მთავარი მენიუს გახსნა

კარლ ვილჰელმ შეელე (შვედ. Carl Wilhelm Scheele; დ. 9 დეკემბერი, 1742 — გ. 21 მაისი, 1786) — შვედი ქიმიკოსი, შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1775).

კარლ ვილჰელმ შეელე
შვედ. Carl Wilhelm Scheele
Carl Wilhelm Scheele.jpg
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი 1742(1742-12-09)[1] [2]
დაბ. ადგილი შტრალზუნდი[3] [2]
გარდ. თარიღი 21 მაისი 1786(1786-05-21)[2] [4] [5] (43 წლის)
გარდ. ადგილი კეპინგი[2]
მოქალაქეობა Flag of Sweden.svg შვედეთი
სამეცნიერო სფერო ქიმია
ალმა-მატერი უფსალის უნივერსიტეტი

განათლებითა და პროფესიით ფარმაცევტი. მუშაობდა შცვედეთის სხვადასხვა ქალაქის აფთიაქებში, სადაც ატარებდა ქიმიურ კვლევებს. აღმოაჩინა მრავალი არაორგანული და ორგანული ნივთიერება: ქლორი (1774), გლიცერინი (1779, მოლიბდენისა (1778) და ვოლფრამის (1781) ანჰიდრიტები, სილიციუმის ტეტრაფთორიდი (1771), ბარიუმის ჟანგი (1774), დარიშხანწყალბადი (1775), ღვინომჟავა (1769), სილიციუმფთორწყალბადმჟავა და ფთორწყალბადმჟავა (1771), დარიშხანმჟავა (1775), მჟაუნმჟავა (1776), რძემჟავა (1780), ციანმჟავა (1782) და სხვა.

1769 წელს შეელემ შეიმუშავა ნაცრიდან ფოსფორის წარმოების ხერხი. 1774 წელს თავისუფალი სახით გამოყო მანგანუმი და ბარიუმის ოქსიდი. დეტალურად აღწერა ქლორის თვისებები. დაამტკიცა ჰაერის რთული შედგენილობა. მისი სახელობისაა მცირე კრატერი მთვარის ზედაპირზე და მცირე პლანეტა კარლშეელე. მისი სახელობისაა მინერალი შეელიტი.

თხზულებებირედაქტირება

  • Manuskript 1756—1777. Tolkning av С. W. Ossen. [Uppsala, 1942];
  • Chemische Abhandlung von der Luft und dem Feuer, Lpz., 1894;
  • Nachgelassene Briefe und Aufzeichnungen, hrsg. von A. E. Nordenskiöld, Stockh., 1892.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება