გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი (დ. 29 სექტემბერი, 2000, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე. 2020 წელს დაასახელეს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ.[1] 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 29 სექტემბერი, 2000 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 199 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ვალენსია | ||
ნომერი | 25 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2010–2012 | გაგრა | ||
2012–2018 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2018–2021 | დინამო თბილისი | 0 | (0) |
2019 | → რუსთავი | 28 | (0) |
2020–2021 | → ლოკომოტივი | 29 | (0) |
2021–2024 | ვალენსია | 95 | (0) |
2024– | ლივერპული | 0 | (0) |
2024– | → ვალენსია | 9 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2016 | საქართველო 17-წლ. | 1 | (0) |
2019–2023 | საქართველო 21-წლ. | 7 | (0) |
2021– | საქართველო | 25 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 ოქტომბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაადრეული კარიერა
რედაქტირებასაფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში.[2] 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.
„რუსთავი“
რედაქტირება2019 წელს „რუსთავში“ იჯარით გადავიდა. მისი დებიუტი კლუბში 2019 წლის 2 მარტს თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.[3] მომდევნო მატჩში, 2019 წლის 6 მარტს, რომელშიც „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ ითამაშა, კარის მშრალად შენახვა შეძლო და შეხვედრაც უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა.[4] სეზონის დასაწყისიდანვე თავი კლუბის ძირითადი მეკარის ამპლუაში დაიმკვიდრა და 30 მატჩიდან 9 შეხვედრაში ბურთი არ გაუშვია. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.
თბილისის „ლოკომოტივი“
რედაქტირება2020 წლის დასაწყისში იჯარით თბილისის „ლოკომოტივში“ განაგრძო თამაში. სეზონი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. მისი დებიუტი კლუბში 2020 წლის 9 ივლისს ბათუმის „დინამოსთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.[5] „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში პირველი „მშრალი“ მატჩი 2020 წლის 18 ივლისს „საბურთალოს“ წინააღმდეგ ითამაშა — შეხვედრა უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა.[6] მალევე კლუბში ძირითადი მეკარის ადგილი დაიმკვიდრა. იმავე წელს კლუბთან ერთად უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდს მიაღწია, რა დროსაც თბილისელებმა პირველ ორ ტურში რუმინული „უნივერსიტატეა“ და მოსკოვის „დინამო“ დაჯაბნეს, ხოლო მესამე ტურში ესპანურ „გრანადასთან“ დამარცხდნენ. ესპანურ კლუბთან დამარცხების მიუხედავად, ქართველმა მეკარემ ესპანელი სკაუტების ყურადღება თავისი გამორჩეული თამაშით მაინც მიიპყრო.[7] 2020 წლის დეკემბრის ბოლოს მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან წლის საუკეთესო მეკარის ჯილდო მიიღო.[8] 2021 წლის იანვარში კი უეფამ ფეხბურთელი 50 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სიაში შეიყვანა.[9] 2021 წლის დასაწყისში მან კვლავ თბილისურ კლუბში გამოსვლა განაგრძო.
