Science (იკითხება საიენს,) — მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაციის (ინგლ. The American Association for the Advancement of Science — ინგლ. AAAS) სამეცნიერო ჟურნალი. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალად. ყოველკვირეულად გამომავალი რეცენზირებული ჟურნალი და ჰყავს დაახლოებით 130 000 გამომწერი. რადგანაც ორგანიზაციის გამოწერა და ინტერნეტით წვდომა ქმნის გაცილებით მეტ აუდიტორიას, მისი მკითხველების რიცხვი შეფასებულია 1 მილიონ ადამიანად[1].

გამოდის ინგლისურ ენაზე. ბაზირებულია ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი, აშშ) და კემბრიჯში (ინგლისი).

Science დაარსდა 1880 წელს ნიუ-იორკელი ჟურნალისტის ჯონ მაიკლზის (ინგლ. John Michaels) მიერ, ჯერ ტომას ალვა ედისონის, ხოლო მოგვიანებით ალექსანდერ გრეიამ ბელის ფინანსური დახმარებით. მაგრამ ჟურნალმა ვერ მოახერხა საკმარისი რაოდენობის გამომწერების თავმოყრა და ამიტომ მან შეწყვიტა გამოსვლა 1882 წლის მარტში. ენტომოლოგმა სამუელ ჰაბარდ სკადერმა (ინგლ. Samuel Hubbard Scudder) აღადგინა ჟურნალის გამოცემა ერთი წლის შემდეგ. 1894 წელს Science-ს ისევ გამოუჩნდა ფინანსური სიძნელეები და ის მიეყიდა ფსიქოლოგ ჯეიმზ მაკკინ კეტელს (ინგლ. James McKeen Cattell) 500 ამერიკულ დოლარად.

შეთანხმების თანახმად, რომელიც შედგა კეტელსა და AAAS-ს ადმინისტრაციას შორის, Science 1900 წელს გახდა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაციის ჟურნალი[2]. ХХ საუკუნის პირველ მეოთხედში Science-ში გამოქვეყნდა ბევრი მთავარი სამეცნიერო ნამუშევარი — როგორებიცაა სტატიები ნაყოფის ბუზების (ლათ. Drosophilidae) გენეტიკის (ტომას ჰანტ მორგანი), გრავიტაციული ლინზირების (ალბერტ აინშტაინი) და სპირალური გალაქტიკების (ედუინ ჰაბლი) შესახებ[3]. 1944 წელს კეტელის გარდაცვალების შემდეგ ჟურნალი მთლიანად გადავიდა AAAS-ის ხელში[4].

კეტელის გარდაცვალების შემდეგ ჟურნალს 20 წელი არ ჰყოლია რედაქტორი, სანამ 1956 წელს არ დაინიშნა გრეჰემ დუშეინი (ინგლ. Graham DuShane). ნეპტუნიუმის ერთ-ერთი პირველი აღმომჩენი, ფიზიკოსი ფილიპ ჰოგ აბელსონი (ინგლ. Philip Hauge Abelson), იყო ჟურნალის რედაქტორი 1962 წლიდან 1984 წლის ჩათვლით. მისი რედაქტორობის დროს რეცენზირების ეფექტურობა გაუმჯობესდა, რამაც გამოიწვია ახალი მასალების გამოქვეყნების დაჩქარება[5]. ამ წლების განმავლობაში გამოქვეყნდა სტატიები პროგრამა „აპოლოს“ და შიდსის შესახებ ერთ-ერთი პირველი ცნობები[6].

ბიოქიმიკოსი დანიელ კოშლანდი (ინგლ. Daniel Koshland) რედაქტორად მუშაობდა 1985 წლიდან 1995 წლის ჩათვლით. 1995 წლიდან 2000 წლის ჩათვლით ეს თანამდებობა ეკავა ნეირობიოლოგ ფლოიდ ბლუმს (ინგლ. Floyd Bloom).

2000 წელს Science-ის რედაქტორი გახდა ბიოლოგი დონალდ კენედი (ინგლ. Donald Kennedy). 2008 წლის მარტში მისი ადგილი დაიკავა ბიოქიმიკოსმა ბრუს ალბერტსმა (ინგლ. Bruce Alberts)[7]. 2013 წლის ივნისში რედაქტორი გახდა მარშა მაკნატი (ინგლ. Marcia McNutt). 2016 წლის 1 ივლისს მისი ადგილი დაიკავა ჯერემი მ. ბერგმა (ინგლ. Jeremy M. Berg.

