ფრედერიკ სენგერი (ინგლ. Frederick Sanger; დ. 13 აგვისტო 1918, რენდკომბი, გლოსტერშირი — გ. 19 ნოემბერი 2013[23][24]) — ინგლისელი ბიოქიმიკოსი. მას ორჯერ ჰქონდა ნობელის პრემია მიღებული. არის ერთადერთი მეცნიერი ისტორიაში, რომელმაც ორჯერ მიიღო ნობელის პრემია ქიმიის დარგში. 1958 წელს პრემია მიიღო ცილების, განსაკუთრებით კი ინსულინის, სტრუქტურის დადგენისათვის, ხოლო 1980 წელს (უოლტერ გილბეტთან და პოლ ნაიმ ბერგთან ერთად) ფუნდამენტური გამოკვლევებისათვის ნუკლეინმჟავების ბიოქიმიური თვისებების, განსაკუთრებით რეკომბინირებული დნმ თავისებურებების, კვლევის სფეროში.

ფრედერიკ სენგერი
ინგლ. Frederick Sanger
დაბ. თარიღი 13 აგვისტო, 1918(1918-08-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი რენდკომბი, ინგლისი[1]
გარდ. თარიღი 19 ნოემბერი, 2013(2013-11-19)[9] [3] [4] [5] [6] [7] [10] [8](95 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი, ინგლისი[11] [12]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბიოქიმიკოსი[1] , ქიმიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და conscientious objector
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი, სენტ-ჯონის კოლეჯი[13] , ბრაინსტონის სკოლა, მალვერნის კოლეჯი და The Downs, Malvern College Prep School
განთქმული მოსწავლეები როდნი პორტერი და ელისაბედ ბლეკბერნი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[13] , საპატიო დოქტორი[14] , საპატიო დოქტორი[14] და საპატიო დოქტორი[14]
მეუღლე Margaret Joan Howe
ჯილდოები ნობელის პრემია ქიმიაში[1] [15] [16] , ნობელის პრემია ქიმიაში[12] [17] [16] , კოპლის მედალი[18] , სამეფო საზოგადოების წევრი[19] , ალბერტ ლასკერის პრემია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებისათვის[20] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, კორდე-მორგანის პრემია[21] , სამეფო მედალი[14] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, ლუიზა გროს ჰორვიცის პრემია[22] , უილიამ ბეიტ ჰარდის პრემია, ღირსების კავალერი, ღირსების ორდენი, Association of Biomolecular Resource Facilities, კრუნის სახელობის პრემია, Corresponding Member of the Australian Academy of Science და ღირსების კავალერის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

ფრედერიკ სენგერი დაიბადა 1918 წლის 13 აგვისტოს რენდკომბში, გლოსტეშირის საგრაფოში, ფრედერიკ სენგერისა და სისელი სენგერის (ქალიშვილობაში კრიდსონი) ოჯახში. მამამისი მუშაობდა ჩინეთში, როგორც ინგლისელი სამედიცინო მისიონერი, თუმცა ინგლისში მოუწია დაბრუნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ფრედერიკ სენგერი უმცროსი 1936 წელს შევიდა და 1939 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 1940 წლიდან მუშაობს ამავე უნივერსიტეტში ფრედერიკ სენგერი ამავე წელს ნორმან პირის ხელმძღვანელობით იწყებს სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობას და 1943 წელს იცავს დოქტორის ხარისხს. 1951 წლიდან არის მედიცინის კვლევითი საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

მოღვაწეობა რედაქტირება

მისი ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ცილებისა და ნუკლეინის მჟავების ქიმიას. აღსანიშნავია, რომ 1945 წლიდან იგი სწავლობდა ინსულინს. მის მიერ შემუშავდა პეპტიდური ამინოჯგუფების იდენტიფიკაციის დინიტრო–ამინობენზოლური მეთოდი – სწორედ ამ მეთოდის დახმარებით გახდა შესაძლებელი ინსულინის ბუნების, მასში ამინოჯგუფების თანმიმდევრობისა და საბოლოოდ მისის სტრუქტურის დადგენა (1944-1954 წწ.). სენგერმა დაადგინა, რომ ინსულინის ბრუტო ფორმულაა C337N65O75S6. სამი სულფიდური „ხიდი“ შედგება ორი ჯაჭვისაგან: ჯაჭვი A-შემდგარი 21 ამინომჟავური ნაშთისაგან და ჯაჭვი B-შემდგარი 30 ამინომჟავური ნაშთისაგან. ამ სამუშაოზე დაყრდნობით შეიქმნა სინთეზური ინსულინი.

ფრედერიკ სენგერის მიერ 1965 წელს შემუშავდა რნმ-ისა და დნმ-ის ფოსფორ 32Р–ით მარკირების მეთოდი, რამაც ხელი შეუწყო აღნიშნული ბიომოლეკულების სტრუქტურულ კვლევას და ამასთან უზრუნველყო კვლევისათვის გამოყენებული ყოფილიყო მცირე ოდენობით საკვლები ობიექტი – 10−6გ. მან დაადგინა 5S რნმ–ის და FX 174 ფაგის დნმ–ის სტრუქტურა. მის მიერ შემუშავდა დნმ–ის პირველადი სტრუქტურის კვლევის მეთოდიც.

ჯილდოები რედაქტირება

მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის დამსახურების ორდენი, ღირსების კავალერის ორდენი და ასევე არის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი. არის ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1954 წლიდან), მთელი რიგი მეცნიერებათა აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოებების წევრი. ასევე ლონდონის სამეფო საზოგადოების (1969) მედალის, ფუნდამენტური სამედიცინო კვლევებისათვის ალბერტ ლასკერის პრემიის (1977) და ორჯერ (1958, 1980) ნობელის პრემიის ლაურეატი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Brownlee, George G. (2014). Fred Sanger, double Nobel laureate: a biography. Cambridge University Press. ISBN 978-1-107-08334-9.  Chapters 4-6 contain the 1992 interview that the author conducted with Sanger.
  • Finch, John (2008), A Nobel Fellow on every floor: a history of the Medical Research Council Laboratory of Molecular Biology, Cambridge: Medical Research Council, ISBN 978-1-84046-940-0.
  • García-Sancho, Miguel (2010). „A new insight into Sanger's development of sequencing: from proteins to DNA, 1943–1977“. Journal of the History of Biology. 43 (2): 265–323. doi:10.1007/s10739-009-9184-1. PMID 20665230.
  • Sanger, F.; Dowding, M. (1996), Selected Papers of Frederick Sanger: with commentaries, Singapore: World Scientific, ISBN 978-981-02-2430-1.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Frederick Sanger, 95, Twice a Nobel Laureate and a Genetics Pioneer, DiesThe New York Times, 2013.
  2. Сенгер Фредерик // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. 3.0 3.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  4. 4.0 4.1 Jeffers J. S. Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  9. DNA genius and double Nobel Prize winner Fred Sanger of Cambridge dies aged 95
  10. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. Deutsche Nationalbibliothek Record #142077445 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. 12.0 12.1 Frederick Sanger, 95, Twice a Nobel Laureate and a Genetics Pioneer, DieThe New York Times, 2013.
  13. 13.0 13.1 Frederick Sanger - Biographical
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 Frederik Sanger CBE CH OM, Biographical Memoirs of the Royal Society
  15. The Nobel Prize in Chemistry 1958Nobel Foundation.
  16. 16.0 16.1 Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  17. The Nobel Prize in Chemistry 1980Nobel Foundation.
  18. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  19. Brownlee G. G. Frederick Sanger CBE CH OM. 13 August 1918 — 19 November 2013 // Biogr. Mem. Fellows R. Soc. / J. T. StuartThe Royal Society, 2015. — Vol. 61. — P. 437–466. — ISSN 0080-4606; 1748-8494doi:10.1098/RSBM.2015.0013
  20. 1979 WinnersLasker Foundation.
  21. https://www.rsc.org/prizes-funding/prizes/find-a-prize/corday-morgan-prizes/previous-winners/
  22. https://www.cuimc.columbia.edu/research/louisa-gross-horwitz-prize/horwitz-prize-awardees/1980-1967-awardees
  23. Seven days: 22–28 November 2013 (ინგლისური)
  24. "Frederick Sanger, 95, Twice a Nobel Laureate and a Genetics Pioneer, Dies". The New York Times, Nov. 20, 2013.