„ვალენსია“
რედაქტირება2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით, თავდაპირველად გაგზავნილი იქნა „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში, რათა იქ ევარჯიშა.[10][11] წინასასეზონო ვარჯიშზე მამარდაშვილმა ესპანური კლუბის მწვრთნელზე, ხოსე ბორდალასზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი მან მაშინვე მთავარ გუნდში ძირითად მეკარედ გადაიყვანა.[12] მისი ესპანური დებიუტი 2021 წლის 13 აგვისტოს, ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ შედგა. მატჩი „ვალენსიას“ გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა.[13]
2021 წლის ბოლოს „ვალენსიამ“ საბოლოოდ გამოისყიდა მამარდაშვილი და მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.[14][15] პირველი მატჩი, როგორც კლუბის სრულფასოვანმა მოთამაშემ, 2022 წლის 6 თებერვალს, „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ ჩაატარა.[16] თავის სადებიუტო სეზონში მან ესპანეთის პირველობის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც სულ 20 გოლი გაუშვა, ხოლო 8-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც რამდენჯერმე მოხვდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო.[17] 2022 წლის მაისში, Marca-ს ვერსიით, ფეხბურთელი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
2023 წლის 21 მაისს ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. მატჩი „ვალენსიას“ გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. საყოველთაო შეფასებით გიორგი მამარდაშვილმა „რეალთან“ თავისი კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ორივე გუნდში გამორჩეული იყო და აღიარებაც მოიპოვა. ლა ლიგამ მამარდაშვილის მიერ ვალვერდეს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთის მოგერიება[18] — საუკეთესოდ მიიჩნია და 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, იმ სეზონში კი მესამედ დაასახელეს ტურის საუკეთესო მეკარედ.[19][20]
2023–24 წლების სეზონში „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 38-დან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 მატჩი „ბარსელონასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. 37 მატჩში გიორგიმ 13-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა და 41 ბურთი გაუშვა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება2016 წლის 3 ოქტომბერს ერთი მატჩი ითამაშა საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში შვედი თანატოლების წინააღმდეგ.[21]
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც საქართველო თანამასპინძლობდა.[22]
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2021 წლის 8 სექტემბერს, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.
მომდევნო 2022 წელს, ხუთ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ორი იყო ამხანაგური — ალბანეთის და მაროკოს ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია.
2023 წელს რვაჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და რვავეჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში.
2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილმა ბერძენთა გუნდის კაპიტნის ანასტასიოს ბაკასეტასის მიერ დარტყმული პირველივე პენალტი მოიგერია, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართველი ფეხბურთელების საბოლოო წარმატებაში.[23][24][კომ. 1]
საკლუბო სტატისტიკა
რედაქტირება- განახლდა: 27 მაისი, 2024[25]
კლუბი | სეზონი | ლიგა | ეროვნული თასი | კონტინენტური | სხვა | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
დინამო თბ. | 2018 | ეროვნული ლიგა |
0 | 0 | 0 | 0 | — | — | 0 | 0 | ||
→ რუსთავი | 2019 | 28 | 0 | 2 | 0 | — | 2[ა] | 0 | 32 | 0 | ||
→ ლოკომოტივი თბილისი |
2020 | 11 | 0 | 1 | 0 | — | — | 12 | 0 | |||
2021 | 18 | 0 | 2 | 0 | 3[ბ] | 0 | — | 23 | 0 | |||
სულ | 29 | 0 | 3 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 35 | 0 | ||
ვალენსია | 2021–22 | ლა ლიგა |
18 | 0 | 3 | 0 | — | — | 21 | 0 | ||
2022–23 | 38 | 0 | 3 | 0 | — | 1[გ] | 0 | 42 | 0 | |||
2023–24 | 37 | 0 | 0 | 0 | — | — | 37 | 0 | ||||
სულ | 93 | 0 | 6 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 100 | 0 | ||
სულ ჯამში | 150 | 0 | 11 | 0 | 3 | 0 | 3 | 0 | 167 | 0 |
- ↑ ეროვნული ლიგიდან გასავარდნი პლეი-ოფი
- ↑ უეფა-ს ევროპა ლიგაზე ჩატარებული შეხვედრები
- ↑ ესპანეთის სუპერთაზე ჩატარებული შეხვედრები
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირება- განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2021 | 1 | 0 |
2022 | 5 | 0 | |
2023 | 8 | 0 | |
2024 | 11 | 0 | |
ჯამში | 25 | 0 |
სანაკრებო მატჩები და გოლები
რედაქტირება№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 08.09.2021 | სოფია | ბულგარეთი | 4–1 | საქართველო | ამხანაგური | [26] | ||
2 | 29.03.2022 | ტირანა | ალბანეთი | 0–0 | საქართველო | ამხანაგური | 80' | [27] | |
3 | 09.06.2022 | სკოპიე | ჩრდ. მაკედონია | 0–3 | საქართველო | ერთა ლიგა | [28][29] | ||
4 | 23.09.2022 | თბილისი | საქართველო | 2–0 | ჩრდ. მაკედონია | ერთა ლიგა | [30] | ||
5 | 26.09.2022 | გიბრალტარი | გიბრალტარი | 1–2 | საქართველო | ერთა ლიგა | 46' | [31] | |
6 | 17.11.2022 | შარჯა | მაროკო | 3–0 | საქართველო | ამხანაგური | [32] | ||
7 | 28.03.2023 | ბათუმი | საქართველო | 1–1 | ნორვეგია | ევრ. შეს. | [33] | ||
8 | 17.06.2023 | ლარნაკა | კვიპროსი | 1–2 | საქართველო | ევრ. შეს. | [34] | ||
9 | 20.06.2023 | გლაზგო | შოტლანდია | 2–0 | საქართველო | ევრ. შეს. | [35] | ||
10 | 08.09.2023 | თბილისი | საქართველო | 1–7 | ესპანეთი | ევრ. შეს. | [36] | ||
11 | 12.09.2023 | ოსლო | ნორვეგია | 2–1 | საქართველო | ევრ. შეს. | [37] | ||
12 | 15.10.2023 | თბილისი | საქართველო | 4–0 | კვიპროსი | ევრ. შეს. | [38] | ||
13 | 16.11.2023 | თბილისი | საქართველო | 2–2 | შოტლანდია | ევრ. შეს. | [39] | ||
14 | 19.11.2023 | ვალიადოლიდი | ესპანეთი | 3–1 | საქართველო | ევრ. შეს. | [40] | ||
15 | 21.03.2024 | თბილისი | საქართველო | 2–0 | ლუქსემბურგი | ევრ. შეს. | [41] | ||
16 | 26.03.2024 | თბილისი | საქართველო | 0–0 | საბერძნეთი | ევრ. შეს. | 4–2[ა] | [42] | |
17 | 09.06.2024 | პოდგორიცა | მონტენეგრო | 1–3 | საქართველო | ამხანაგური | [43] | ||
18 | 18.06.2024 | დორტმუნდი | თურქეთი | 3–1 | საქართველო | ევრო 2024 | [44][45] | ||
19 | 22.06.2024 | ჰამბურგი | საქართველო | 1–1 | ჩეხეთი | ევრო 2024 | [46] | ||
20 | 26.06.2024 | გელზენკირხენი | საქართველო | 2–0 | პორტუგალია | ევრო 2024 | [47] | ||
21 | 30.06.2024 | კელნი | ესპანეთი | 4–1 | საქართველო | ევრო 2024 | [48] | ||
22 | 07.09.2024 | თბილისი | საქართველო | 4–1 | ჩეხეთი | ერთა ლიგა | [49] | ||
23 | 10.09.2024 | ტირანა | ალბანეთი | 0–1 | საქართველო | ერთა ლიგა | [50] | ||
24 | 11.10.2024 | პოზნანი | უკრაინა | 1–0 | საქართველო | ერთა ლიგა | [51] | ||
25 | 14.10.2024 | თბილისი | საქართველო | 0–1 | ალბანეთი | ერთა ლიგა | [52] |
- ↑ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი: 2018
- ესპანეთის თასის ფინალისტი: 2021–22[53]
ინდივიდუალური
რედაქტირება- ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე: 2020
- საქართველოს 2022–23 წლების სეზონის მესამე საუკეთესო ფეხბურთელი: „სარბიელის“ ვერსიით[54]
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი: 2024[55]
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება2022 წლის მაისში ესპანურმა ჟურნალმა Marca-მ სხვადასხვა კატეგორიაში გასული სეზონის საუკეთესო გუნდები დაასახელა. ლა ლიგის აღმოჩენების გუნდში „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, რომელმაც მოცემული პერიოდისთვის ვალენსიელთა კარი 18-ჯერ დაიცვა და აქედან 8-ჯერ მისი მშრალად შენახვა შეძლო.[56]
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ რეკორდი გააუმჯობესა და გუნდის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 61 მატჩი ჩაატარა. მან ამ მაჩვენებლით გუნდის ყოფილი მეკარის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი (59 მატჩი) მოხსნა.[57]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი მამარდაშვილი — საქართველოს ეროვნული ლიგის საიტზე
