ფრედერიკ ჟოლიო-კიური

ფრანგი მეცნიერი

ფრედერიკ ჟოლიო-კიური (ფრანგ. Jean Frédéric Joliot-Curie; დ. 19 მარტი, 1900, პარიზი — გ. 14 აგვისტო, 1958, იქვე) — ფრანგი ფიზიკოსი რომელიც ცოლთან, ირენ ჟოლიო-კიურისთან ერთად გახდა 1935 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში. [27][28]

ფრედერიკ ჟოლიო-კიური
ფრანგ. Frédéric Joliot-Curie

დაბ. თარიღი 19 მარტი, 1900(1900-03-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბ. ადგილი პარიზის XVI რაიონი[15] [16]
გარდ. თარიღი 14 აგვისტო, 1958(1958-08-14)[17] [1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [18] (58 წლის)
გარდ. ადგილი Saint-Antoine Hospital, 12th arrondissement of Paris[19]
დასაფლავებულია Cemetery Sceaux[14]
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ბირთვული ფიზიკოსი, ქიმიკოსი[20] , პროფესორი[21] , პოლიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოსი[20] და ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლი
მუშაობის ადგილი საფრანგეთის კოლეჯი[21] , პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი და Alternative Energies and Atomic Energy Commission
ალმა-მატერი ლაკანალის ლიცეუმი, ESPCI Paris, PSL University და პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი
განთქმული მოსწავლეები ტოსიკო იუასა
მეუღლე ირენ ჟოლიო-კიური
შვილ(ებ)ი პიერ ჟოლიო და ელენ ლანჟევენ-ჟოლიო
ნათესავ(ებ)ი მარი სკლოდოვსკა-კიური
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[15] , ნობელის პრემია ქიმიაში[22] [23] , კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰიუზის მედალი[24] , მატეუჩის მედალი[25] , გრიუნვალდის ჯვრის მე-3 ხარისხის ორდენი, სტალინის საერთაშორისო პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[26] , მარი სკლადოვსკა-კიურის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ვარშავის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of the University of Łódź, პოლონეთის აღორძინების ვარსკვლავიანი ორდენის კომანდორი, Work Flag Order, 1st class, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[15] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[15] , ბარნარდის მედალი სამეცნიერო დამსახურებისთვის და საბრძოლო ჯვარი 1939–1945

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრედერიკ ჟოლიო-კიური დაიბადა 1900 წლის 19 მარტს, პარიზში. პარიზშივე დაამთავრა საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჟოლიო-კიური შევიდა ქიმიისა და ფიზიკის სკოლაში. 1923 წელს მან მიიღო ინჟინერის დიპლომი. სწავლის დამთავრების შემდგომ ფრედერიკი არმიაში გაიწვიეს. სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა ლუქსემბურგის მძიმე მრეწველობის საწარმოებში. 1925 წელს იგი დაბრუნდა პარიზში და მუშაობა დაიწყო რადიუმის ინსტიტუტში. 1926 წელს მან ცოლად შეირთო მარია სლადოვსკაია-კიურის ქალიშვილი ირენი. 1930 წელს ფრედერიკმა დაიცვა დისერტაცია.

მოღვაწეობა

რედაქტირება

ფრედერიკ ჟოლიომ თავდაპირველად რადიუმის ინსტიტუტში პრეპარატორის თანამდებობაზე მუშაობდა. ნახსენებ ინსტიტუტს ამ პერიოდში ხელმძღვანელობდა მარია სლადოვსკაია-კიური. ფრედერიკი სწორედ აქ გაეცნო რადიოაქტიური გაზომვების მეთოდებს. ცოლის შერთვის შემდგომ ის და მისი მეოღლე ერთად მუშაობდნენ რადიოაქტიური პრეპარატების მიღების მეთოდების სრულყოფაზე. დისერტაციაზე მზადების პერიოდში ფრედერიკი მუშაობდა ვილსონის კამერის სრულყოფისათვის (მან ამ კამერი რამდენიმე სახეობა შექმნა). ნახსენებ კამერას ცოლ-ქმარი იყენებდა ნეიტრალური გამოსხივების თვისებების გამოკვლევისათვის.

შემდგომში ცოლ-ქმარმა ჟოლიო-კიურებმა მოახერხეს და აღმოაჩინეს ხელოვნური რადიოაქტივობა, რისთვისაც მათ 1935 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ.

შემდგომ პერიოდში ფრედერიკმა დაიკავა პარიზის უნივერსიტეტის კათედრა ზუსტი მეცნიერებების ფაკულტეტზე და ბირთვული ქიიმის კათედრა კოლეჟდე ფრანსში 1937 წელს. აქ მაქ ბირთვული ლაბორატორია ჩამოაყალიბა. ფრედერიკ ჟოლიო კიურიმ მოახერხა და გამოიკვლია პროცეები, რომლებიც ურანში მიმდინარეობს ნეიტრონების მოქმედების გავლენით და აღმოაჩინა ბირთვული წარმოშობის ძალიან დიდი ენერგიების მიღების შესაძლებლობანი.

ოკუპაციის დროს ჟოლიო დააპატიმრეს მძიმე წყლის მთელი მარაგის დამალვისათვის (მძიმე წყალი ატომური რეაქტორისათვის ჭირდებოდათ). მან არ გასცა იმ გემის სახელწოდება, რომლითაც გადაიტანებოდა მძიმე წყალი კანადაში. ომის დასრულების შემდეგ, 1947 წელს მას დაავალეს ბირთვული კვლევის ორგანიზებული ცენტრის ხელმძღვანელობა. იგი მეთაურობდა ატომური ენერგიის უმაღლეს კომისარიატს. ცოლთან ერთად იგი აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში პირველი ატომური რეაქტორის გაშვებაში.

1949 წელს ფრედერიკი გახდა მშვიდობის მომხრეთა საფრანგეთის ორგანიზაციის წევრი, ხოლო შემდგომში იგი არჩეული იყო მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარედ. მას საკუთარი მოღვაწეობისა და მშვიდობის განმტიკების საქმეში დამსახურებისათვის მიენიჭა მშვიდობის საერთაშორისო ლენინური პრემია (1951).

1954 წელს სორბონაში საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის საზეიმო სხდომაზე ხელოვნური რადიოაქტივობის აღმოჩენის 20 წლისთავთან დაკავშირებით ცოლ-ქმარ ფრედერიკ და ირენ ჟოლიოებს გადაეცათ დამსახურების ყველაზე მაღალი ნიშანი — ლავუაზიეს მედალი.

ფრედერიკმა ცოლის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ თავზე აიღო ბირთვული ფიზიკის კათედრის ხელმძღვანელობა პარიზის უნივერსიტეტში. იგი იყო მრავალი უნივერსიტეტის, მათ შორის ვარშავის უნივერსიტეტის დოქტორი.

ფრედერიკ ჟოლიო-კიური გარდაიცვალა 1958 წლის 14 აგვისტოს, პარიზში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სობესიაკუ რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 128-130, თბ., 1978.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Léonore databaseministère de la Culture.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 KNAW Past Members
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  8. 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. 10.0 10.1 Académie nationale de médecine
  11. 11.0 11.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  12. 12.0 12.1 Base biographiqueBIU Santé.
  13. Archives de Paris — გამ. 345.
  14. 14.0 14.1 Find a Grave — 1996.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Léonore databaseministère de la Culture.
  16. Archives de Paris — გამ. 345.
  17. Шаскольская М. П. Жолио-Кюри Фредерик // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1972. — Т. 9 : Евклид — Ибсен. — С. 230.
  18. Archives de Paris — გამ. 2148.
  19. https://www.lemonde.fr/archives/article/1958/08/18/les-obseques-nationales-du-grand-savant-seront-celebrees-mardi-a-la-sorbonne_2301786_1819218.html
  20. 20.0 20.1 The Fine Art Archive — 2003.
  21. 21.0 21.1 კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
  22. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1935/
  23. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  24. https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/hughes-medal/
  25. https://www.accademiaxl.it/en/medaglia-matteucci/
  26. https://catalogues.royalsociety.org/CalmView/Record.aspx?src=CalmView.Persons&id=NA7837&pos=1
  27. Blackett, P. M. S. (1960). "Jean Frederic Joliot 1900–1958". Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society. Royal Society publishing. 6 (0): 86–105. doi:10.1098/rsbm.1960.0026. ISSN 0080-4606.
  28. Goldsmith, Maurice (1976).Frédéric Joliot-Curie: a biography დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. . London: Lawrence & Wilshart.ISBN 0-85315-342-6