგენდა.[21] ჩემპიონი: „უბრალოდ ვარჩიეთ, გვქონოდა ნაკლები სახელწოდებები და მეტი მუსიკა. თავად ალბომში ბევრია, მაგრამ იგი მოკლეა. ჩვენი ამოცანა იყო, თქვენთვის ალბომის მოსმენა ერთი მცდელობით თითქმის შეუძლებელი ყოფილიყო“[21]. გარდა ამისა, მარტინმა განაცხადა, რომ ჯგუფს ყოველთვის სურდა, ჰქონოდა სიმღერა, რომელშიც ორი შევიდოდა. მან აგრეთვე განმარტა, რომ სიმღერების სიაში ორ-ორის ერთად შეტანა შთაგონებული იყო ჯასტინ ტიმბერლეიკის მსგავსი მაგალითით, ალბომიდან FutureSex/LoveSounds (2006).[23]

მევიოლინე დავიდე როსი ალბომზე უკრავს სიმებიან საკრავებზე და ელექტრონულ ვიოლინოზე (უკანასკნელი ფაქტობრივად კონტრაბასის ტონალობაზეა მომართული და, ამრიგად, ხდება სრული ორკესტრის იმიტირება). მისი პარტიები ჟღერს სიმღერებში „Viva la Vida“, „Violet Hill“, „Life In Technicolor“, „42“, „Yes“ და „Strawberry Swing“. სიმღერების ნაწილი, ჩაწერილი როსისთან, აგრეთვე შევიდა EP-ში Prospekt March – „Life in Technicolor ii“, „Rainy Day“ და „Prospekt March“.

2009 წლის 18 ივლისს ინტერნეტში გაჟონა ორმა დემომ ხმისჩამწერი სესიებიდან – მანამდე უცნობმა „Bloodless Revolution“-მა და „Lovers in Japan“-მა. შემდგომში გამოჩნდა კიდევ ერთი დემო, „St. Stephen“.[24] 2009 წლის 20 ივლისს გავრცელდა დამატებითი ექვსი დემო – „The Fall of Man“, „The Man Who Swears“, „The Man Who Swears II“ (წინა სიმღერის მეორე ნახევარი), „First Steps“, „Loveless“ და „Goodbye and Goodnight“. მოგვიანებით გაავრცელეს კიდევ სამი სიმღერა, „Lukas“ (ნატალი იმბრულიასთვის დაწერილი), „Solid Ground (Until The Water Floats Over)“ (რომელიც 2006 წელს სრულდებოდა) და „Famous Old Painters“-ის ინსტრუმენტული ვერსია.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი და კრის მარტინი, გარდა მითითებულისა.

Vida la Vida or Death and All His Friends[25][26]
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Life in Technicolor“ (მარტინი, ბაკლენდი, ბერიმენი, ჩემპიონი, ჰოპკინზი)2:30
2.„Cemeteries of London“3:21
3.„Lost!“3:55
4.„42“3:57
5.„Lovers in Japan / Reign of Love“ (3:57/2:56)6:51
6.„Yes“ (4:04 / დამალული სიმღერით Chinese Sleep Chant 3:01)7:06
7.„Viva la Vida“4:01
8.„Violet Hill“3:42
9.„Strawberry Swing“4:09
10.„Death and All His Friends“ (3:30 / დამალული სიმღერით The Escapist (მარტინი, ბაკლენდი, ბერიმენი, ჩემპიონი, ჰოპკინზი) 2:46)6:18
საერთო ხანგრძლივობა:45:49
შენიშვნები
  • სიმღერებს 5, 6 და 10 ახლავს თითო სიმღერა, ორი უკანასკნელი დამალულია და არ არის მითითებული ალბომის გარეკანზე.[27]

Viva la Vida: Prospekt's March-ში აგრეთვე შეტანილია EP Prospekt's March.

ტურნეს გამოცემის DVD

რედაქტირება

აზიურ ქვეყნებში გამოვიდა დამატებითი DVD, რომელშიც შეტანილი იყო ალბომის სინგლების მუსიკალური ვიდეოები - მათ შორის, Life in Technicolor II, ალბომიდან Prospekt's March.[28]

DVD
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Violet Hill“ 
2.„Viva la Vida“ 
3.„Lost!“ 
4.„Lovers in Japan“ 
5.„Life in Technicolor II“ 
6.„Strawberry Swing“ 

ალბომის ყდა დაფუძნებულია მხატვარ ეჟენ დელაკრუას ნამუშევარზე თავისუფლება, რომელიც წინ უძვება ხალხს (1830).

