ბუდუ ზივზივაძე
ბუდუ ზივზივაძე (დ. 10 მარტი, 1994, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.[1][2]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ბუდუ ზივზივაძე | ||
დაბადების თარიღი | 10 მარტი, 1994 | ||
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 189 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | კარლსრუე | ||
ნომერი | 19 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2009–2011 | 35-ე სკოლა | ||
2011–2012 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2012–2014 | დინამო თბილისი | 1 | (0) |
2012–2014 | → დინამო-2 | 50 | (47) |
2015 | ტორპედო ქუთაისი | 8 | (0) |
2015-2017 | სამტრედია | 44 | (29) |
2017–2019 | ესბიერგი | 13 | (1) |
2018 | → დინამო თბილისი | 35 | (22) |
2019 | ტორპედო ქუთაისი | 20 | (13) |
2019–2020 | მეზოკოვეშდი | 32 | (8) |
2020–2023 | ფეჰერვარი | 53 | (12) |
2022 | → უიპეშტი | 12 | (11) |
2023– | კარლსრუე | 10 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2010–2011 | საქართველო 17 წლ. | 3 | (0) |
2012–2013 | საქართველო 19 წლ. | 9 | (2) |
2014–2016 | საქართველო 21 წლ. | 4 | (0) |
2017– | საქართველო | 17 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 ივნისი, 2023 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 30 მარტი, 2023 |
ბიოგრაფია რედაქტირება
ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში ქუთაისის იმედის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველად თამაშობდა.
2011 წელს თბილისის „დინამოში“ გადავიდა. ამ კლუბში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში ძირითადად პირველი ლიგის მონაწილე „დინამოს“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა.
2013–14 წლების სეზონში დინამო-2-ის 21 მატჩში 23 გატანილი გოლით ზივზივაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მისი პროფესიონალური დებიუტი „დინამოს“ პირველ გუნდში 2014 წლის 11 სექტემბერს რუსთავის „მეტალურგთან“ გასვლით მატჩში შედგა, როდესაც მეორე ტაიმში თანაგუნდელის ნაცვლად შემოვიდა მინდორზე.
2015 წელს ზივზივაძე უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გადავიდა, სადაც საუკეთესოდ გამოავლინა თავისი შესანიშნავი საფეხბურთო თვისებები და საბოლოოდ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში.
2017 წლის იანვარში კონტრაქტი დანიის სუპერლიგის კლუბ „ესბიერგთან“ გააფორმა, მაგრამ მის რიგებში მხოლოდ 13 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო, ხოლო 2018 წლის სეზონში იჯარით კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.
2018 წელს „თბილისის დინამოში“ თამაშის დროს გიორგი გაბედავსთან ერთად გახდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ასევე, სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
„ესბიერგში“ დაბრუნების შემდეგ, კლუბმა 2019 წლის 29 იანვარს გამოაცხადა, რომ მან კლუბი დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი კონტრაქტი ორმხრივი თანხმობით შეწყდა.
ორი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის კვლავ ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა. ზივზივაძე ეროვნული ლიგის ოთხფაზიანი ჩემპიონატის მე-2 ნაწილის საუკეთესო მოთამაშედ 9 მატჩში რვა გოლის გატანის შემდეგ დასახელდა. ამჯერად ტორპედოელთა რიგებში მან სულ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარები.
2019 წლის ივლისში მან ხელი უნგრულ საფეხბურთო კლუბ „მეზოკოვეშდთან“ მოაწერა. ამ კლუბში მან 32 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი შეაგდო.
2020–2023 წლებში ასევე, უნგრულ საფეხბურთო კლუბ „ფეჰერვარის“ რიგებში განაგრძო თამაში, სადაც 53 მატჩში 12-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.
2022 წელს იჯარით კვლავ უნგრული კლუბის — „უიპეშტის“ შემადგენლობაში ითამაშა, სადაც 12 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.
