ვისმარი
ვისმარი (გერმ. Wismar) — პატარა ნავსადგური და ჰანზის კავშირის ქალაქი ჩრდილოეთ გერმანიაში, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე. მდებარეობს ქალაქ ლიუბეკიდან 30 კმ-ით აღმოსავლეთით. 2005 წლის მონაცემებით, ვისმარის მოსახლეობა 45 414 ადამიანს შეადგენს.
შტრალზუნდისა და ვისმარის ისტორიული ცენტრები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გერმანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 53°54′00″ ჩ. გ. 11°28′00″ ა. გ. / 53.90000° ჩ. გ. 11.46667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2002 (26-ე სესია) |
ნომერი | 1067 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1067 ინგლ. • რუს. • ფრ. |
XIII-XIV საუკუნეებში ვისმარი ჰანზის კავშირის წარმატებული ქალაქი იყო, მუშაობდა შალის მნიშვნელოვანი საწარმოები. მიუხედავად იმისა, რომ 1376 წელს შავმა ჭირმა ვისმარის 10 000 მცხოვრები იმსხვრეპლა, XVI საუკუნემდე ის მაინც განვითარებულ ქალაქად რჩებოდა.
იმის გამო, რომ ქალაქში მრავლადაა ჰანზის კავშირისდროინდელი აგურის ნაგებობები, მათ შორის გერმანული აგურის ეკლესიები, 2002 წელს იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.