შვედეთის სამეფო ინსტიტუტი
შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტი ევროპის სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი უდიდესია. დაარსებულია 1810 წელს და სტოკჰოლმის გარეუბან სოლნაში მდებარეობს.
ინსტიტუტის კომიტეტი ნიშნავს ნობელის პრემიის ლაურეატებს მედიცინის ან ფიზიოლოგიის დარგში. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სასწავლო ჰოსპიტლად არის ასოცირებული. უნივერსიტეტი და ჰოსპიტალი ერთობლივად აყალიბებენ ჯანმრთელობის აკადემიურ სამეცნიერო ცენტრს. აქვეა შვედეთის უდიდესი კვლევითი და სასწავლო ცენტრი, რომელზეც სამედიცინო ტრენინგის 30 %-, ხოლო აკადემიური კვლევითი სამუშაოების 40% მოდის.
ინსტიტუტი ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის წევრია. 2008 წლის მონაცემებით, სამეფო ინსტიტუტი მსოფლიოში 51-ე ადგილს, ევროპაში 11 ადგილს, ხოლო შვედეთში 1 ადგილს იკავებს როგორც საუკეთესო კვლევითი ინსტიტუტი. აგრეთვე, 18-ე ადგილს იკავებს სიცოცხლისა და სასოფლოსამეურნეო მეცნიერებაში, ხოლო მე-9 ადგილს კლინიკური მედიცინისა და ფარმაციის დარგში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Karolinska Institutet - ოფიციალური საიტი
- KI Community დაარქივებული 2018-03-14 საიტზე Wayback Machine. - Interactive internal website for scientists at Karolinska Institutet