მარი სკლოდოვსკა-კიური
მარი სკლოდოვსკა-კიური (პოლ. Maria Skłodowska-Curie დაიბადა, როგორც მარი სალომეა სკლადოვსკა; დ. 7 ნოემბერი, 1867, ვარშავა — გ. 4 ივლისი, 1934, სანსელმო, სავოია) — ფრანგი პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამარი სკლოდოვსკა დაიბადა ვარშავაში 1867 წელს, თავის დროს ცნობილი მათემატიკის მასწავლებლის ოჯახში.
1883 წელს დაამთავრა ვარშავის გიმნაზია, 1895 კი — პარიზის ჩობორნის უნივერსიტეტი, სადაც ის ქიმიას ეუფლებოდა ცნობილ ლეშატელლიეს ხელმძღვანელობით. ცოლად გაჰყვა პიერ კიურის და მუშაობა დაიწყო მის ლაბორატორიაში, ინდუსტრიულ ფიზიკისა და ქიმიის სკოლაში.
როდესაც 1896 წელს ფრანგმა მეცნიერმა ანტუან ანრი ბეკერელმა აღმოაჩინა ურანის რადიოაქტიურობა, შემჩნეულ იქნა, რომ ურანის ყველა მადანის რადიოაქტივობა მათში ურანის მარილების შემცველობის პროპორციულია. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ურანის ფისოვანი მადანი იოხიმსტალიდან. აღნიშნული მინერალი რამდენჯერმე უფრო რადიოაქტიური იყო ურანის სხვა მადნებთან შედარებით, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული მადანი შეიცავდა ურანის გარდა სხვა რადიოაქტიულ ნივთიერებასაც.
ბეკერელის წინადადებით სკლოდოვსკაია-კიური შეუდგა იოხიმსტალის მადნის შესწავლას და გამოჰყო მისგან ახალი რადიოაქტიური ელემენტი, რომელიც თან ახლდა ბისმუტს და რომელსაც კიურიმ თავის სამშობლოს პატივსაცემად პოლონიუმი უწოდა.
ურანის საღებავების ნარჩენების ანალიზის დროს კიურიმ შეამჩნია, რომ ამ ნარჩენებიდან დალექილი ბარიუმი ძლიერ რადიოაქტიულ თვისებებს იჩენდა. ვინაიდან ბარიუმი არ იყო რადიოაქტიური ნივთიერება, კიურიმ დაასკვნა, რომ იგი შეიცავდა რადიოაქტიურ ნივთიერებას, რომელიც მან შემდეგში გამოჰყო და რადიუმი უწოდა.
1903 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ რადიოაქტიურ ნივთიერებათა გამოკვლევა“ . პ. კიურის სიკვდილის შემდეგ (1906) დაიკავა მისი კათედრა პარიზის უნივერსიტეტში. იყო ამ უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი. 1914 წლიდან ხელმძღვანელობდა პარიზის რადიუმის ინსტიტუტის ფიზიკა-ქიმიის განყოფილებას. აქ მასთან მუშაობდნენ თავისი ქალიშვილი ირენ ჟოლიო-კიური და ფრედერიკ ჟოლიო-კიური.
მარი სკლოდოვსკა-კიურის შრომები რადიოაქტიურ ნივთიერებათა შესწავლის შესახებ საფუძვლად დაედო ფიზიკისა და ქიმიის ახალ დარგებს. 1898 წლის ივლისში ცოლ-ქმარმა კიურებმა აღმოაჩინეს ახალი ქიმიური ელემენტი პოლონიუმი, ხოლო ამავე წლის დეკემბერში — რადიუმი. 1902 წელს მარი სკლოდოვსკა-კიურიმ მიიღო რადიუმის სუფთა მარილის დეციგრამი, რამაც მას საშუალება მისცა განესაზღვრა რადიუმის ატომური მასა, დაედგინა მისი ზოგიერთი ფიზიკური და ქიმიური თვისება, აგრეთვე მისი ადგილი ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. 1910 წელს სკლოდოვსკა-კიურიმ ფრანგ ფიზიკოს ა. დებიერნთან ერთად მიიღო ლითონური რადიუმი და განმეორებით დიდი სიზუსტით განსაზღვრა მისი ატომური მასა. 1911 წელს მან პირველმა მოამზადა რადიუმის ეტალონი, რომელიც 24 წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთადერთი იყო. შრომები აქვს აგრეთვე რადიოლოგიისა და რენტგენოლოგიის საკითხებზე. 1914 წელს რენტგენოლოგიურად გამოიკვლია დაჭრილები ჰოსპიტლებში, იყო პარიზის სამედიცინო აკადემიის პირველი წევრი ქალთა შორის (აირჩიეს 1922).
სკლოდოვსკა-კიურის ორჯერ მიენიჭა ნობელის პრემია: 1903 (ფიზიკაში: პიერ კიურისა და ბეკერელთან ერთად) და 1911 (ქიმიაში). იყო მსოფლიოს მრავალი აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორის პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1907) და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1926). 1923 წლიდან საპატიო დირექტორი იყო ვარშავის რადიუმის ინსტიტუტისა, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 425.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მარი სკლოდოვსკა-კიური“ ვიკისაწყობში.
- მარი კიური — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- მარი სკლოდოვსკა-კიური — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- მარი სკლოდოვსკა-კიური — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- მარი სკლოდოვსკ კიური Gallica-ზე
- მარი კიური და რადიოაქტიურობის კვლევა დაარქივებული 2013-10-31 საიტზე Wayback Machine. ამერიკის ფიზიკის ინსტიტუტი საიტზე.
- „მარი კიური – More than Meets the Eye“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „მარი კიური“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Marie Curie Walking Tour of Paris. Hypatia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-24. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2011.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Рожанский И. Д. Склодовская-Кюри Мария // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1976. — Т. 23 : Сафлор — Соан. — С. 512.
- ↑ 2.0 2.1 2.2 კრუგოსვეტი — 2000.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Biographie Nationale de Belgique / Académie royale des sciences, des lettres et des beaux-arts de Belgique — BXL.
- ↑ 7.0 7.1 KNAW Past Members
- ↑ 8.0 8.1 FemBio database
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 12.0 12.1 GeneaStar
- ↑ 13.0 13.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 14.0 14.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
- ↑ 15.0 15.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ 16.0 16.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 17.0 17.1 Babelio — 2007.
- ↑ 18.0 18.1 18.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 19.0 19.1 Académie nationale de médecine
- ↑ 20.0 20.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ 21.0 21.1 Munzinger Personen
- ↑ 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 22.5 22.6 22.7 Catalog of the German National Library
- ↑ 23.0 23.1 http://www.nndb.com/event/068/000086807/
- ↑ http://www.nytimes.com/1995/04/21/world/marie-curie-enshrined-in-pantheon.html
- ↑ http://www.nytimes.com/2010/12/22/books/22book.html
- ↑ http://collection.britishmuseum.org/id/person-institution/146156
- ↑ http://www.nndb.com/edu/746/000068542/
- ↑ http://www.nndb.com/lists/426/000072210/
- ↑ 29.0 29.1 Venkatraman V. Curie’s intellectual offspring The Elements of Marie Curie: How the Glow of Radium Lit a Path for Women in Science Dava Sobel Atlantic Monthly Press, 2024. 336 pp. // Science / H. Thorp — Northern America: AAAS, 2024. — Vol. 386, Iss. 6719. — P. 278–278. — ISSN 0036-8075; 1095-9203 — doi:10.1126/SCIENCE.ADR2515
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1911/
- ↑ 31.0 31.1 https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://www.nobelprize.org/uploads/2018/06/curie_diploma.jpg
- ↑ The Nobel Prize in Physics 1903 — Nobel Foundation.
- ↑ https://chicagoacs.org/Willard_Gibbs_Award
- ↑ http://www.archiwum.uj.edu.pl/kartki-z-dziejow-uniwersytetu-jagiellonskiego/-/journal_content/56_INSTANCE_25Bq/1445705/136370890
- ↑ https://thejohnscottaward.github.io/jsc/1901-1950.html
- ↑ https://www.fi.edu/laureates/marie-curie
- ↑ Award winners : Davy Medal
- ↑ https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
- ↑ https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/