Violet Hill — პირველი სინგლი Coldplay-ს 2008 წლის ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends. სინგლის სახით იგი გამოდის 2008 წლის 5 მაისს - ვინილის ჩანაწერისა და ციფრული ფორმატის სახით. სინგლის პრემიერა გაიმართა ამავე წლის 29 აპრილს, ჯორჯ ლემბის შოუზე, ბი-ბი-სი 6-ის ეთერში. სინგლის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა სიცილიაში, იტალიაში. მასში ჯგუფის წევრები მხიარულად დახტიან ძველ ნანგრევებზე და სიმღერის შესრულების იმიტაციას ახდენენ. სიმღერის ალტერნატიული, სახუმარო კლიპი გავრცელდა ჯგუფის ოფიციალური საიტის მეშვეობით - მასში სიმღერას რითმულად და სინქრონულად მისდევს სხვადასხვა პოლიტიკოსის ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, უშუალოდ - ჯორჯ ბუშის.

„Violet Hill“
სინგლიColdplay
ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends
B-მხარე A Spell A Rebel Yell
გამოსვლის თარიღი 5 მაისი 2008
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
Capitol
პროდიუსერი Coldplay
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია
„White Shadows“
(2007)
Violet Hill
(2008)
„Viva La Vida“
(2008)

ვინილის ჩანაწერს, რომელიც უფასოდ გავრცელდა ჟურნალის NME 7 მაისის გამოცემასთან ერთად, თან დაერთო დამატებითი სიმღერა "A Spell A Rebel Yell", რომელიც არ იქნება შეტანილი ალბომში Viva la Vida or Death and All His Friends.

2008 წლის 12 მაისს სიმღერა შევიდა 75 საუკეთესო სინგლის ჩარტში და მოხვდა მის #8 ადგილზე - იმის გათვალისწინებით რომ მანამდე იგი უფასოდ იტვირთებოდა ჯგუფის ოფიციალური საიტიდან და უფასოდ დარიგდა NME-სთან ერთად.

სიმღერების სია

რედაქტირება
ციფრული ვერსია
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Violet Hill“3:49
CD სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Violet Hill“3:49
2.„Lost?“3:42
პრომო CD სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Violet Hill“ (რადიოს ვერსია)3:21
პრომო 7" (უფასოდ ვრცელდებოდა NME-სთან ერთად)
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Violet Hill“3:49
2.„A Spell a Rebel Yell“2:46

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება