Life in Technicolor II — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს სიმღერა და სინგლი 2008 წლის EP დისკიდან Prospekt's March. სინგლის პრომო-ვერსია გამოიცა კომპაქტ დისკზე ბრიტანეთში, 2009 წლის 2 თებერვალს.

„Life in Technicolor II“
სინგლიColdplay
ალბომიდან Prospekt's March
B-მხარე Life in Technicolor II (საკონცერტო ჩანაწერი, O2, ლონდონი)
The Goldrush
გამოსვლის თარიღი 2 თებერვალი, 2009 (2009-02-02)
(იხილეთ გამოცემების ისტორია)
ჩაიწერა 2008
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 4:05 (EP-ს ვერსია)
3:37 (რადიოს ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი
პროდიუსერი ბრაიან ინო
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია
„Lhuna“
(2008)
Life in Technicolor II
(2009)
„Strawberry Swing“
(2009)


„Life in Technicolor“
სიმღერაColdplay
ალბომიდან Viva la Vida or Death and All His Friends
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 11 ივნისი 2008
ჩაიწერა 2008
ჟანრი ბრიტ პოპი
ხანგრძლივობა 2:29
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი მარკუს დრევსი, ბრაიან ინო, რიკ სიმფსონი
Viva la Vida or Death and All His Friendsსიმღერები
  1. Life in Technicolor
  2. Cemeteries of London
  3. Lost!
  4. 42
  5. Lovers in Japan/Reign of Love
  6. Yes
  7. Viva La Vida
  8. Violet Hill
  9. Strawberry Swing
  10. Death and All His Friends

სიმღერის ინსტრუმენტული ვერსია შეტანილია ჯგუფის მეოთხე სტუდიურ დისკში Viva la Vida or Death and All His Friends. იგი არის ალბომის პირველი კომპოზიცია და ჯგუფის ალბომში მთლიანად ინსტრუმენტული კომპოზიციის შეტანის პირველი შემთხვევა. ამასთან, იგი დისკის ერთგვარი შესავალია, რაც ასევე პირველი შემთხვევაა კოლექტივის შემოქმედებაში.

ჯგუფის ოფიციალურ საიტზე ასევე განთავსდა ამ კომპოზიციის მცირე ვიდეორგოლი, რომელშიც Coldplay სტუდიაში ასრულებს მას, პროდიუსერ ბრაიან ინოს დახმარებით.

სიმღერების სია

რედაქტირება
ციფრული ჩამონატვირთი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Life in Technicolor ii“4:05
2.„Life in Technicolor ii“ (ჩაწერილია ცოცხლად The O2-ში, ლონდონი)3:36
3.„The Goldrush“2:29
აშშ რადიო პრომო CD სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Life in Technicolor ii“ (რადიოს ვერსია)3:12
აშშ პრომო CD
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Life in Technicolor ii“ (პოპ ვერსია)3:14
2.„Life in Technicolor ii“ (რადიოს ვერსია)3:37
3.„Life in Technicolor ii“ (ინსტრუმენტული)4:06
ბრიტანული პრომო CD
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Life in Technicolor ii“ (რადიოს ვერსია)3:37
2.„Life in Technicolor ii“ (Prospekt's March-ის ვერსია)4:05
7" გრამფირფიტა
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Life in Technicolor ii“4:05
2.„The Goldrush“2:29

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება
 

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებულია დუგელ უილსონის მიერ. კლიპში ნაჩვენებია ბავშვებისათვის გამართული სახალისო სანახაობა მარიონეტების მონაწილეობით, რომლებიც ჯგუფის წევრებს ასახავენ. სხვადასხვა პიროტექნიკის გამოყენებით ხდება სანახაობის გაფორმება. მეხუთე თოჯინა არის ჯგუფის მეხუთე წევრი, ფილ ჰარვი.

საგულისხმოა, რომ კლიპში გამოყენებული მარიონეტების თოჯინების ფოტოსურათები ქვეყნდებოდა საკონცერტო ტურნეს Viva la Vida Tour მსვლელობისას - ყოველი მათგანი გადაღებული იყო იმ ქალაქში, რომელშიც ჯგუფი ამა თუ იმ დღეს იმყოფებოდა.

ჩარტებში

რედაქტირება

ბრიტანული სინგლების ჩარტებში კომპოზიცია მოხვდა #90 ადგილზე.

ჩარტები (2008) უმაღლესი
ადგილი
ბრიტანული სინგლების ჩარტი 90

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება