ხვიჩა კვარაცხელია

ქართველი ფეხბურთელი

ხვიჩა კვარაცხელია (დ. 12 თებერვალი, 2001, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი.[2][3][4]

ხვიჩა კვარაცხელია
Khvicha Kvaratskhelia.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხვიჩა ბადრის ძე კვარაცხელია[1]
დაბადების
თარიღი
12 თებერვალი, 2001 (2001-02-12) (22 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ნაპოლი
ნომერი 77
ახალგაზრდული კარიერა
2012–2017 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2017–2018 დინამო თბილისი 4 (1)
2018–2019 რუსთავი 18 (3)
2019   ლოკომოტივი მ. 7 (1)
2019–2022 რუბინი 69 (9)
2022 დინამო ბათუმი 11 (8)
2022– ნაპოლი 34 (12)
ეროვნული ნაკრები
2016–2018 საქართველო 17-წ. 21 (15)
2017–2019 საქართველო 19-წ. 7 (3)
2019 საქართველო 21-წ. 2 (1)
2019– საქართველო 20 (10)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4 ივნისი, 2023
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 მარტი, 2023

საკლუბო კარიერარედაქტირება

 
კვარაცხელია 2019 წელს

ადრეული კარიერარედაქტირება

2012 წლიდან თამაშობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიასა და ახალგაზრდულ გუნდებში. კვარაცხელიამ საკლუბო კარიერა 2017 წელს, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. კლუბის ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი იმავე წლის 29 სექტემბერს კოლხეთი-1913-ის წინააღმდეგ გამართულ საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრაში შედგა. დინამოელთა მაისურით მან მხოლოდ ოთხი მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო. მომდევნო წელს „რუსთავში“ გადავიდა, რომლის მაისურითაც 18 შეხვედრა ჩაატარა და სამი ბურთი გაიტანა.

მოსკოვის „ლოკომოტივი“რედაქტირება

2019 წლის 15 თებერვალს, კვარაცხელია იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა.[5] მისი დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2019 წლის 10 მარტს, მაჰაჩყალის „ანჟის“ წინააღმდეგ შედგა, როდესაც შეხვედრის 86-ე წუთზე ჯეფერსონ ფარფანი შეცვალა.[6]

2019 წლის 1 ივლისს, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კვარაცხელიას „ლოკომოტივის“ დატოვება მოუწია.[7] კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ხვიჩას გუნდიდან წასვლის და „რუსთავისგან“ არგამოსყიდვის გამო.[8]

ყაზანის „რუბინი“რედაქტირება

2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[9] 2019 წლის 15 ივლისს, მან ყოფილ კლუბს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ გაუტანა, ხოლო მომდევნო გოლი „რუბინის“ მაისურით, 2019 წლის 30 ნოემბერს, გროზნოს „ახმატის“ კარში შეაგდო. 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული „გალათასარაი“ მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

კვარაცხელია 2020 წლის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში გულშემატკივრებმა ზედიზედ სამჯერ დაასახელეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად.[10] 2020 წელს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2021 წლის აპრილში კვლავ დაასახელეს გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.

2021 წლის დასაწყისში L'Equipe-მა გამოაქვეყნა XXI საუკუნეში დაბადებული 50 საუკეთესო ფეხბურთელის სია, რომელშიც ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი იყო.[11]

ბათუმის „დინამო“რედაქტირება

2022 წლის 7 მარტს ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში მყოფ ლეგიონერებს შეეძლოთ ცალმხრივად გაეწყვიტათ კონტრაქტები და უფლება ეძლეოდათ რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ კლუბებს 2022 წლის 30 ივნისამდე შეერთებოდნენ.[12] 2022 წლის 24 მარტს ყაზანის „რუბინის“ პრეს-სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიამ და კლუბმა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღეს მათ შორის არსებული კონტრაქტის შეჩერების შესახებ.[13] ამავე დღეს ის ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა.

კვარაცხელიამ ბათუმის „დინამოს“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ამასთან ერთად, ივნისის ბოლოს ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.[14]

ნაპოლირედაქტირება

2022 წლის 1 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 10–12 მილიონი ევრო შეადგინა.[15] მისი დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, პირველივე ტურის გასვლით შეხვედრაში, ვერონას „სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე“ „ელას ვერონას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა პირველი ბურთი საკუთარ კარში მიიღეს, შეხვედრის დარჩენილი პერიოდი აღმავლობით ჩაატარეს და მასპინძლებს დიდი ანგარიშით (5–2) მოუგეს.[16] 21 აგვისტოს „მონცასთან“ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ნაპოლიმ „მონცა“ ანგარიშით 4–0 დაამარცხა.[17]

 
მატჩის საუკეთესო მოთამაშე

3 სექტემბერს კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი გაუტანა „ლაციოს“ (2–1). 4 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით იგი სერია A-ს ბომბარდირთა სათავეში მოექცა. შედეგად, კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[18][კომ. 1]

სერია A-ს მე-7 ტურში „ნაპოლი“ „სან სიროზე“ მოქმედ ჩემპიონს „მილანს“ დაუპირისპირდა და 2–1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში იყო 0–0, ხვიჩამ „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ უშეცდომოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ სპალეტის გუნდი 17 ქულით „ატალანტასთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 7 სექტემბერს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. შეხვედრა ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მას 51 793 მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებმა იურგენ კლოპის გუნდი ანგარიშით 4–1 დაამარცხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ერთი საგოლე პასი მიითვალა თავის აქტივში, როდესაც ორი ლივერპულელი მისთვის ჩვეულ სტილში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა და მეტოქის კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯოვანი სიმეონემ მისი გადაცემა გოლად გარდასახა.[19]

4 ოქტომბერს „ნაპოლის“ მაისურით მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ეს მოხდა ამსტერდამის „აიაქსთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც ნეაპოლელებმა დიდი ანგარიშით 6–1 მოიგეს.[20] თავისი მეორე გოლი ამავე ტურნირზე 12 ოქტომბერს კვლავ „აიაქსის“ კარში, ამჯერად ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გამართულ მატჩში, თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. შეხვედრა კვლავ ნეაპოლელთა გამარჯვებით 4–2 დამთავრდა.[21] მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა.[22][23][24][25] ამ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელებმა ტურნირის მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.[26]

სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „ბოლონიას“ წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩაატარა, რომელიც „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ნეაპოლელთა გამარჯვებით 3–2 დასრულდა.[27][28] კვარაცხელიამ 69-ე წუთზე კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა — საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ვიქტორ ოსიმენი, რომელმაც მისი საგოლე გადაცემა გოლად გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.[29] შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური და ევროპული გამოცემების მაღალი შეფასება დაიმსახურა.[30][31]

ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა 23 ოქტომბერს, რომში, სერია A-ს მე-11 ტურის პრინციპულ შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს „რომას“ წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მოიაზრებოდა და რომელიც სტუმრებმა ვიქტორ ოსიმენის გოლით 1–0 მოიგეს,[32][33] La Gazzetta dello Sport-მა სპალეტის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა.[34] „რომასთან“, „სტადიო ოლიმპიკოზე“ შეკრებილი მაყურებლის თვალწინ მიღწეული გამარჯვებით „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში წაუგებელი სვლა განაგრძო და 29 ქულით გათამაშების ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.[35] ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-11 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით.[36] აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ასეთი შთამბეჭდავი მაჩვენებელი „ნაპოლის“ 1986 წლის შემდეგ არ ჰქონია.[37][კომ. 2][კომ. 3]

29 ოქტომბერს, სერია A-ს მე-12 ტურის საშინაო მატჩში „სასუოლოს“ წინააღმდეგ, რომელიც მასპინძლებმა 4–0 მოიგეს, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემით ჯერ ვიქტორ ოსიმენს შეასრულებინა დუბლი, ხოლო შემდეგ მარიო რუის საგოლე გადაცემა თავად გარდასახა გოლად.[38][39] ეს იყო ნეაპოლელთა მიერ მოპოვებული ზედიზედ მე-13 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც სარეკორდო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში.[კომ. 4]

