მთავარი მენიუს გახსნა

გაი რუპერტ ბერიმენი (ინგლ. Guy Berryman; დ. 12 აპრილი 1978) — მუსიკოსი და ჯგუფ Coldplay-ს ერთ-ერთი წევრია. ის ბას-გიტარაზე უკრავს და ჯგუფში არარადიკალურობით და არააგრესიულობით გამოირჩევა.

გაი ბერიმენი
Guy Berryman, 2011 (3).jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1978 (1978-04-12) (41 წლის)
კირკკელდი, შოტლანდია
დაბ. ადგილი დროშა: შოტლანდია შოტლანდია
ეროვნება შოტლანდიელები
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
საქმიანობა ბას გიტარისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა, ელექტრონული პიანინო.
აქტიური 1996-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Parlophone, Capitol
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Precision Bass
Fender Jazz Bass
გაი ბერიმენი ვიკისაწყობში

ბერიმენი დაიბადა კირკალდიში (ფაიფი, შოტლანდია), მაგრამ თორმეტი წლის ასაკში კენტში, ინგლისი გადავიდა. ის გიტარაზე თექვსმეტი წლიდან უკრავდა. ბერიმენი ფანკ და გრუვ მუსიკაზე გაიზარდა და ამ მიმდინარეობების იშვიათ გამოცემებს აგროვებს.

სანამ Coldplay ჩამოყალიბდებოდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ბერიმენი ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნის დროს ჯგუფ Time Out-ში იყო.

მისი მამა ინჟინერია, რომელიც ლა მანშის არხზე მუშაობდა და ამჟამად ადრიან ჰემინგთან ერთად მუშაობს. როდესაც გაი საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ინჟინერიის სწავლა დაიწყო, მაგრამ შემდეგ გაუძნელდა და არქიტექტურაზე გადავიდა. ერთი წლის შემდეგ არქიტექტურის ფაკულტეტიც მიატოვა, რათა ფოკუსირება Coldplay-ში ბას-გიტარის დაკვრაზე მოეხდინა. სანამ მისი მეგობრები უნივერსიტეტში სწავლას მაინც აგრძელებდნენ, გაი ბარმენად მუშაობდა ადგილობრივ პაბში.

ბერიმენზე გავლენა იქონია ჯეიმზ ბრაუნის, The Beatles-ის, Kool & the Gang-ის, პინკ ფლოიდის, ლინ კოლინზის, მასეო პარკერის და The JBs-ის მუსიკამ.

გაის არასოდეს იტაცებდა სპორტი და თავადაც სპორტის რომელიმე სახეობით არასდროს ყოფილა დაკავებული. სკოლის წლებში ის მთელ დროს საყვირზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა სკოლის ბენდში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება