ქიმიის ისტორია — წარმოადგენს დროს უძველესი ისტორიიდან დღემდე. ძვ. წ. 1000 წლისთვის ცივილიზაციებმა გამოიყენეს ტექნოლოგიები, რომლებიც დღეისთვის ქიმიის სხვადასხვა დარგების საფუძვლებს წარმოადგენენ. მაგალითად ჭურჭლის და ჭიქების დამზადება, მადნიდან ლითონების მოპოვება, სპირტული დუღილით ღვინის და ლუდის დამზადება, მცენარეებისგან ქიმიკატების მოპოვება მედიცინისა და სუნამოებისთვის, ცხიმის საპონად გარდაქმნა, მინის და ბრინჯაოს მსგავსი შენადნობების დამზადება.

1871-წლის პერიოდული სისტემა შექმნილი დიმიტრი მენდელეევის მიერ

ქიმიის წინამორბედი, ალქიმია წარუმატებელი გამოდგა მატერიის ბუნებისა და მისი გარდაქმნების ახსნაში. ექსპერიმენტების ჩატარებით და შედეგების ჩაწერით, ალქიმიკოსები მივიდნენ თანამედროვე ქიმიამდე. განსხვავება დაიწყო მაშინ, როდესაც რობერტ ბოილმა თავის 1661-წლის ნაშრომში „The Skeptical Chymist“ ქიმიასა და ალქიმიას შორის, განსხვავებები გამოაჩინა.

ქიმიის ისტორია გადახლართულია თერმოდინამიკის ისტორიასთან, განსაკუთრებით უილარდ გიბსის მუშაობის შედეგად.[1]

ანტიკური ისტორია

რედაქტირება

ადრეული ადამიანები

რედაქტირება

სამხრეთ აფრიკაში ბლომბოსის მღვიმეში 100 000-წლის ოჩხერის გადამამუშავებელი სახელოსნო იქნა აღმოაჩინენილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადრეულ ადამიანებს ქიმიაზე ჰქონდათ ელემენტარული ცოდნა. მათ ქიმიის ცოდნაზე ასევე მიუთითებს გამოქვაბულის ნახატები,მათ შესაქმნელად ისინი ცხოველების სისხლს აზავებდნენ მღვიმის კედლებზე ნაპოვნ სხვა სითხეებთან.[2][3]

ადრეული მეტალურგია

რედაქტირება

ადამიანის მიერ პირველი ნაპოვნი და ჩაწერილი ლითონი ოქროა. ოქრო მიეკუთნება კეთილშობილ ლითონებს ამიტომაც ის ბუნებაში სუფთა სახითაც მოიპოვება. მცირე რაოდენობით ბუნებრივი ოქრო აღმოაჩინეს ესპანურ გამოქვაბულებში, რომლებიც გამოყენებულია გვიან პალეოლითის ხანაში, ძვ.წ. 40 000 – იან წლებში.[4]

ძველ კულტურებში ვერცხლი, სპილენძი, კალა და მეტეორიტული რკინა შეზღუდული რაოდენობით მეტალის დამუშავების საშუალებას იძლეოდა[5]. მეტეორიტული რკინისგან დამზადებული ეგვიპტური იარაღი ძვ.წ. დაახლოებით 3000 – იან წლებში იყო ძალიან ფასეული, ეწოდებოდა როგორც „ხანჯლები ზეციდან“.[6]

სავარაუდოდ, პირველი ქიმიური რეაქცია, რომელიც კონტროლირებადი გახდა, იყო ცეცხლი. ამასთან, ათასწლეულების განმავლობაში ცეცხლი მხოლოდ მისტიკური ძალად ითვლებოდა, რომელსაც შეეძლო სითბოსა და შუქის წარმოქმნისას ერთი ნივთიერება სხვად გადაექცია (ხის დაწვა ან მდუღარე წყალი). ცეცხლი დიდ გავლენას ახდენდა ადრეული საზოგადოებების ბევრ ასპექტზე. ეს ყველაფერი ყოველდღიური ცხოვრების უმარტივესი ასპექტებიდან იწყებოდა, მაგალითად, გათბობა და განათება, უფრო მოწინავე გამოყენებამდე, მაგალითად, ლითონების გამოდნობა, ჭურჭლის, აგურის და ხელსაწყოების დამზადება.

ცეცხლის საშუალებით მოხდა, შუშის აღმოჩენა და ლითონების უფრო სუფთა სახით მიღება. რასაც თავისმხრივ, მოჰყვა მეტალურგიის განვითარება.[7] მეტალურგიის ადრეულ ეტაპზე, მეტალების განწმენდის მეთოდები იძებნებოდა, ხოლო ოქრო, რომელიც ძველ ეგვიპტეში ძვ.წ. 2900 წლის დასაწყისში იყო ცნობილი, ძვირფასი ლითონი გახდა.

ბრინჯაოს ხანა

რედაქტირება

გარკვეული ლითონების მოპოვება შესაძლებელია მათი მადანიდან, მარტივად საჭიროა მხოლოდ მათი ცეცხლში გაცხელება: განსაკუთრებით ამ ხერხით მოიპოვება კალა, ტყვია და (უფრო მაღალ ტემპერატურაზე) სპილენძი. ეს პროცესი უწოდებენ გამოდნობის პროცესს. უძველესი მეტალურგიული ნიმუშები თარიღდება ძვ. წ. VI და ძვ. წ. V ათასწლეულებით და ნაპოვნია სამ არქეოლოგიურ ადგილებში, სამივე მათგანი მდებარეობს სერბეთში. დღემდე, უძველესი გადადნობილი სპილენძი გვხვდება ბელოვოდში.[8] ამ მაგალითში იგულისხმება სპილენძის ნაჯახი რომელიც თარიღდება ძვ.წ. 5500 წლიდან.[9] ადრეული ლითონების სხვა ნიშნები გვხვდება ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულიდან ისეთ ადგილებში, როგორებიცაა პალმელა(პორტუგალია), ლოს მილარესი(ესპანეთი) და სტოუნჰენჯი(გაერთიანებული სამეფო).

 
ანტიკური შუა აღმოსავლეთის ტერიტორიები. ყუთების ფერები: დარიშხანი-ყავისფერი, სპილენძი-წითელში, კალა-ნაცრისფერი, რკინა-მოწითალო ყავისფერი, ოქრო-ყვითელი, ვერცხლი-თეთრი და ტყვია-შავი. ყვითელი არეალი აღნიშნავს დარიშხანის ბრინჯაოს გავრცელებას, ხოლო ნაცრისფერი არეალი აღნიშნავს კალის ბრინჯაოს გავრცელებას

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

მნიშვნელოვანი ქიმიკოსები

რედაქტირება

დალაგებულია ქრონოლოგიურად:

შემდგომი საკითხავი

რედაქტირება

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. Selected Classic Papers from the History of Chemistry
  2. Henshilwood, C. S.; d'Errico, F.; Van Niekerk, K. L.; Coquinot, Y.; Jacobs, Z.; Lauritzen, S. E.; Menu, M.; García-Moreno, R. (2011-10-15). „A 100,000-year-old ochre-processing workshop at Blombos Cave, South Africa“. Science. 334 (6053): 219–22. Bibcode:2011Sci...334..219H. doi:10.1126/science.1211535. PMID 21998386.
  3. Corbyn, Zoë (2011-10-13). „African cave's ancient ochre lab“. Nature News. ციტირების თარიღი: 2018-10-04.
  4. History of Gold. Gold Digest. ციტირების თარიღი: 2007-02-04.
  5. Photos, E., 'The Question of Meteorictic versus Smelted Nickel-Rich Iron: Archaeological Evidence and Experimental Results' World Archaeology Vol. 20, No. 3, Archaeometallurgy (February 1989), pp. 403–421. Online version accessed on 2010-02-08.
  6. W. Keller (1963) The Bible as History, p. 156 ISBN 0-340-00312-X
  7. THE ORIGINS OF GLASSMAKING (December 2011).
  8. Radivojević, Miljana; Rehren, Thilo; Pernicka, Ernst; Šljivar, Dušan; Brauns, Michael; Borić, Dušan (2010). „On the origins of extractive metallurgy: New evidence from Europe“. Journal of Archaeological Science. 37 (11): 2775. doi:10.1016/j.jas.2010.06.012.
  9. Neolithic Vinca was a metallurgical culture Stonepages from news sources November 2007