2023 წლის 31 იანვარს, 2022–23 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ზივზივაძემ კონტრაქტი გააფორმა მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესთან“.[3]
სტატისტიკა რედაქტირება
საკლუბო რედაქტირება
- განახლდა: 1 ივნისი, 2023
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | კონტინენტური | სხვა | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
დინამო თბილისი-2 | 2012–13 | 19 | 14 | ― | — | — | 19 | 14 | |||
2013–14 | 21 | 23 | ― | — | — | 21 | 23 | ||||
2014–15 | 10 | 10 | ― | — | — | 10 | 10 | ||||
სულ | 50 | 47 | ― | — | — | 50 | 47 | ||||
დინამო თბილისი | 2014–15 | 1 | 0 | ― | — | — | 1 | 0 | |||
ტორპედო ქუთაისი | 2014–15 | 8 | 0 | 2 | 0 | — | — | 10 | 0 | ||
სამტრედია | 2015–16 | 29 | 16 | 5 | 2 | ― | — | 34 | 18 | ||
2016 | 14 | 13 | 2 | 1 | 2 | 1 | — | 18 | 15 | ||
სულ | 43 | 29 | 7 | 3 | 2 | 1 | ― | 52 | 33 | ||
ესბიერგი | 2016–17 | 7 | 0 | 2 | 1 | ― | — | 9 | 1 | ||
2017–18 | 4 | 0 | ― | — | — | 4 | 0 | ||||
სულ | 11 | 0 | 2 | 1 | ― | — | 13 | 1 | |||
→ დინამო თბილისი | 2018 | 35 | 22 | 3 | 4 | 2 | 2 | — | 40 | 28 | |
სულ | 36 | 22 | 3 | 4 | 2 | 2 | — | 41 | 28 | ||
ტორპედო ქუთაისი | 2019 | 20 | 13 | 1 | 0 | — | 1[ა] | 0 | 22 | 13 | |
სულ | 28 | 13 | 3 | 0 | ― | 1 | 0 | 32 | 13 | ||
მეზოკოვეშდი | 2019–20 | 32 | 8 | 6 | 2 | — | — | 38 | 10 | ||
ფეჰერვარი | 2020–21 | 31 | 9 | 4 | 3 | 3 | 0 | — | 38 | 11 | |
2021–22 | 12 | 2 | ― | 2 | 0 | — | 14 | 2 | |||
→ უიპეშტი | 2021–22 | 12 | 11 | 2 | 0 | — | — | 14 | 11 | ||
ფეჰერვარი | 2022–23 | 10 | 1 | ― | 6 | 6 | — | 16 | 7 | ||
სულ | 53 | 12 | 4 | 3 | 11 | 6 | — | 68 | 21 | ||
კარლსრუე | 2022–23 | 10 | 1 | ― | ― | — | 10 | 1 | |||
სულ ჯამში | 275 | 143 | 27 | 13 | 15 | 9 | 1 | 0 | 318 | 165 |
- ↑ ერთი მატჩი საქართველოს სუპერთასზე
სანაკრებო მატჩები და გოლები რედაქტირება
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 23.01.2017 | დუბაი | უზბეკეთი | 2–2 | საქართველო | ამხანაგური | [4] | ||
2 | 25.01.2017 | დუბაი | იორდანია | 1–0 | საქართველო | ამხანაგური | 46' | [5] | |
3 | 01.06.2018 | შვაცი | საქართველო | 1–0 | მალტა | ამხანაგური | 71' | [6] | |
4 | 05.06.2018 | ლუქსემბურგი | ლუქსემბურგი | 1–0 | საქართველო | ამხანაგური | 62' | [7] | |
5 | 28.03.2021 | თბილისი | საქართველო | 1–2 | ესპანეთი | მსოფ. შეს. | 62' | [8] | |
6 | 31.03.2021 | სალონიკი | საბერძნეთი | 1–1 | საქართველო | მსოფ. შეს. | 63' | [9] | |
7 | 02.06.2021 | პლოიეშტი | რუმინეთი | 1–2 | საქართველო | ამხანაგური | 81' | [10] | |
8 | 06.06.2021 | ენსხედე | ნიდერლანდები | 3–0 | საქართველო | ამხანაგური | 65' | [11] | |
9 | 25.03.2022 | ზენიცა | ბოსნია და ჰერცეგოვინა | 0–1 | საქართველო | ამხანაგური | 49' | [12] | |
10 | 29.03.2022 | ტირანა | ალბანეთი | 0–0 | საქართველო | ამხანაგური | 83' | [13] | |
11 | 05.06.2022 | რაზგრადი | ბულგარეთი | 2–5 | საქართველო | ერთა ლიგა | 52' | 67' | [14][15] |
12 | 09.06.2022 | სკოპიე | მაკედონია | 0–3 | საქართველო | ერთა ლიგა | 52' | 71' | [16][17] |
13 | 12.06.2022 | თბილისი | საქართველო | 0–0 | ბულგარეთი | ერთა ლიგა | 80' | [18] | |
14 | 23.09.2022 | თბილისი | საქართველო | 2–0 | მაკედონია | ერთა ლიგა | 78' | [19] | |
15 | 26.09.2022 | გიბრალტარი | გიბრალტარი | 1–2 | საქართველო | ერთა ლიგა | 61' | [20] | |
16 | 25.03.2023 | ბათუმი | საქართველო | 6–1 | მონღოლეთი | ამხანაგური | 90'+1' | 64' | [21] |
17 | 28.03.2023 | ბათუმი | საქართველო | 1–1 | ნორვეგია | ევრ. შეს. | 59' | [22] |
მიღწევები რედაქტირება
- საქართველოს ჩემპიონი (3): 2012/2013, 2013/2014 2016
- საქართველოს თასის გამარჯვებული (2): 2012/2013, 2013/2014
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1): 2014/2015
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (1): 2013/2014
- ეროვნული ლიგის საუკეთესო ბობარდირი (1): 2018
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ „კარლსრუემ“ ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი დაადასტურა! // lelo.ge
- ↑ ბუდუ ზივზივაძე დღეიდან მეორე ბუნდესლიგაში... // lelo.ge
- ↑ Nationalspieler Zivzivadze stürmt im Wildpark // kicker.de
- ↑ Uzbekistan 2–2 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Jordan 1–0 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Georgia 1–0 Malta / Friendlies // soccerway
- ↑ Luxembourg 1–0 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Georgia 1–2 Spain / WC Qualification Europe // soccerway
- ↑ Greece 1–1 Georgia / WC Qualification Europe // soccerway
- ↑ Romania 1–2 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Netherlands 3–0 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Bosnia-Herzegovina 0–1 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Albania 0–0 Georgia / Friendlies // soccerway
- ↑ Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
- ↑ North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ North Macedonia 0–3 Georgia / UEFA Nations League // uefa.com
- ↑ Georgia 0–0 Bulgaria / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Georgia 2–0 North Macedonia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Gibraltar 1–2 Georgia / UEFA Nations League // soccerway
- ↑ Mongolia 6–1 Malta / Friendlies // soccerway
- ↑ Georgia 1–1 Norway / UEFA European Championship Qualifiers // soccerway