სვანტე არენიუსი

შვედი ფიზიკოს-ქიმიკოსი

სვანტე ავგუსტ არენიუსი (შვედ. Svante August Arrhenius; დ. 19 თებერვალი, 1859, ვეიკის მამული უფსალასთან — გ. 2 ოქტომბერი, 1927, სტოკჰოლმი) — შვედი ფიზიკოს-ქიმიკოსი, შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1901). მრავალი ქვეყნის აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1926-იდან).

სვანტე არენიუსი
შვედ. Svante August Arrhenius
დაბ. თარიღი 19 თებერვალი, 1859(1859-02-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბ. ადგილი ბალინგსტა ფერსამლინგი[3]
გარდ. თარიღი 2 ოქტომბერი, 1927(1927-10-02)[15] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [16] [14] (68 წლის)
გარდ. ადგილი სტოკჰოლმი[15] [16]
დასაფლავებულია უფსალის ძველი სასაფლაო[17] [18]
მოქალაქეობა  შვედეთი
საქმიანობა ასტრონომი, ქიმიკოსი[3] , ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტი და უფსალის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი უფსალის უნივერსიტეტი და სტოკჰოლმის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ოსკარ კლეინი
მეუღლე Maria Arrhenius და Sofia Rudbeck
მამა Svanta Gustav Arrhenius[19]
დედა Carolina Christina Thunberg[19]
შვილ(ებ)ი ოლოფ არენიუსი და სვენ არენიუსი
ნათესავ(ებ)ი გრეტა ტუნბერგი
ჯილდოები ფარადეის ლექციის პრიზი, ნობელის პრემია ქიმიაში[20] [21] , უილარდ გიბსის ჯილდო[22] , ედინბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, დევის მედალი[23] , Silliman Memorial Lectures, ფრანკლინის მედალი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, გრონინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ლაიფციგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბირმინგემის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[24] , Echegaray Medal[25] და doctor honoris causa from the University of Paris[26]

ბიოგრაფია

რედაქტირება

1879 წელს დაამთავრა უფსალის უნივერსიტეტი. 1895 წლიდან იყო სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი, 1905 წლიდან - ნობელის ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია ელექტროლიტური დისოციაციის თეორიისა. სწავლობდა მჟავებისა და სხვა ელექტროლიტების განზავებული ხსნარების ელექტროგამტარობას და 1887 წელს დაასკვნა, რომ მათი მოლუკულები გახსნისას იშლება დამუხტულ ნაწილაკებად – იონებად (ანიონებად და კატიონებად). არენიუსს ეკუთვნის შრომები ქიმიურ კინეტიკაში. მან დაადგინა ქიმიური რეაქციის სიჩქარის ტემპერატურაზე დამოკიდებულება (1889), რომელსაც არენიუსის განტოლება ეწოდა. გამოიკვლია ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საკითხები. ითვლება ფიზიკური ქიმიის დარგის ერთ-ერთ დამაარსებლად. მისი იდეა სიცოცხლის ჩანასახების პლანეტიდან პლანეტაზე გადატანის შესახებ საკმაოდ აზრიანია და დღესაც განიხილება პანსპერმიის თეორიის მომხრეების მიერ. ფიქრობდა უნივერსალური ენის შემუშავებაზე ინგლისური ენის მოდიფიკაციის გზით.

მის სახელს ატარებს მთვარის კრატერი არენიუსი და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიების ჯგუფი.

რაც შეეხება არენიუსის რელიგიურ შეხედულებებს, ის თავის თავს ათეისტად აცხადებდა. მოღვაწეობის მრავალმხრივობის გამო თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალად, „პოლიმათად“.

1903 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. The Nobel Prize in Chemistry 1903 (Svante Arrhenius)
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 Svante A Arrhenius — 1917.
  4. 4.0 4.1 Svante August Arrhenius — 2009.
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Crawford E. Encyclopædia Britannica
  8. 8.0 8.1 KNAW Past Members
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  13. Аррениус, Свант-Август // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСент-Питерсберг: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. II. — С. 163.
  14. 14.0 14.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  15. 15.0 15.1 Аррениус Сванте Август // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  16. 16.0 16.1 www.accademiadellescienze.it
  17. Arrhenius, SvanteSvenskagravar.se.
  18. Svante Arrhenius1859–1927Church of Sweden.
  19. 19.0 19.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  20. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1903/
  21. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  22. https://chicagoacs.org/Willard_Gibbs_Award
  23. Award winners : Davy Medal
  24. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 14.
  25. http://www.rac.es/ficheros/doc/01194.pdf
  26. Liste des docteurs honoris causa de l'Université de Paris de 1918 à 1933 inclus — 1934. — Vol. 9, გამ. 1. — P. 90–95. — ISSN 0041-9176