2023 წლის 13 იანვარს, სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა „ნაპოლიმ“ შინ, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი „იუვენტუსი“ მიიღო, დიდი ანგარიშით 5–1 დაამარცხა და მათ შორის სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა.[40] ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძელთა მიერ გატანილი ხუთი გოლიდან ოთხში მიიღო მონაწილეობა. პირველი ბურთი სტუმართა კარში კვარაცხელიას ეფექტური დარტყმის შემდეგ, რომელიც ტურინელთა მეკარე შჩესნიმ მოიგერია, ოსიმენმა დასწრებაზე თამაშის დროს თავით გაიტანა. მეორე ბურთი ოსიმენის პასით თავად ხვიჩამ შეაგდო. მესამედ „იუვენტუსის“ კარი ხვიჩას მოწოდებული კუთხურის შემდეგ ნეაპოლელთა მცველმა ამირ რაჰმანიმ აიღო, ხოლო მეოთხე გოლი კვლავ ხვიჩას საგოლე გადაცემის შემდეგ ისევ ვიქტორ ოსიმენის ზუსტი თავური დარტყმის შედეგად გავიდა.[41][42] კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულებისას ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.[43]

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა (პირველად აგვისტოში). თებერვალში, „ნაპოლიმ“ სერია A-ში 4 მატჩი გამართა და ოთხივე მოიგო. კვარაცხელიამ 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან „სპეციას“, „კრემონეზესა“ და „სასუოლოს“ კარი აიღო, საგოლე პასი კი „სპეციასთან“ შეასრულა.

„ნაპოლიმ“ სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრა „უდინეზესთან“ სტუმრად, უდინეს „დაჩია არენაზე“ 4 მაისს გამართა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1–1 დასრულდა. ნეაპოლელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. ეს კლუბის ისტორიაში მესამე საჩემპიონო ტიტულია. მას შემდეგ, რაც კლუბმა დიეგო მარადონას თავკაცობით 1987 და 1990 წლებში სკუდეტო ორჯერ მოიგო, ნეაპოლელებისთვის ეს პირველი დიდი მიღწევაა 33 წლის შემდეგ.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა 12 გოლი, 10 საგოლე პასი და 4 გამომუშავებული პენალტი.[44] ხოლო საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში — 14 გოლი, 14 საგოლე გადაცემა და 5 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი 9 მატჩში — 2 გოლი, 4 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი.[45][46][47]

2023 წლის 2 ივნისს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორის ლუიჯი დე სიერვოს შეფასებით ხვიჩა კვარაცხელიას გავლენა ლიგაზე შთამბეჭდავი იყო. მან მიულოცა „ნაპოლის“ ამ ნიჭიერი ფეხბურთელის იტალიაში ჩამოყვანა, რომელმაც პიროვნულ თვისებებთან ერთად პირველივე მატჩებიდან აჩვენა თავისი ტექნიკური შესაძლებლობები, შემოქმედებითობა, დრიბლინგი და 12 გატანილი გოლით და 10 საგოლე გადაცემით იქცა კლუბის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ, რომელმაც საბოლოოდ გუნდს სკუდეტო მოაგებინა და ამით ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისა და ლამაზი ფეხბურთის მოყვარულის ოცნება აასრულა.[48]

სანაკრებო კარიერარედაქტირება

2016 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 7 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. კვარაცხელიამ შეხვედრა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.[49] ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც კვარაცხელიამ 2019 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.

თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 2020 წლის 14 ოქტომბერს გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა. სულ 2020 წელს კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების მაისურით ოთხ შეხვედრაში ითამაშა.

2021 წელს კვარაცხელიამ ნაკრებში 7 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ერთი ამხანაგური უზბეკეთის ნაკრებთან, ხოლო 6 მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლიდან, რომლის ფარგლებშიც 4 გოლი შეაგდო. პირველად 2021 წლის 28 მარტს მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა, 31 მარტს კი საბერძნეთის ნაკრების კარი აიღო, ხოლო 11 ნოემბერს შვედეთის ეროვნულ ნაკრებს დუბლი შეუსრულა.

მომდევნო 2022 წელს, წინა წლის მსგავსად, კვლავ შვიდ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ერთი იყო ამხანაგური — ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია. ივნისის სანაკრებო პაუზის დროს, ხვიჩა კვარაცხელიამ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორი პენალტი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემტევი კი ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანია Sofascore-მა უეფას ერთა ლიგის 2022–23 წლების სეზონის საწყისი 4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.[50][51]

საერთო ჯამში, უეფას ერთა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში მან ხუთჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. აქედან ორ-ორჯერ გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა და ერთიც ბულგარეთს. აღსანიშნავია, რომ ამ 6 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.

2022 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლოსწინა ტურში თბილისის „დინამო არენაზე“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში, ჯგუფში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა და B დივიზიონის საგზურიც მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი გოლის გატანაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, ხოლო მეორე კი ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი გადაცემით თავად გაიტანა. ამასთან ერთად, 21 წლის ქართველი შემტევი ტურნირის ოთხივე დივიზიონში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ საერთაშორისო ანალიტიკურ ინტერნეტ-პორტალ „სოფასქორის“ რეიტინგით ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში დასახელდა.[52][53]

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მიღწეულ ამ წარმატებაში ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით, თანაგუნდელებთან ერთად — კვარაცხელიამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.[54]

საკლუბო სტატისტიკარედაქტირება

განახლდა: 4 ივნისი, 2023
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტინენტური სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
დინამო
თბილისი
2017 ეროვნული ლიგა 4 1 1 0 5 1
ჯამში 4 1 1 0 0 0 0 0 5 1
რუსთავი 2018 ეროვნული ლიგა 18 3 0 0 18 3
ჯამში 18 3 0 0 0 0 0 0 18 3
ლოკომოტივი
მოსკოვი
2018–19 რპლ 7 1 3 0 10 1
ჯამში 7 1 3 0 0 0 0 0 10 1
რუბინი ყაზანი 2019–20 რპლ 27 3 1 0 28 3
2020–21 23 4 0 0 23 4
2021–22 19 2 1 0 2[ა] 0 22 2
ჯამში 69 9 2 0 2 0 0 0 73 9
დინამო ბათუმი 2022 ეროვნული ლიგა 11 8 11 8
ჯამში 11 8 0 0 0 0 0 0 11 8
ნაპოლი 2022–23 სერია A 34 12 0 0 9[ბ] 2 43 14
ჯამში 34 12 0 0 9 2 0 0 43 14
სულ ჯამში 143 34 6 0 11 2 0 0 160 36

სანაკრებო სტატისტიკარედაქტირება

განახლდა: 28 მარტი, 2023
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო 2019 1 0
2020 4 1
2021 7 4
2022 7 5
2023 1 0
ჯამში 20 10

სანაკრებო მატჩები და გოლებირედაქტირება

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 07.06.2019 თბილისი საქართველო   3–0   გიბრალტარი ევრ. შეს.   47' [55]
2 05.09.2020 ტალინი ესტონეთი   0–1   საქართველო ერთა ლიგა   92' [56]
3 08.09.2020 თბილისი საქართველო   1–1   მაკედონია ერთა ლიგა [57]
4 08.10.2020 თბილისი საქართველო   1–0   ბელარუსი ევრ. შეს.   89' [58]
5 14.10.2020 სკოპიე მაკედონია   1–1   საქართველო ერთა ლიგა   74'   70' [59]
6 25.03.2021 სოლნა შვედეთი   1–0   საქართველო მსოფ. შეს.   46' [60]
7 28.03.2021 თბილისი საქართველო   1–2   ესპანეთი მსოფ. შეს.   43'   79' [61]
8 31.03.2021 სალონიკი საბერძნეთი   1–1   საქართველო მსოფ. შეს.   78' [62]
9 09.10.2021 ბათუმი საქართველო   0–2   საბერძნეთი მსოფ. შეს. [63]
10 12.10.2021 პრიშტინა კოსოვო   1–2   საქართველო მსოფ. შეს.   72' [64]
11 11.11.2021 ბათუმი საქართველო   2–0   შვედეთი მსოფ. შეს.   61'77'   80' [65]
12 15.11.2021 გორი საქართველო   1–0   უზბეკეთი ამხანაგური   61' [66]
13 25.03.2022 ზენიცა ბოსნია და ჰერცეგოვინა   0–1   საქართველო ამხანაგური   75' [67]
14 02.06.2022 თბილისი საქართველო   4–0   გიბრალტარი ერთა ლიგა   12'   63' [68][69]
15 05.06.2022 რაზგრადი ბულგარეთი   2–5   საქართველო ერთა ლიგა   58' (პენ.)   67' [70][71]
16 09.06.2022 სკოპიე მაკედონია   0–3   საქართველო ერთა ლიგა   62'   83' [72][73]
17 12.06.2022 თბილისი საქართველო   0–0   ბულგარეთი ერთა ლიგა [74]
18 23.09.2022 თბილისი საქართველო   2–0   მაკედონია ერთა ლიგა   64' [75]
19 26.09.2022 გიბრალტარი გიბრალტარი   1–2   საქართველო ერთა ლიგა   19' (პენ.)   72' [76]
20 28.03.2023 ბათუმი საქართველო   1–1   ნორვეგია ევრ. შეს. [77]

ოჯახირედაქტირება

ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის, ბადრი კვარაცხელიას ვაჟია. თბილისის „დინამოს“ გარდა ბადრი კვარაცხელია ასევე თამაშობდა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებში. მის მიღწევებს შორის აღსანიშნავია 1993 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში მოპოვებული საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ამას გარდა ოთხჯერ მოიპოვა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და ერთხელ აზერბაიჯანის თასი. 2000 წელს ბადრი კვარაცხელია აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამავე წელს 3 მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში.[78] სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის მწვრთნელად განაგრძო მუშაობა, რა დროსაც სათავეში ედგა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებს, მათ შორის „გურიას“, „სამტრედიას“, „რუსთავს“, „გაბალას“ და სხვ.[79][80][81]

ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა თორნიკე კვარაცხელია (დ. 2010) „ავაზას“ საფეხბურთო აკადემიაში თამაშობს.[82][83]

მიღწევებირედაქტირება

საკლუბორედაქტირება

  ლოკომოტივი მოსკოვი
  ნაპოლი

ინდივიდუალურირედაქტირება

საინტერესო ფაქტებირედაქტირება

2022 წლის 3 ნოემბერს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის The Sun-ის მიერ შედგენილ ტურნირზე გარღვევის მომხდენ ფეხბურთელეთა სიმბოლურ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.[96][97]

2022 წლის 18 ნოემბერს, ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 37-ე ადგილზე დაასახელა.[98]

ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კომენტარი გააკეთა სერიას A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას დასახელებასთან დაკავშირებით: „ვეთანხმები არჩევანს! ხვიჩა კვარაცხელია სრულიად დამსახურებულად გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი“, — უთხრა კაპელომ Championat.com-ს.[99]

კვარაცხელიამ MVP-ის ტიტული ასევე მოიპოვა თამაშის დროს საუკეთესო ვარიანტების არჩევის უნარით (94.8%), შეტევაში აგრესიულობით (95.3%) და ტექნიკური ეფექტურობით (94.8%). MVP ნომინანტები და გამარჯვებულები, ფაქტობრივად, ზუსტი პარამეტრების საფუძველზე შეირჩა, როგორიცაა Stats Perform-ის (სტატისტიკურ-ანალიტიკური პროგრამა) ანალიზი, რომელიც დაფიქსირებულია Hawk-Eye სისტემის თვალთვალის მონაცემებიდან.[100]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სოციალური ქსელები
Facebook · Instagram
თემატური საიტები
AFS · AS.com · BDFA · BDFutbol · ESPNFC.com · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Football Italia · Footballnews.ge · Kicker.de · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Sofascore · Sportbox.ru · Sportline.ge · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net
მედია
1tv.ge · CalcioMercato.com · Crystalsport.ge · Daily Mail · Eurosport · ilNapolista · informazione.it · Live.ge · Lelo.ge · talkSPORT · The New York Times · The Sun · TuttoNapoli.net · Sport Express · Virgilio Sport
ვიდეო
Geo Team · Khvicha Kvaratskhelia Official · MShow

კომენტარებირედაქტირება

  1. კვარაცხელიამ სერია A-ს თვის ფეხბურთელის ნომინანტებს შორის ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, გაასწრო ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან — პაულო დიბალა („რომა“), ტიონ კოპმეინერსი („ატალანტა“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), დუშან ვლახოვიჩი („იუვენტუსი“) და სერია A-ს აგვისტოს თვის ფეხბურთელისათვის დაწესებული ჯილდო მიიღო.
  2. Salvatore Malfitano. Spalletti: "Tante trappole, l'abbiamo interpretata benissimo. Mou? Non rispondo" ციტატა: „Si tratta dell’undicesima vittoria di fila in tutte le competizioni, come non accadeva dal 1986 quando però la striscia si era sviluppata su due stagioni diverse.“ // La Gazzetta dello Sport, 23 Ottobre 2022.
  3. Roma - Napoli: 0-1 - Serie A 2022/2023. Risultato finale e commento alla partita ციტატა: „Il Napoli ha vinto tutte le ultime 10 partite tra Serie A e Champions League, solo una volta i partenopei hanno ottenuto 11 successi di fila nella loro storia in tutte le competizioni dal 1929/30: tra aprile e settembre 1986 con Ottavio Bianchi in panchina.“ // Virgilio Sport, 23 Ottobre 2022.
  4. ამ თამაშამდე სამი დღით ადრე, 26 ოქტომბერს, ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გლაზგოს „რეინჯერსი“ 3–0 დაამარცხეს.

სქოლიორედაქტირება

  1. ხვიჩა კვარაცხელია // uefa.com
  2. „Ho scelto Napoli subito, sono in un grande Club e in una città fantastica“
  3. „Kvaradona“ has Napoli fans daring to dream after summer of discontent
  4. Khvicha Kvaratskhelia / espn.com
  5. Хвича Кварацхелия – в "Локомотиве" // fclm.ru
  6. Anzhi v Lokomotiv game report // premierliga.ru
  7. Кварацхелия покинул "Локомотив" // fclm.ru
  8. Сёмин: из-за ухода Кварацхелии из "Локомотива" у меня потекли слёзы
  9. Хвича Кварацхелия стал игроком «Рубина» // rubin-kazan.ru
  10. ზედიზედ მესამედ აღიარეს „რუბინის“ საუკეთესო ფეხბურთელად
  11. Кварацхелия вошел в топ-50 молодых игроков в мире // Sport Express
  12. FIFA adopts temporary employment and registration rules // fifa.com
  13. Кварацхелия и "Рубин" договорились о приостановке контракта // sportmk.ru
  14. ელიგის მეორე წრეში საუკეთესო კვარაცხელიაა // 1tv.ge
  15. Khvicha Kavaratskhelia hits New Record with his Transfer to Napoli
  16. Kvaratskhelia show all'esordio, gol e assist per il georgiano // eurosport.it
  17. È Kvaratskhelia show: doppietta da applausi. E il Napoli travolge 4-0 il Monza
  18. Kvaratskhelia voted Serie A Player of the Month // Football Italia
  19. Napoli 4–1 Liverpool / 2022–23 UEFA Champions League // uefa.com
  20. Ajax 1–6 Napoli / 2022–23 UEFA Champions League // uefa.com
  21. Napoli 4–2 Ajax / 2022–23 UEFA Champions League // uefa.com
  22. Every UEFA Champions League Player of the Match // uefa.com
  23. Khvicha Kvaratskhelia with his award after Napoli's defeat of Ajax // uefa.com
  24. კვარაცხელია „ნაპოლი“-„აიაქსის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშეა
  25. „არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაარტყამს პენალტს“ — „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ
  26. «Наполи» вышел в плей-офф футбольной Лиги чемпионов // sportmail.ru
  27. Serie A - Napoli, Spalletti: "Oggi è bellissimo essere l'allenatore del Napoli"
  28. Spalletti: "Grande mentalità e i gol dei titolari del secondo tempo: bene così"
  29. კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ისევ მოაგებინა — გუნდმა ლიდერობა შეინარჩუნა
  30. კვარაცხელია რენესანსის ფრესკების მსგავს საგოლეებს ხატავს
  31. "Kvaratskhelia è molto più forte dell'ultimo Insigne, è proprio un'altra cosa!"
  32. Roma 0–1 Napoli / Serie A 2022-2023. Stadio Olimpico / 23.10.2022 // eurosport.it
  33. Roma-Napoli 0-1 | Osimhen stuns Roma with a belter: Goals & Highlights
  34. Vittoria importantissima per la squadra di Spalletti // gazzetta.it
  35. Serie A classifiche // eurosport.it
  36. Napoli beat Roma to make it 11 consecutive wins in all competitions // bbc.com
  37. Spalletti: "Tante trappole, l'abbiamo interpretata benissimo. Mou? Non rispondo"
  38. Pagelle Napoli-Sassuolo: Kvaratskhelia game over, Osimhen tris storico!
  39. გოლი და ორი საგოლე გადაცემა „სასუოლოსთან“ „სტადიო მარადონაზე“
  40. Napoli humiliate Juventus 5-1 to extend Serie A lead
  41. Napoli-Juventus 5-1 | Absolute scenes in Naples! Serie A 2022/23
  42. Napoli crushes 2nd-placed Juventus 5-1 to go 10 points clear
  43. Napoli - Juventus 5-1. Spectacol total în derby
  44. Serie A / Goleadores / Asistencias // promiedos.com
  45. Khvicha Kvaratskhelia Key stats // uefa.com
  46. რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიაზე // europop.ge
  47. სმოროდსკაია ხვიჩაზე: შოკში ვარ, როგორ გაუშვეს გუნდიდან // crystalsport.ge
  48. 48.0 48.1 Khvicha Kvaratskhelia is the MVP - Best Overall of the Serie A 2022/2023
  49. Georgia 3–0 Gibraltar / 2020 European Championship Qualifying // espn.com
  50. ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
  51. კვარაცხელია C ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია // europop.ge
  52. კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულშია // 1tv.ge
  53. კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულშია // primetime.ge
  54. „მნიშვნელობა არ აქვს, ტაბლოზე კვარაცხელია წერია თუ ზივზივაძე“
  55. Georgia 3–0 Gibraltar / EC Qualification // soccerway
  56. Estonia 0–1 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  57. Georgia 1–1 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
  58. Georgia 1–0 Belarus / EC Qualification // soccerway
  59. North Macedonia 1–1 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  60. Sweden 1–0 Georgia / WC Qualification Europe // soccerway
  61. Georgia 1–2 Spain / WC Qualification Europe // soccerway
  62. Greece 1–1 Georgia / WC Qualification Europe // soccerway
  63. Georgia 0–2 Greece / WC Qualification Europe // soccerway
  64. Kosovo 1–2 Georgia / WC Qualification Europe // soccerway
  65. Georgia 2–0 Sweden / WC Qualification Europe // soccerway
  66. Georgia 1–0 Uzbekistan / Friendlies // soccerway
  67. Bosnia-Herzegovina 0–1 Georgia / Friendlies // soccerway
  68. Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League // soccerway
  69. Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League // uefa.com
  70. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  71. Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
  72. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  73. North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
  74. Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League // soccerway
  75. Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
  76. Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League // soccerway
  77. Georgia 1–1 Norway / UEFA European Championship Qualifiers // soccerway
  78. Kvaratskhelia Football Dynasty: Mamia, Badri, Khvicha and Tornike
  79. ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი გახდეს
  80. Badri Kvaratskhelia / Profile // worldfootball.net
  81. Badri Kvaratskhelia / Profile // footballdatabase.eu
  82. ბავშვი, რომელიც ყველას ატყუებს - 10 წლის კვარაცხელია ძმის კვალზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-18. ციტირების თარიღი: 2021-08-15.
  83. ცეცხლი მინდორზე – ვრცელი ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან
  84. "Локомотив" – обладатель Олимп-Кубка России по футболу // rfs.ru
  85. Napoli win Serie A for first time in 33 years // BBC Sport
  86. GFF-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა
  87. Khvicha Kvaratskhelia EA Sports Player of the Month for August // legaseriea.it
  88. Khvicha Kvaratskhelia | Player of the Month: August 2022 | Serie A 2022/23
  89. Khvicha Kvaratskhelia EA SPORTS Player Of The Month for February
  90. Khvicha Kvaratskhelia EA SPORTS Player Of The Month for March
  91. Khvicha Kvaratskhelia won the Goal Of The Month award
  92. Khvicha Kvaratskhelia (Napoli) // theathletic.com
  93. The Athletic Young Player of the Year awards 2022-23
  94. ისტორია დაიწერა — ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/2023 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
  95. EA SPORTS™ FIFA 23 - Serie A Team of the Season // legaseriea.it
  96. Champions League breakthrough XI // The Sun
  97. „არსაიდან გამოჩენილი მფრინავი გარემარბი“ // crystalsport.ge
  98. Ranked! The 100 best players in the world, 2022 // fourfourtwo.com
  99. როცა არჩევანი კაპელოსაც მოსწონს... // lelo.ge
  100. კვარაცხელიამ სერია A-ს MVP-ის ტიტული სტატისტიკითაც დაიმსახურა