ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკი (ფრანგ. Joseph Louis Gay-Lussac; დ. 6 დეკემბერი, 1778 — გ. 9 მაისი, 1850, პარიზი) — ფრანგი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.

ლუი გეი-ლუსაკი
დაბ. თარიღი 6 დეკემბერი, 1778(1778-12-06)[1] [2]
დაბ. ადგილი Saint-Léonard-de-Noblat[2]
გარდ. თარიღი 9 მაისი, 1850(1850-05-09)[3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [12] [1] [2] (71 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[13] [2]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[14] და Grave of Joseph Louis Gay-Lussac
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ფიზიკოსი, ქიმიკოსი, პოლიტიკოსი, ინჟინერი, უნივერსიტეტის პროფესორი და დირექტორთა საბჭოს წევრი[15]
მუშაობის ადგილი პარიზის უნივერსიტეტი, პოლიტექნიკური სკოლა და Manufacture royale de glaces de miroirs[16]
ალმა-მატერი პოლიტექნიკური სკოლა, პარიზის უნივერსიტეტი და გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა
განთქმული მოსწავლეები Jules Pelouze
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
მეუღლე Geneviève-Marie-Joseph Rojot[17]
ნათესავ(ებ)ი Simon François Gay de Vernon
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი[18] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, Prix du Galvanisme, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[19] , ორდენი „დამსახურებისათვის“ და 72 names on the Eiffel Tower[20]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკი დაიბადა 1778 წლის 6 დეკემბერს „სენტ-ლეონარდ-დე-ნოლეტში (დღევანდელი ზემო ვიენას დეპარტამენტი). გეი ლუსაკის მამა იყო ანტონი გაი იყო ექიმის შვილი, რომელიც მოსამართლედ მუშაობდა[21]. ჟოზეფს ჰყავდა ერთი ძმა და სამი და. 1703 წლისათვის მამა-შვილმა მიიღეს გეი-ლუსაკის სახელი[22]. ლუი გეი ლუსაკმა ადრეული განათლება მიიღო ბურდუქსის კათოლიკურ „აბბეიში“, თუმცა ცხოვრების შემდგომ პერიოდში იგი ათეისტი გახდა[23][24]. 1798 წელს იგი შედის ეკოლო პოლიტექნიკუმში (პარიზი). 1809 წელს გეი-ლუსაკი გახდა ქიმიის პროფესორი ამავე პოლიტექნიკუმში, ხოლო 1808-1832 წლებში იგი იყო სორბონის უნივერსიტეტში ფიზიკის პროფესორი. 1821 წელს ჯოზეფი აირჩიეს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად, ხოლო 1932 წელს იგი არჩეულ იყო ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად[25].

მოღვაწეობა

რედაქტირება

ლუი გეი-ლუსაკი მეცნიერების ისტორიაში შევიდა, უპირველესად, როგორც ცნობილი ქიმიკოსი. მან შეადგინა პროექტი და შეძლო და განახორციელა გოგირდმჟავას მიღება. თუმცა ქიმიურ გამოკვლევებთან ერთად მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა ფიზიკას. მან თავისი დროისათვის გასაოცარი საქმე ჩაიდინა — პირველი გაფრინდა საჰაერო ბურთით და მიაღწია 4000 მეტრ სიმაღლეს. ამ ფრენის დროს მან ბევრი მნიშვნელოვანი ფიზიკური დაკვირვება განახორციელა. დღესაც მის სახელს ატარებს მის მიერ აღმოჩენილი და გამოკვლეული გაზის კანონი. გაზების ფიზიკურ გარდაქმნებზე გამოკვლევების ჩატარებისას მეცნიერი დაინტერესდა ქიმიური რეაქციების ზეგავლენით გაზების მოცულობით თანაფარდობაზე.

გეი-ლუსაკი იყო ისეთი პიროვნება, რომ მას თავგზას არასოდეს არ უბნევდა რაიმე მარცხი ან სიძნელე, პირიქით — უფრო დიდ ძალას მატებდა ახალი მეთოდების შემუშავებასა და ხელსაწყოების კონსტრუირებაში. გაზის მოცულობის გასაზომი აპარატი, სპეციალური თერმომეტრი და მანომეტრები — ეს მხოლოდ ზოგიერთი ხელსაწყოებია, რომლებმაც საშუალება მისცეს მას დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ.