- გიორგი მამარდაშვილი — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
თემატური საიტები |
---|
AFS · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com · FIFA Ratings · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · Internet Movie Database |
მედია |
---|
Sportall.ge · WorldSport.ge |
კომენტარები
რედაქტირება- ↑ საქართველოს ნაკრებმა ეს ისტორიული მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 86), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), კვარაცხელია (ქვილითაია 109), ზივზივაძე (მიქაუტაძე 75).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ELIGA AWARDS 2020. europop.ge
- ↑ გაგრელი მწვრთნელის ხსოვნას ტურნირი მიეძღვნა
- ↑ Lokomotivi Tbilisi vs. Rustavi / Erovnuli Liga. soccerway
- ↑ Rustavi vs. WIT Georgia / Erovnuli Liga. soccerway
- ↑ Lokomotivi Tbilisi vs. Dinamo Batumi / Erovnuli Liga. soccerway
- ↑ Saburtalo vs. Lokomotivi Tbilisi / Erovnuli Liga. soccerway
- ↑ ესპანელების ყურადღება „გრანადასთან“ მატჩში მიიპყრო
- ↑ საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვითაც გაირკვა
- ↑ 50 for the future: UEFA.com's ones to watch for 2021
- ↑ Georgian goalkeeper joins on loan with an option to buy
- ↑ Mamardashvili ya está en València
- ↑ Mamardashvili se hace gigante
- ↑ Bordalás y Mamardashvili se divierten en la locura de Mestalla
- ↑ Comunicado Oficial. Giorgi Mamardashvili
- ↑ «Валенсия» выкупила Мамардашвили у тбилисского «Динамо»
- ↑ Valencia vs. Real Sociedad / La Liga. soccerway
- ↑ გიორგი მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა
- ↑ Highlights Valencia CF vs Real Madrid (1-0)
- ↑ Valencia vs. Real Madrid / La Liga. soccerway
- ↑ მამარდაშვილი მესამედ გახდა ესპანეთში ტურის საუკეთესო მეკარე
- ↑ Sweden U17 4–0 Georgia U17 / UEFA U17 Championship. soccerway
- ↑ UEFA U21 Championship 2023 Romania/Georgia. Group A
- ↑ მადლობა, რომ საქართველო ვართ - როგორ დავწერეთ ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-27. ციტირების თარიღი: 2024-04-01.
- ↑ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა
- ↑ გიორგი მამარდაშვილი — Soccerway
- ↑ Bulgaria 4–1 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Albania 0–0 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League. uefa.com
- ↑ Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Morocco 3–0 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Georgia 1–1 Norway / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Scotland 2–0 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 2–0 Luxembourg / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers. soccerway
- ↑ Montenegro 1–3 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Türkiye 3–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Türkiye 3–1 Georgia / BVB Stadion Dortmund. UEFA
- ↑ Georgia 1–1 Czechia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 2–0 Portugal / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Spain 4–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 4–1 Czechia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Albania 0–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Ukraine 1–0 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 0–1 Albania / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Real Betis 1–1 (5–4) Valencia. laliga.com
- ↑ საქართველოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
- ↑ მამარდაშვილი სეზონის აღმოჩენათა გუნდში დასახელდა
- ↑ მამარდაშვილმა „ვალენსიის“ საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა