იენს იაკობ ბერცელიუსი

შვედი ქიმიკოსი და მინერალოგი

იენს იაკობ ბერცელიუსი (შვედ. Jöns Jakob Berzelius; დ. 20 აგვისტო 1779, ვევერსუნდა — გ. 7 აგვისტო 1848, სტოკჰოლმი) — შვედი ქიმიკოსი და მინერალოგი. სტოკჰოლმის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1808), მისი პრეზიდენტი (1810) და მუდმივი მდივანი (1818); პეტერბურგის აკადემიის საპატიო უცხოელი წევრი (1820).

იენს იაკობ ბერცელიუსი
შვედ. Jöns Jacob Berzelius
Jöns Jacob Berzelius from Familj-Journalen1873.png
დაბ. თარიღი 20 აგვისტო, 1779(1779-08-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი Väfversunda[2]
გარდ. თარიღი 7 აგვისტო, 1848(1848-08-07)[1] [2] [3] [4] [12] [5] [6] [7] [8] [10] [11] [13] (68 წლის)
გარდ. ადგილი ადოლფ-ფრედრიკი[13]
დასაფლავებულია სოლნის სასაფლაო[14] [15]
მოქალაქეობა Flag of Sweden.svg შვედეთი[13]
საქმიანობა ქიმია
მუშაობის ადგილი შვედეთის სამეფო ინსტიტუტი და უფსალის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი უფსალის უნივერსიტეტი და Katedralskolan
განთქმული მოსწავლეები ლარს ფრედერიკ სვანბერგი და James Finlay Weir Johnston[16]
მეუღლე Elisabeth Berzelius
ჯილდოები კოპლის მედალი[17] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[18], წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, პოლარული ვარსკვლავის ორდენის რაინდი და Commander of the Order of Vasa

დიდია ბერცელიუსის ღვაწლი ატომისტიკის ცდას დასაბუთების საქმეში. ჟანგეულების ანალიზის საფუძველზე (1810-1816) მან დაადასტურა ჯერად ფარდობათა კანონი; საკუთარი მონაცემების მიხედვით (1814 წ.) გამოაქვეყნა 41 ელემენტის ატომური მასის ტაბულა, შეისწავლა ორი ათასამდე ნაერთის პროცენტული შედგენილობა და შემოიღო ელემენტების ატომების აღნიშვნა მათი ბერძნული და ლათინური სახელწოდების საწყისი ასოებით.

ვ. გიზინგერთან ერთად აღმოაჩინა ცერიუმი (1803), სელენი (1817), თორიუმი (1828). პირველმა მიიღო თავისუფალი სახით სილიციუმი, ტიტანი, ტანტალი და ცირკონიუმი. შექმნა ელექტროქიმიური თეორია (1812-1819).

1811 წელს დაიწყო ორგანული ნივთიერებათა ელემენტური შედგენილობის სისტემატიური შესწავლა და დადგინა (1824), რომ მათი შედგენილობა ემორჩილება ჯერად ფარდობათა კანონს. ბერცელიუსმა პირველმა შეადგინა ზოგიერთი ორგანული მჟავის ფორმულა (1815). როდესაც აღმოაჩინეს ერთნაირი შედგენილობის, მაგრამ განსხვავებული თვისებების ორგანული ნაერთები, ბერცელიუსმა ამ მოვლენას იზომერია უწოდა (1830 წ.).

თხზულებებირედაქტირება

  • Afhandliger i fysik, kemi och mineralogi, bd 1—6, Stockh., 1806—18;
  • Lehrbuch der Chemie, 5 Aufl., Bdl—5, Lpz., 1847—56.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 335.
  • Соловьев Ю. И., Куринной В. И., Якоб Берцелиус, М., 1961;
  • Söderbaum Н. G., Jacob Berzelius, Bd I— 3, Uppsala, 1923—39;
  • Hoimberg A., Bibliographi över J.J. Berzelius, dl 1—2, Stockh., 1933—36;
  • suppi. 1—2, Stockh., 1936—53.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Jöns Jacob Berzelius — 1917.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 www.accademiadellescienze.it
  8. 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. 10.0 10.1 Académie nationale de médecine
  11. 11.0 11.1 Base biographique
  12. KNAW Past Members
  13. 13.0 13.1 13.2 Sveriges dödbok 1830–2020Sveriges Släktforskarförbund, 2021.
  14. Jöns Jacob Berzelius
  15. Jacob Berzelius
  16. Mathematics Genealogy Project — 1997.
  17. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  18. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 33.