ჯემალ ღაღანიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ღაღანიძე, ჯემალ)

ჯემალ ღაღანიძე (დ. 21 აპრილი, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 3 თებერვალი, 2023) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).

ჯემალ ღაღანიძე
დაბადების სახელი ჯემალ ღაღანიძე
დაბადების თარიღი 21 აპრილი, 1933
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 3 თებერვალი, 2023 (89 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია საქართველოს ღირსების ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“);

გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.

გარდაიცვალა 2023 წლის 3 თებერვალს 89 წლის ასაკში.[1]

ფილმოგრაფია რედაქტირება

ნათამაშები როლები რედაქტირება

რუსთაველის თეატრი რედაქტირება

თავისუფალი თეატრში რედაქტირება

  • უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“ (პოლონიუსი) რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი

ჯილდოები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე
  2. ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)