შტრალზუნდი (გერმ. Stralsund) — ქალაქი გერმანიის მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში. მდებარეობს ბალტიის ზღვის სანაპიროზე, შტრელაზუნდის სრუტესთან, რომელიც კუნძულ რიუგენს კონტინენტისგან გამოყოფს. კუნძული და შტრალზუნდი ერთმანეთთან ორი ხიდითა და რამდენიმე ბორნითაა დაკავშირებული.

შტრალზუნდისა და ვისმარის ისტორიული ცენტრები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 54°18′00″ ჩ. გ. 13°50′00″ ა. გ. / 54.30000° ჩ. გ. 13.83333° ა. გ. / 54.30000; 13.83333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2002  (26-ე სესია)
ნომერი 1067
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1067
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქის ფართობი 38.97²-ია, მოსახლეობა 58 027 (2007). ეკონომიკის მთავარ დარგებს გემთმშენებლობა, მეთევზეობა და ტურიზმი წარმოადგენს.

შუა საუკუნეებში, შტრალზუნდის არეალი დასდავლეთ სლავური რუგიის სამთავროს ნაწილი იყო, რომელიც თავის მხრივ 1168 წლიდან დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ამ დროისთვის, ქალაქის ადგილას მეთევზეთა პატარა სოფელი მდებარეობდა.

ქალაქ ვისმარის ისტორიულ ნაწილთან ერთად, 2002 წელს, იუნესკომ შტრალზუნდის ძველი ცენტრი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
 
შტრალზუნდის პანორამა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: