ალქიმია
ალქიმია (არაბ. الكيمياء) — შუა საუკუნეებში იყო მეცნიერება, რომლის მიზანი სხვადასხვა ლითონების ძვირფას ლითონებად (ოქრო, ვერცხლი) გარდაქმნა იყო. ალქიმიკოსებს ოქრო ყველაზე სრულყოფილ ნივთიერებად მიაჩნდათ და ისეთ ნივთიერებას ეძებდნენ, რომელიც უბრალო ლითონის ოქროდ გარდაქმნას დააჩქარებდა. ამ ნივთიერებას ზოგი „ფილოსოფიურ ქვას“, ზოგი „წითელ ლომს“, ზოგი კი „უკვდავების ელექსირს“ უწოდებდა. ალქიმიკოსებმა, მიუხედავად იმისა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაინც დიდი წვლილი შეიტანეს ქიმიის განვითარებაში. მათ შექმნეს მრავალი ქიმიური ლაბორატორია, სადაც შეისწავლეს ნივთიერების ბევრი თვისება, გამოიგონეს მრავალი ლაბორატორიული ხელსაწყო. ალქიმიკოსთა ყველაზე ცნობილი მიზნები იყო: ნებისმიერი მეტალის ოქროდ ან ვერცხლად გადაქცევა (ქრისოპოეია) და პანაცეას ანუ სიცოცხლის ელექსირის დამზადება.ეს არის წამალი რომელიც საშუალებას იძლევა განკურნოს ნებისმერი დაავადება და მოგანიჭოს უკვდავება. შუა საუკუნეების დასაწყისში ევროპელმა და აზიელმა ალქიმიკოსებმა დიდი დრო დაუთმეს ფილოსოფიური ქვის, ლეგენდარული ნივთიერების ძიებას, რომელიც მოიაზრებოდა აუცილებელ ინგრედიენტად ორევე ზემოთჩამოთვლილი მიზნის მისაღწევად.