2009 წელს შევიდა [[უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ბიოლოგიის და მედიცინის მიხედვით 100 ყველაზე უფრო გავლენიანი ჟურნალების სია]]ში და გავიდა მესამე ადგილზე, ხოლო დარგში „მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგია, ბიოტექნოლოგია და დისწიპლინათაშორისი ჟურნალები“ — პირველ ადგილზე.

სტატიების მთლიანტექსტური ვერსიები ონლაინ რეჟიმშია გამოქვეყნებული AAAS-ის წევრებისათვის ჟურნალის მთავარ საიტზე. AAAS-ის წევრებს მთელი წლის განმავლობაში გააჩნიათ სრული დაშვება ჟურნალის არქივებში Science-ის საიტი-ზე, სადაც მას ჰქვია Science Classic. სხვა გამომწერებს დამატებით ფასად შეუძლიათ შეუკვეთონ დაშვება Science Classic-ს.

ინდივიდიალური და კოლექტიური გამოწერა ასევე იძლევა ორიგინალური სტატიების წაკითხვის საშუალებას (ეს იაფია AAAS-ის წევრობაზე). Science-ის ვებ-საიტი წარმოადგენს თავისუფალ წვდომას ზოგიერთ პუბლიკაციებზე (ზოგიერთი ორიგინალური კვლევა და რედაქტორული სვეტები), ასევე არქივში დასათაურებულ ყველა ნომერზე.

ყველა სტატიასთან წვდომა, რომლებიც გამოქვეყნებულები იყვნენ არაუმეტეს 5 წლის უკან, Science-ის საიტზე თავისუფალია, თუ запрос გაშვებულია გამომწერის IP-მისამართიდან.

5 წელზე უფრო დიდი ხნის უკან გამოშვებული ჟურნალზე წვდომა ასევე შესაძლებელია JSTOR-ის გამოწერის საშუალებით[8].

2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინის დარგში რენდი უეინ შეკმანმა (ინგლ. Randy Wayne Schekman) მისთვის პრემიის მინიჭებისას განაცხადა, რომ წამყვანი სამეცნიერო ჟურნალები, რომელთა შორისაცაა Science, ხელს უშლიან სამეცნიერო პროცესებს, რადგანაც წამყვან ჟურნალებში საკუთარი პუბლიკაციების ნახვის სურვილი მეცნიერებს უბიძგებს „ჩამოიჭრან კუთხეები“ და დაკავდნენ იმით, რაც ითვლება მოდურად, და არა იმით, რაც უფრო მთავარია მეცნიერებისთვის. ამას გარდა, შეკმანის აზრით, პრობლემა ის არის, რომ ამ ჟურნალების რედაქტორები მეცნიერები კი არ არიან, არამედ გამომცემლებს წარმოადგენენ და მათ პირველ რიგში აინტერესებთ ხმაური, სენსაცია და ფურორი. მან პირობა დადო აღარ გაეგზავნა საკუთარი სტატიები ჟურნალებში Nature, Cell და Science.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  1. რა არის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაცია?. AAAS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-05.
  2. 150 Years of Advancing Science: A History of AAAS and Science: 1900—1940. AAAS (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-05.
  3. AAAS and Science: 1900-1940. American Association for the Advancement of Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-29. ციტირების თარიღი: 2006-08-27.
  4. AAAS — History and Archives. American Association for the Advancement of Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-29. ციტირების თარიღი: 2006-08-27.
  5. AAAS and the Maturing of American Science: 1941-1970. American Association for the Advancement of Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-29. ციტირების თარიღი: 2006-08-27.
  6. Change and Continuity: 1971 to the Present. American Association for the Advancement of Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-29. ციტირების თარიღი: 2006-08-27.
  7. Bruce Alberts Named New Editor-in-Chief of Science. American Association for the Advancement of Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-29. ციტირების თარიღი: 2007-12-18.
  8. ჟურნალის გამოცემები ინგლ. Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-05. JSTOR-ში