მარშა მაკნატი
მარშა კემპერ მაკნატი (დ. 19 თებერვალი, 1952) ― ამერიკელი გეოფიზიკოსი და აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 22-ე პრეზიდენტი.[14] 2013-დან 2016 წლამდე რეცენზირებადი ჟურნალის Science მთავარი რედაქტორი იყო.[15] სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მოწვეული წევრი. მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიების მრჩეველთა კომიტეტის დედამიწისა და სიცოცხლის კვლევების განყოფილებისა და ფორუმის წევრი. მაკნატი მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიების კლიმატის ინტერვენციის კომიტეტს თავმჯდომარეობდა 2015 წელს.[16]
მაკნატი ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მე-15 დირექტორი (პირველი ქალი, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა) და აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივნის მრჩეველი იყო მეცნიერების მიმართულებით. გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელობამდე მაკნატი მონტერეის ყურის აკვარიუმის კვლევითი ინსტიტუტის, აშშ-ის ოკეანოგრაფიის კვლევითი ცენტრის, პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, სტენფორდის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სკოლის საზღვაო გეოფიზიკის პროფესორი და სანტა-კრუსის კალიფორნიის უნივერსიტეტის საზღვაო გეოფიზიკის პროფესორი იყო.
ოჯახი და განათლება
რედაქტირებამარშა მაკნატის მამა მცირე ბიზნესის მფლობელი იყო, ხოლო დედა ― დიასახლისი. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ინტერვიუში მაკნატმა აღნიშნა, რომ მათ ოჯახში ქალთა განათლება ტრადიასა და ნორმას წარმოადგენდა და მშობლებიც აგულიანებდნენ მაკნატსა და მის დებს.[17]
1970 წელს მინეაპოლისის ნორთროპის კოლეგიური სკოლა (დღევანდელი ბლეიკის სკოლა) დაამთავრა. 1973 წელს კოლორადოს კოლეჯში ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. როგორც ეროვნული სამეცნიერო ფონდის კურსდამთავრებული, მაკნატი სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტში გეოფიზიკას სწავლობდა, სადაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო (1978 წელს).[18] დისერტაცია დაიცვა თემაზე: „კონტინენტური და ოკეანური იზოსტასი“.[19] მაკნატი წყალქვეშა ინსტრუქტორთა ეროვნული ასოციაციის სერტიფიცირებული მყვინთავია და აშშ-ის საზღვაო ძალების Underwater Demolition Team-თან და ზღვის ლომებთან ერთად წყალქვეშა ნგრევებისა და აფეთქებების წვრთნებშიც მონაწილეობდა.[19][20]
მარშა კემპერ მანატის პირველი ქმარი მარსელ ჰოფმანი[21] 1988 წელს გარდაიცვალა. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ: მერედით მაკნატ-ჰოფმანი[21] და იდენტური ტყუპები: დანა და ეშლი ჰოფმანები.[22][23] ეშლი ჰოფმანი 2009 წელს კალიფორნიის მის როდეო გახდა. მარშა მაკნატი ენთუზიასტი მოჯირითეა და შეჯიბრებებშიც მონაწილეობს.[24]
მაკნატი ერთ-ერთია ექვს ქალ მეცნიერს შორის, რომელთა შესახებაც 1995 წელს PBS-მა სერიები „ქალთა აღმოჩენა“ შექმნა.[25] 1996 წელს მაკნატი იან იანგზე, მონტერეის ყურის აკვარიუმის კვლევითი ლაბორატორიის გემის კაპიტანზე დაქორწინდა.[26][27]
ადრეული წლები
რედაქტირებამინესოტის უნივერსიტეტში მცირე ხნით მუშაობის შემდეგ მაკნატი სამი წლით აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიწისძვრების წინასწარ განსაზღვრაზე მუშაობდა. 1982 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გახდა, ხოლო 1988 წელს გეოფიზიკის გრისვოლდის პროფესორად დაინიშნა. ხელმძღვანელობდა ოკეანოგრაფიისა და გამოყენებითი ოკეანური მეცნირებისა და ინჟინერიის ერთობლივ პროგრამას, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ვუდს-ჰოულის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.[18]
კვლევა
რედაქტირებამარშა მაკნატი 15 ოკეანოგრაფიულ ექსპედიციაში მონაწილეობდა და ნახევარზე მეტში მთავარ მეცნიერად მუშაობდა.[28] გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო სტატია რეცენზირებად ჟურნალებში.[28][29] მის ნაშრომებში გამოკვლეულია საფრანგეთის პოლინეზიის ოკეანური კუნძულების ვულკანიზმი, კონტინენტური დაყოფა დასავლეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ტიბეტის პლატოს ამაღლება.[30]
მაკნატს დიდი წვლილი მიუძღვის რეოლოგიასა და ლითოსფეროს შესწავლაში. მკვლევარმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა ვულკანებს ლითოსფეროს შეცვლა შეუძლია, გავლენას ახდენენ მიმდებარე ტერიტორიების სიმაღლეზე და 3D ანალიზისა და გრავიტაციის მონაცემების გამოყენებით აჩვენა, რომ ავსტრალიის პლატოს მოკლე ვადაში ძლიერია, ხოლო სუსტია ფართო მასშტაბზე.[31][32]
მონტერეის ყურის აკვარიუმის კვლევითი ინსტიტუტი
რედაქტირება1997 წლიდან 2009 წლამდე მარშა მაკნატი მონტერეის ყურის აკვარიუმის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე იყო.[33][34]ამ პერიოდში ინსტიტუტის კვლევითი ხომალდით RV Western Flyer ექსპედიციები განხორციელდა კანადიდან კალიფორნიის ნახევარკუნძულისკენ და ჰავაის კუნძულებისკენ.[35] ინსტიტუტის ხელმძღვანელობით შეიქმნა მონტერეის დაჩქარებული კვლევითი სისტემა, პირველი ღრმა წყლის ობსერვატორია კონტინენტურ აშშ-ში.
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირებამაკნატი არის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის,[36] ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების[37] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი. არის ამერიკის გეოფიზიკოსთა კავშირისა და გეოდეზიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. 2000-2002 წელს იყო ამერიკის გეოფიზიკოსთა კავშირის პრეზიდენტი.[18] 2016 წლიდან არის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.[14]
მარშა მაკნატს ინდიანის უნივერსიტეტის (2021),[38] ბოსტონის უნივერსიტეტის (2019),[39] ვუსტერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (2018),[40] მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (2018),[41] კოლორადოს მაინზის სკოლის (2011),[42] მონმუთის უნივერსიტეტის (2010),[43] მინესტორის უნივერსიტეტის (2004)[44] და კოლორადოს კოლეჯის (1989)[45] საპატიო დოქტორის წოდებები აქვს.
მაკნატი ბილ კლინტონის ოკეანური გამოკვლევების საპრეზიდენტო პანელის თავმჯდომარე იყო. თავმჯდომარეობდა ოკეანოგრაფიის ინსტიტუტთა გუბერნატორთა საბჭოს. არის მონტერეის ყურის აკვარიუმის, სტენფორდის უნივერსიტეტის, ჰარვარდის უნივერსიტეტის და ჟურნალების: Science და Journal of Science Policy and Governance შეფასებისა და მრჩეველთა საბჭოების წევრი.[28]
1988 წელს ამერიკის გეოფიზიკოსთა კავშირმა მაკნატს მაქელუეინის მედალი გადასცა, ხოლო 2007 წელს ღრმა ზღვის გამოკვლევებისა და ოკეანურ მეცნიერებებში წამყვანი როლისთვის მორის ევინგის მედალი დაიმსახურა.[18][31] 2002 წელს ჟურნალმა Discover მაკნატი 50 წამყვან ქალ მეცნიერს შორის დაასახელა.[46] 2021 წელს მაკნატი ინჟინერიის ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს.[47]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Marcia K. McNutt. National Academy of Sciences.
- Shell, Ellen Ruppel (July 7, 2016). „Science academy's new president cleared many hurdles on way to the top“. Science. doi:10.1126/science.aaf5836. ციტირების თარიღი: July 7, 2016.–2016 biography
ვიდეოები
- Exploring the Ocean. PopTech via Vimeo. 2005. http://vimeo.com/18064763.
- Avoiding the Slippery Slope: Leadership Lessons from Inside the Oil Spill. Stanford Graduate School of Business, via YouTube. February 3, 2011. https://www.youtube.com/watch?v=eM1ctDywmmE. – one hour speech
- On Leadership: Marcia McNutt on the science of leadership. August 4, 2011. https://www.washingtonpost.com/video/national/on-leadership-marcia-mcnutt-on-the-science-of-leadership/2011/08/04/gIQAdHMxuI_video.html.[მკვდარი ბმული] at The Washington Post
- On Leadership: Marcia McNutt on gaining credibility. August 3, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან ივლისი 29, 2013-ში. https://web.archive.org/web/20130729185448/http://www.washingtonpost.com/national/on-leadership-marica-mcnutt-on-gaining-credibility/2011/08/03/gIQArPvKsI_video.html. წაკითხვის თარიღი: მარტი 3, 2022. at The Washington Post
- Faces of Innovation: Marcia McNutt. Colorado College, via YouTube. https://www.youtube.com/watch?v=TT2WROv8Tno.
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Carnegie Reporter (June 11, 2018). „O Pioneers! Marcia McNutt & Judy Woodruff“. Medium.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rogers K. Encyclopædia Britannica
- ↑ http://icaps05.uni-ulm.de/mcnutt.html
- ↑ http://ieee-npss.org/wp-content/uploads/2014/03/2003-NSREC.pdf
- ↑ http://nas-sites.org/revellelecture/files/2011/11/2001-Program.pdf
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
- ↑ https://www.dri.edu/nvmedal/30th-nevada-medalist
- ↑ https://www.agu.org/honors/ewing/past-recipients
- ↑ https://commencement.miami.edu/about-us/archives/honorary-degree-recipients/index.html
- ↑ Fellows Directory
- ↑ https://royalsociety.org/news/2017/05/eminent-scientists-join-royal-society-fellowship/ — 2017.
- ↑ 13.0 13.1 https://science.sciencemag.org/content/367/6482/1077.full
- ↑ 14.0 14.1 „Science Editor-in-Chief Marcia McNutt Elected President of the National Academy of Sciences“. AAAS. 16 February 2016. ციტირების თარიღი: 19 January 2017.
- ↑ Gramling, Carolyn (April 2, 2013). „Marcia McNutt Bringing Her 'Intellectual Energy' to Science“. Science Insider. American Association for the Advancement of Science. ციტირების თარიღი: April 9, 2013.
- ↑ Committee membership: Geoengineering Climate. National Academy of Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 13, 2018. ციტირების თარიღი: March 11, 2014
- ↑ InterViews: Marcia McNutt. National Academy of Sciences. ციტირების თარიღი: October 19, 2011
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 Marcia McNutt. Monterey Bay Aquarium Research Institute via Internet Archive (July 9, 2009). ციტირების თარიღი: May 24, 2015
- ↑ 19.0 19.1 Marcia McNutt: Curriculum Vitae. Monterey Bay Aquarium Research Institute via Internet Archive. ციტირების თარიღი: May 24, 2015
- ↑ Perlman, David & Fimrite, Peter (July 11, 2009). „Obama taps Californians for parks, geology jobs“. San Francisco Chronicle. Hearst Communications. ციტირების თარიღი: 2009-08-01.
- ↑ 21.0 21.1 „Meredith Hoffmann, Julian Scurci“. The New York Times. October 7, 2012.
- ↑ Lubick, Naomi. (July 2005) Marcia McNutt: Oceangoing geophysicist. American Geological Institute. ციტირების თარიღი: 2009-07-30
- ↑ The Girls. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 23 March 2017
- ↑ Winter, Allison (June 16, 2010). „USGS Director Quietly Wages 'Fearless' War on Oil Spill“. The New York Times. ციტირების თარიღი: June 16, 2010.
- ↑ Steinke, Jocelyn (1997). „A portrait of a woman as a scientist: breaking down barriers created by gender-role stereotypes“ (PDF). Public Understanding of Science. 6 (4): 409–428. doi:10.1088/0963-6625/6/4/006. ISSN 0963-6625. S2CID 16304629. ციტირების თარიღი: April 15, 2011.
- ↑ Marcia Kemper McNutt Receives 2007 Maurice Ewing Medal. American Geophysical Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 28, 2020. ციტირების თარიღი: April 10, 2011
- ↑ Wallechinsky, David. United States Geological Survey: Who is Marcia McNutt?. AllGov.com. ციტირების თარიღი: April 10, 2011
- ↑ 28.0 28.1 28.2 „President Obama Announces More Key Administration Posts“. whitehouse.gov (პრეს-რელიზი). July 9, 2009. ციტირების თარიღი: 2009-07-30 – წარმოდგენილია National Archives-ის მიერ.
- ↑ Marcia McNutt: Publications. Monterey Bay Aquarium Research Institute. ციტირების თარიღი: 2009-07-30
- ↑ „Salazar Applauds President Obama's Intent to Nominate Dr. Marcia McNutt as Director of the U.S. Geological Survey“ (პრეს-რელიზი). United States Department of the Interior. July 9, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 17, 2009. ციტირების თარიღი: 2009-07-31.
- ↑ 31.0 31.1 Watts, Anthony B.. 2007 Maurice Ewing Medal Winner: Marcia Kemper McNutt. American Geophysical Union. ციტირების თარიღი: 21 October 2011
- ↑ (1987) რედ. Keating, Barbara H.: The South Pacific Superswell in Seamounts, Islands, and Atolls, გვ. 25. DOI:10.1029/gm043p0025. ISBN 978-0-87590-068-1. [მკვდარი ბმული]
- ↑ MBARI President and CEO Marcia McNutt to be nominated as Director of U.S. Geological Survey. Monterey Bay Aquarium Research Institute (July 10, 2009). ციტირების თარიღი: 2009-07-31
- ↑ „MBARI Announces New President“. KSBW. Internet Broadcasting Systems. November 4, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 13, 2011. ციტირების თარიღი: 2009-11-04.
- ↑ „Secretary Salazar Applauds Senate's Confirmation of Dr. Marcia McNutt as Director of the U.S. Geological Survey“ (პრეს-რელიზი). U.S. Department of the Interior. October 22, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2009. ციტირების თარიღი: 2009-11-07.
- ↑ Anon. (2017)Professor Marcia McNutt ForMemRS. Royal Society. ციტირების თარიღი: May 11, 2017
- ↑ APS Member History en. ციტირების თარიღი: 2021-07-08
- ↑ Brosher, Barbara. (April 26, 2021) IU announces 2021 commencement speakers, honorary degree recipients. Indiana University.
- ↑ Laskowski, Amy; Chang-Rascle, Jacob. National Academy of Sciences President Announced as 146th Commencement Speaker (May 3, 2019). ციტირების თარიღი: 2019-08-14
- ↑ „Marcia McNutt, National Academy of Sciences President, Delivers Keynote at Worcester Polytechnic Institute Graduate Commencement Ceremony“ (პრეს-რელიზი). May 10, 2018.
- ↑ Parker, Kristen. (April 11, 2018) International Leaders Receive Honorary Degrees at Spring '18 Commencement. Michigan State University.
- ↑ Honorary Degree Recipients. Colorado School of Mines Alumni Association.
- ↑ Columbus, Gina. (October 20, 2010) Distinguished Scientist Receives Honorary Degree At Founder's Day Celebration. Monmouth university Outlook. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 29, 2021. ციტირების თარიღი: მარტი 3, 2022.
- ↑ Marcia K. McNutt, Honorary Degree Recipient. University of Minnesota.
- ↑ Tiefenthaler, Jill. (March 23, 2016) 2016 Commencement Speaker. Colorado College.
- ↑ University of California, Santa Cruz. (10 October 2002) Discover magazine names three UC Santa Cruz professors among the top 50 women in science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2003. ციტირების თარიღი: 2007-01-17
- ↑ National Academy of Engineering Elects 106 Members and 23 International Members. NAE (February 9, 2021). ციტირების თარიღი: 2021-02-10