შენადნობები
შენადნობები — სპილენძსა და კალას ბევრი გამოსადეგი თვისება აქვს - ერთ-ერთი ისაა რომ იოლად არ იჟანგება. თუმცა, ორივე მათგანი რბილია და სუსტი. სამაგიეროდ მათი შერევით მიღებული ლითონი ძალიან მყარი და მაგარია, თანაც არ იჟანგება. ის ლითონთა ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი ნაერთია, ანუ შენადნობი და მას ბრინჯაო ეწოდება.
ლითონთა უმრავლესობა სუფთა სახით საკმაოდ რბილი და სუსტია. მათი შენადნობი კი მყარი და მაგარი. დღესდღეობით გამოყენებული ლითონების უმრავლესობა შენადნობები ისეთი წვრილმანებით იწყება როგორიცაა მონეტები, დანა-ჩანგალი და სხვა, ეს ჩამონთვალი კი თვითმფრინავების ძრავებითა და კორპუსებით მთავრდება.
სწორი რეცეპტი
რედაქტირებაუკვე ათასობით წელია, რაც შენადნობები გამოიყენება. მეტალურგები, რომლებიც ლითონებზე მუშაობენ, სხვადასხვა თვისებების მქონე მრავალი სახის შენადნობებს აწარმოებენ. მეცნიერები შენადნობებისთვის ლითონებს დიდი სიფრთხილით აჩევენ, ანუ სწორ რეცეპტს იგონებენ. ყველაზე გავრცელებული ლითონი - ფოლადი, შენადნობია. ის რკინის, მცირე რაოდენობით ნახშირბადისა და ზოგიერთი სხვა ლითონის ნაერთია. სწორედ ამის გამოა ის ასეთი მყარი. ჩვეულებრივი ფოლადის ცუდი თვისება ის არის, რომ იჟანგება. იმისთვის რომ ფოლადი არ დაიჟანგოს მეტალურგები მას ქრომსა და ნიკელს უმატებენ. ეს ლითონები არ იჟანგება და ფოლადსაც უჟანგავს ხდის. აწორედ ასე მიიღება უჟანგავი ფოლადი. ყველაზე სრულყოფილი შენადნობები რეაქტიულ ძრავებში გვხვდება. მათ 100°C-ზე მაღალ ტემპერატურაზეც კი მყარი მდგომარეობა უნდა შეინარჩუნონ. ზოგიერთი ასეთი შენადნობი შეიძლება ათზე მეტ სხვადასხვა ლითონს შეიცავდეს, მათ შორის ტიტანს და ვოლფარმსაც. ისინი მხოლოდ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე დნება. შენადნობების ფასი ჯერ კიდევ უხსოვარ დროში გაიგეს. ბრინჯაო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ დაამზადეს, თითბერს დაახლოებით ამდენივე ხანია იყენებენ.
მეხსიერების მქონე ლითონები ნიკელისა და ტიტანის შენადნობებია, რომლებსაც თავიანთი ფორმის "დამახსოვრება" შეუძლიათ. თუ მეხსიერების მქონე ლითონისგან დამზადებულ საგანს მოვღუნავთ ის თავის ფორმას დაიბრუნებს დაბალ ცეცხლზე გაცხელებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ოქსფორდის ილუსტრირებული სამეცნიერო ენციკლოპედია