ჯოზეფ ლუი გეი-ლუსაკი გარდაიცვალა 1850 წლის 9 მაისს, პარიზში, გაზების აფეთქების დროს მიღებული ტრავმისაგან.

მიღწევები

რედაქტირება

1802 — გეი-ლუსაკი იყო პირველი, ვინც ფორმულირება გაუკეთა კანონს, რომელსაც შემდგომში გეი-ლუსაკუს კანონი ეწოდა. ეს კანონი მათემატიკურად შეიძლება შემდეგნაირად ჩაიწეროს:  , სადაც   — მოცულობაა,   — აბსოლუტური ტემპერატურა ხოლო   — ბოლცმანის მუდმივაა.[26]

1804 — მან და ჟან ბატიტს ბოიტმა განახორციელეს 7016 მეტრის სიმღლეზე ცხელი აირის ბალონით ასვლა დედამიწის ატმოსფეროზე დაკვირვებისათვის. მათ სურდათ სხვადასხვა სიმაღლეზე აეღოთ ჰაერის ნიმუშები (მათ ძირითადად ანიტერესებდათ ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა)

1805 — გეი ლუსაკმა საკუთარ მეგობართან, ალექსანდერ ჰუმბოლდტთან ერთად აღმოაჩინა შემდეგი ფაქტი: ატმოსფეროს შემადგენლობა არ იცვლება წნევის შემცირებით (სიმაღლეზე ასვლა). აგრეთვე მან აღმოაჩინა, რომ წყალი შედგებოდა ორი ნაწილი წყალბადისა და ერთი ნაწილი ჟანგბადისაგან.

1808 — იგი იყო ბორის თანააღმომჩენელი.

1811 — მან ცნო იოდი ახალ ელემენტად, აგრეთვე აღწერა მისი თვისებები და მანვე შესთავაზა მეცნიერებს სახელი „iode[27].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

გეი-ლუსაკის კანონი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სობესიაკი რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 50, თბ., 1978.
  1. 1.0 1.1 Base biographiqueBIU Santé.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 www.accademiadellescienze.it
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #118716581 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Sycomore / Assemblée nationale
  6. SNAC — 2010.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  10. Pas L. v. Genealogics — 2003.
  11. Académie nationale de médecine
  12. 12.0 12.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  13. Гей-Люссак Жозеф Луи // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. Find a Grave — 1996.
  15. https://archives.saint-gobain.com/ressource/xixe/louis-joseph-gay-lussac-1778-1850-chimiste-president-du-conseil-dadministration
  16. https://www.mediachimie.org/actualite/les-chimistes-de-napol%C3%A9on
  17. NNDB — 2002.
  18. https://bibliotheque-numerique.inha.fr/collection/item/5074-gay-lussac-joseph-louis-membre-de-la-legion-d-honneur
  19. https://catalogues.royalsociety.org/CalmView/Record.aspx?src=CalmView.Persons&id=NA7195&pos=1
  20. https://www.toureiffel.paris/fr/le-monument/tour-eiffel-et-sciences
  21. Biographical Dictionary Ancient and Modern, Volume 16, Michaud
  22. Biographical sketch by Gay de Vernon
  23. "December 6: Joseph Louis Gay-Lussac". Freethought Almanac. Retrieved 2016-02-04.
  24. Ramesh Chopra (2005). Academic Dictionary Of Philosophy. Gyan Books. p. 143. ISBN978-81-8205-224-6. Renowned French chemist. He was one of the greatest chemists in Europe at the time. He made innumerable discoveries in the science, and even the restored royalty made him a Peer of France, although he worked politically with the anti-clericals. He was closely associated with Arago and shared his atheism.
  25. "Book of Members, 1780–2010: Chapter G" (PDF). American Academy of Arts and Sciences. Retrieved 8 September 2016.
  26. "Joseph Louis Gay-Lussac". Science History Institute. Retrieved 21 March 2018.
  27. Ede, A. (2006). The Chemical Element: A Historical Perspective.Greenwood Press. p. 133.ISBN 0-313-33304-1.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_გეი-ლუსაკი“-დან