პერსონალი

რედაქტირება

Coldplay

ყოველკვირეული ჩარტები

რედაქტირება
ჩარტი (2008) უმაღლესი
პოზიცია
არგენტინის ალბომების ჩარტი[29] 1
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[30] 1
ავსტრიის ალბომების ჩარტი[31] 1
ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია)[32] 1
ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია)[33] 1
ბრაზილიის ალბომების ჩარტი[34] 3
კანადის ალბომების ჩარტი[35] 1
ჩეხეთის ალბომების ჩარტი[36] 2
დანიის ალბომების ჩარტი[37] 1
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[38] 1
ევროპის ალბომების ჩარტი[39] 1
ფინეთის ალბომების ჩარტი[40] 1
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[41] 1
გერმანიის ალბომების ჩარტი[42] 1
საბერძნეთის ალბომების ჩარტი[43] 1
ირლანდიის ალბომების ჩარტი[44] 1
იტალიის ალბომების ჩარტი[45] 1
იაპონიის ალბომების ჩარტი[46] 3
უნგრეთის ალბომების ჩარტი[47] 4
მექსიკის ალბომების ჩარტი[48] 2
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[49] 1
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[50] 1
პოლონეთის ალბომების ჩარტი[51] 2
პორტუგალიის ალბომების ჩარტი[52] 1
ესპანეთის ალბომების ჩარტი[53] 1
შვედეთის ალბომების ჩარტი[54] 1
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[55] 1
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[56] 1
აშშ Billboard 200[57] 1

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[58] 2× პლატინა 80 000x
ავსტრალია (ARIA)[59] 4× პლატინა 280 000^
ავსტრია (IFPI Austria)[60] 2× პლატინა 40 000x
ბელგია (BEA)[61] 3× პლატინა 90 000*
კანადა (Music Canada)[62] 5× პლატინა 400 000^
დანია (IFPI Denmark)[63] 4× პლატინა 120 000^
ფინეთი (Musiikkituottajat)[64] პლატინა 21,991[64]
საფრანგეთი (SNEP)[65] ალმასი 500 000*
გერმანია (BVMI)[66] 3× პლატინა 600 000^
საბერძნეთი (IFPI Greece)[67] ოქრო 7 500^
ირლანდია (IRMA)[68] 4× პლატინა 60 000x
იტალია (FIMI)[69] 2× პლატინა 140 000*
იაპონია (RIAJ)[70] პლატინა 250 000^
მექსიკა (AMPROFON)[71] თარგი:Certification Table Entry/MexicanAward 1,120,000^
ნიდერლანდები (NVPI)[72] 3x პლატინა 180,000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[73] 2× პლატინა 30 000^
პოლონეთი (ZPAV)[74] პლატინა 20 000*
პორტუგალია (AFP)[75] 2× პლატინა 40 000x
ესპანეთი (PROMUSICAE)[76] 2× პლატინა 120 000^
შვედეთი (GLF)[77] პლატინა 40 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[78] 3× პლატინა 90 000x
თურქეთი (Mü-Yap)[79] Gold 5,000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[80] 5× პლატინა 1 500 000^
აშშ (RIAA)[81] 2× პლატინა 2 000 000^
ჯამში
ევროპა (IFPI)[82] 3× პლატინა 3 000 000*

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

გამოცემების ისტორია

რედაქტირება
ქვეყანა თარიღი ლეიბლი ფორმატი ნომერი კატალოგში
იაპონია 11 ივნისი 2008[83] EMI Music Japan CD TOCP-66805 / 49880 068632 5 5
გაერთიანებული სამეფო 12 ივნისი 2008 Parlophone CD 5 099921 211409
გრამფირფიტა 50999 212114 1 6
ბრაზილია 12 ივნისი 2008 EMI CD
ევროპა 13 ივნისი 2008 Capitol CD
ავსტრალია და ახალი ზელანდია 14 ივნისი 2008 EMI CD 2169640
მსოფლიო

(გარდა ცალკე მითითებულისა)

16 ივნისი 2008 EMI CD
კანადა 17 ივნისი 2008 Capitol CD 509992 26126 0 1
აშშ CD 50999 2 16886 0 7
გრამფირფიტა 50999 2 16965 1 0
  1. Thomas, Stephen. (17 ივნისი 2008) Allmusic 2008. Allmusic.com. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  2. Reviewed by Chris Willman. (13 ივნისი 2008) Entertainment Weekly 2008. Ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-05. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  3. ალექსის პეტრიდისი. The Guardian 2008. Arts.guardian.co.uk. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  4. 14 ივნისი 2008. (14 ივნისი 2008) Los Angeles Times 2008. Latimes.com. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  5. NME 2008. Nme.com. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  6. Pitchfork 2008. Pitchforkmedia.com (16 ივნისი 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-17. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  7. Sawdey, Evan. Popmatters 2008. Popmatters.com. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  8. By  WILL HERMES. Rolling Stone 2008. Rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  9. Wood, Mikael. Spin 2008. Spin.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-05. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  10. Rob Harvilla. (17 ივნისი 2008) The Village Voice 2008. Villagevoice.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-24. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  11. IFPI Top 50 Global Best Selling Albums for 2008 (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი 2009.
  12. Coldplay's 'Mylo Xyloto' to beat Adele's '21' in first-week sales? - Music News - Digital Spy. Digitalspy.ie (2011-10-25). ციტირების თარიღი: 2012-12-19.
  13. მონტგომერი, ჯეიმზ (2 ოქტომბერი 2006). „No Five-Year Hiatus For Coldplay — But They Are Taking A Break“. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2009. ციტირების თარიღი: 23 მარტი 2009.
  14. Coldplay Mixing Next Studio Album. ბილბორდი (22 თებერვალი 2008). ციტირების თარიღი: 1 იანვარი 2011.
  15. კოენ, ჯონათონი. (26 January 2007) Coldplay drafts Eno to produce fourth album. „ბილბორდი“. ციტირების თარიღი: 18 August 2008.
  16. Coldplay. Coldplay.com via Wayback Machine (20 April 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 November 2007. ციტირების თარიღი: 18 August 2008.
  17. Serpick, Evan (3 April 2008). „Coldplay Break the Mold“ (1049). Rolling Stone: 14. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  18. Coldplay Give Track-By-Track Tour Of Viva La Vida, Explain Handclaps, Tack Pianos And The Number 42 - Music, Celebrity, Artist News. MTV (9 ივნისი 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2010.
  19. Tyrangiel, Josh (9 June 2008). „Coldplay, Viva la Vida“. 171 (67). Time: 23. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  20. Clark, Jason (30 March 2008). „Summer Music Preview“ (994). Entertainment Weekly: 36. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 „Coldplay — Viva la Vida“. Q. Bauer Media Group. 15 May 2008. p. 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 19 February 2009.
  22. Coldplay - Boombox All Access - 2/3. YouTube (14 February 2010). ციტირების თარიღი: 7 August 2011.
  23. „Key Tracks — Coldplay“. The Sun: 57. 13 June 2008.
  24. „Two Coldplay demos leak online (Bloodless Revolution, Lovers in Japan)“. Coldplaying.com. coldplaying.com. 18 July 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 18 July 2009.
  25. Coldplay Indulges Experimentation On Fourth Album. ციტირების თარიღი: 14 აპრილი 2008.
  26. Jon Hopkins (6 ივნისი 2008).
  27. Montgomery, James. (9 ივნისი 2008) Coldplay Give Track-By-Track Tour Of Viva La Vida, Explain Handclaps, Tack Pianos And The Number 42. MTV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი 2008.
  28. Slender Fungus. (2010-06-08) Coldplay Oracle: What is the person unwrapping in this video? It looks to be a fake live DVD but I'm not sure... seems like a lot of work just to trick a few people. Any idea as to what it is?. Coldplay.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-08. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  29. Ranking Semanal desde 15/06/2008 hasta 21/06/2008 Spanish. Cámara Argentina de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 15 მაისი 2012.
  30. Australian Charts - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends. Australian-charts.com. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-17. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  31. Austria Top 40 - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends გერმანული. Austriancharts.at. Hung Medien. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  32. Charts Vlaanderen - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends Dutch. Ultratop. Hung Medien. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  33. Charts Belgique Francophone - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends French. Ultratop. Hung Medien. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  34. Hits of the World - Brazil. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (26 ივლისი 2008). ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  35. Illegal name entered კანადის ალბომები Coldplay Album & Song Chart History - კანადის ალბომები. 'Billboard. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  36. TOP50 Prodejní - Coldplay - Viva La Vida Czech. International Federation of the Phonographic Industry of the Czech Republic. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  37. IFPI Danmarks Officielle Hitliste - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends. Danishcharts.com. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-31. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  38. Danish Charts - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends Dutch. Dutchcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  39. European Albums - Week of ივლისი 05, 2008. Billboard. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  40. Finnish Chart - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends. Finnishcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  41. Classements - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends French. Lescharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  42. Album - Coldplay, Viva la Vida or Death and All His Friends გერმანული. Charts.de. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  43. Paul Sexton. (17 ივლისი 2009) Coldplay's 'Viva' Continues Euro Chart Hot Streak. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-07. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  44. Irish Music Charts Archive - Top 75 Artist Album, Week Ending 26 ივნისი 2008. Chart-track.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-22. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  45. Italian Charts - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends (album). Italiancharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  46. コールドプレイのアルバム売り上げランキング Japanese. Oricon. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  47. Keresés lista és dátum szerint - 2008. 39. hét - 2008. 09. 22. - 2008. 09. 28. - No.: 798 Hungarian. Mahasz. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  48. Mexican Charts - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends (album). Mexicancharts.com. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-18. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  49. New Zealand Charts - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends (album). Charts.org.nz. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-22. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  50. VG-lista - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends (album). Norwegiancharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  51. OLiS - 30 czerwca 2008 - Sprzedaż w okresie 16.06.2008 - 22.06.2008 Polish. OLiS. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  52. Portuguese Charts - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends (album). Portuguesecharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  53. Spanish Charts - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends (album). Spanishcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  54. Swedish Charts - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends (album). Swedishcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  55. Swiss Charts - Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends (album) გერმანული. Hitparade.ch. Hung Medien. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  56. 2008 Top 40 Official UK Albums Archive 28th ივნისი 2008. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2012.
  57. Coldplay Album & Song Chart History - Billboard 200. ''Billboard. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  58. Discos de Oro y Platino - Coldplay Spanish. Cámara Argentina de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2009.
  59. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  60. Austrian album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Coldplay ველში Interpret. შეიყვანეთ Viva la Vida or Death and All His Friends ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  61. Ultratop − ოქრო და პლატინა – 2009. Ultratop & Hung Medien / hitparade.ch.
  62. Canadian album certifications – Coldplay – Viva la Vida. Music Canada.
  63. Danish album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends. IFPI დანია.
  64. 64.0 64.1 Finnish album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland.
  65. French album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  66. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Coldplay; 'Viva la Vida or Death and All His Friends') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  67. Greek album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends ბერძნულად. IFPI საბერძნეთი.
  68. Irish album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends. ირლანდიის ჩანაწერების ასოციაცია.
  69. Italian album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  70. Japanese album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  71. Mexican album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends ესპანურად. მექსიკის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების ასოციაცია.
  72. Overzicht Goud/Platina Audio ჰოლანდიურად. NVPI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2012.
  73. THE FIELD id (chart number) MUST BE PROVIDED for NEW ZEALAND CERTIFICATION.
  74. Polish album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
  75. Top AFP - Semana 22 de 2011 Portuguese. Artistas-espectaculos.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 5 ივლისი 2012.
  76. Spanish album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends ესპანურად (PDF). ესპანეთის მუსიკალური პროდიუსერები.
  77. ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 2008 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
  78. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Coldplay; 'Viva la Vida or Death and All His Friends'). Hung Medien.
  79. MÜ-YAP Bağlantılı Hak Sahibi Fonogram Yapımcıları Meslek Birliği. Mu-yap.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-16. ციტირების თარიღი: 2012-12-19.
  80. British album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Viva la Vida or Death and All His Friends ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  81. American album certifications – Coldplay – Viva la Vida or Death and All His Friends. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  82. IFPI - ევროპის პლატინის ჯილდოები – 2011. ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია.
  83. Coldplay - Viva la Vida or Death and All His Friends: Release date in Japan. Discogs (11 ივნისი 2008). ციტირების თარიღი: 27 აგვისტო 2008.